ავტორი:
წმ. იოანე სინელი(კიბისაღმწერელი)
თემა: სიმდაბლე
მზის ამოსვლას ცისკრის ნათელი უსწრებს, ხოლო ყოველგვარ სიმდაბლეს წინ სიმშვიდის სათნოება უძღვის. ამის შესახებ გვეუბნება ნათელი ჭეშმარიტი, მოვუსმინოთ როგორ თანამიმდევრობით წარმოგვიდგენს ამ სათნოებებს იგი: ისწავლეთ ჩემგან, "რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა" (მათ. 11,29). ამიტომ საჭიროა, ჯერ მზის ნათელმა გაგვანათლოს და შემდეგ შევხედოთ თავად მზეს, რადგან როგორც ნათლის გარეშე მზის ხილვაა შეუძლებელი, ასევე სიმშვიდის გარეშე სიმდაბლეს ვერ მოიპოვებ