image

თემა: სიმდაბლე

ეს წმიდა ვენახი სრულიად სხვაგვარად გამოიყურება ვნებების მიერ დაზამთრებული, სხვანაირია მისი მიდამო სათნოებათა გაზაფხულზე, სულ სხვანაირია ზაფხულში და სხვანაირი - კეთილი ნაყოფის მომკის ჟამს; თუმცა ყოველგვარი გამოვლინება მისი - ერთად შეკრებილი სიხარულისა და მხიარულების მომასწავებელია და ამირომ თითოეული მათგანი თავისი ნიშნით გამოირჩევა.
    როდესაც ამ ყოვლად საქებარი სათნოების მტევანი ყვავილობას იწყებს, მაშინ იმისთვის ვიშრომოთ, რომ ყოველგვარი კაცობრივი ქება-დიდება მოვიძულოთ და საკუთარი თავიდან ყოველგვარი გულისწყრომა და მრისხანება განვდევნოთ.
    როდესაც სათნოებათა ეს დედოფალი აღორძინდება ჩვენს სულში და სულიერად გაიზრდება, მაშინ ჩვენს მიერ ქმნილ სათნოებებს სისაძაგლედ მივიჩნევთ და გამუდმებით იმას ვიფიქრებთ, რომ ცოდვის ტვირთს ყოველდღიურად ვიმძიმებთ ჩვენთვისვე გაუგებარი ფლანგვით და რომ მადლის სიუხვეს, რომელიც ღვთისაგან მოგვეცა და რომლის ღირსიც არ ვიყავით, მომავალ ცხოვრებაში სატანჯველის გამრავლებისთვის ვხარჯავთ. სწორედ ასეთ დროს იმყოფება ჩვენი გონება უვნებლად, გულის შემუსვრილების კიდობანში კრძალვით შენახული. თავის გარშემო ქურდების ხმა და ფიქრები ესმის, მაგრამ თვითონ უვნებელია, რადგან სიმდაბლე ხელშეუხებელი საუნჯეა
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები