ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: სიმდაბლე
მოციქულნი ყოველნი იყვნენ განცვიფრებულ, ოდეს მაცხოვარმან იწყო ხელითა თვისითა ბანვა ფერხთა მათთა. მართლა ერთობ საკვირველი იყო ხილვა ამ მოქმედებისა, რისთვის ჰქმნა ეს უფალმან? რისთვის „შეიყვარნა იგინი“?( იოან. 12.1), ამით მან გამოაჩინა განუზომელი თვისი სიყვარული მოწაფეთადმი და თვით საქმით მოგვცა ჩვენ მაგალითი სიმდაბლისა და თავის თავის უარის ყოფისა.
არა საკმაოდ შერაცხა მან სიტყვითა მხოლოდ სწავლა ჩვენი, არამედ მანვე პირველად აღასრულა, რასაც ასწავლიდა, “სახე მიგეც თქვენ, რათა ვითარცა ესე მე გიყავ თქვენ, ეგრეთვე თქვენცა ჰყოფდეთ“ (იოან. 12.15). თვით უფალმან აღუხსნა მოწაფეთა თვისთა. ამიერითგან მოწაფეთა მისთა სრულიად უნდა გამოსცვალონ სახე თვისისა ყოფაქცევისა; ამიერითგან ყოველი მათი მოქმედება უნდა დაეფუძვნოს სიყვარულსა და სიმდაბლესა ზედა; ამიერითგან უდიდესი მათ შორის უნდა იყოს მსახური ყოველთა, და წინამძღვარი, ვითარცა მონა.