ავტორი:
წმ. იოანე სინელი(კიბისაღმწერელი)
თემა: სიმდაბლე
"დასასრული სოფლისა ქრისტე არს მაცხოვრად ყოვლისა სოფლისა მორწმუნისა" (რომ. 10,4); ხოლო ყოველგვარი უწმინდური ვნების მწვერვალი არის პატივმოყვარეობა და ამპარტავნება, რომელთაც ეს წმიდა და სანატრელი ირემი - სიმდაბლე კლავს, იგი იფარავს თავის მეუღლეს ყოველგვარი სასიკვდილო შხამისაგან; რადგან არასოდეს ყოფილა, რომ მასში თვალთმაქცობის ამ ბოროტ გველს თავი გამოეჩინოს და ნეტარ სიმდაბლეს მაშინათვე არ შეერცხვინოს და მოეკლას იგი. მას ვერასოდეს შეეწყვილება სიძულვილი, ვერც ურჩობა, ვერც შეპასუხება, გარდა იმისა, როდესაც ურწმუნოებს მართლმორწმუნის სიტყვებით ეპასუხება