ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: სიმდაბლე
უფალმან არათუ ათორმეტთა დაჰბანა ფერხნი, არამედ მათ შორის და მათ მიერ ჩვენცა ყოველთა დაგვბანს იგი ფერხთა. ჩვენცა გვეტყვის იგი დღეს: „ესე თუ ჰსცანთ, ნეტარ ხართ, უკეთუ ჰყოფდეთ ამას“ (იოანე 13.17). ესრეთითა სიმდაბლითა და სიყვარულითა გვასწავლის იგი ჩვენ სიმდაბლესა, სიყვარულსა, თავის უარის ყოფასა. ვინ იქმნება ეგოდენ გაქვავებული გულითა, რომ თვითონაც, წარმომადგენელი ეგოდენისა მისისა სახიერებისა, არ დაემხოს წინაშე მაცხოვრისა ხატისა და არ დაბანოს ცრემლითა თვისითა ფერხნი მისნი.