
ავტორი:
წმ. იოანე სინელი(კიბისაღმწერელი)
თემა: სიმდაბლე
ვფიქრობ, რომ მხოლოდ ანგელოზებს შეუძლიათ უცოდველად დაიცვან თავი. რადგან მიწიერი ანგელოზის - პავლესაგან მოვისმინე: "არარაი თავსა ჩემსა შემიცნობიეს, არამედ არა თუ ამით განვმართლდები. ხოლო განმკითხველი ჩემი უფალ არს" (1 კორ. 4,4). ამიტომაა, რომ გამუდმებით უნდა განვიკითხავდეთ საკუთარ თავს და დამნაშავედ მიგვაჩნდეს იგი, რადგან ნებსით თავის დამდაბლებით უნებურ ცოდვებს განვეშოროთ; ხოლო თუ ასე არ მოვიქცევით, მათ გამო სიკვდილის ჟამს საშინელი ტანჯვა მოგველის