ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: მწუხარება
უბედურება არის ხშირად საგზალი, ანუ სასჯელი ცოდვისა. კაცს სასჯელი, უბედურება ხშირად მისი ცოდვით დაემართება. როდესაც შეგემთხვევა შენ, ძმაო ჩემო, რომელიმე ჭირი, მწუხარება, უბედურება, მაშინ კარგად დაფიქრდი და პირმოუფერებლად გამოიკვლიე, რა იყო მაგის მიზეზი? სიდგან მოგევლინა ის მწუხარება? თუ შეატყო და სინდისმა შენმა პირმოუთნევლად გითხრას, რომ თვითონ შენ იყავი მიზეზი ამისა, მაშინ ეცადე მოსპო შენ შორის ის მიზეზი, დასტოვო ის ჩვეულება, გაისწორე ის თვისება, განეშორე იმ ვნებას, რომელნი არიან უმთავრესნი მიზეზნი შენთა უბედურებათა. გარნა, თუ ჭკუამან და სვინიდისმან შენმან დაგარწმუნოს, რომ შენ თვითონ არ იყავი პირდაპირ მიზეზი შემთხვეულისა უბედურებისა, მაშინ იგი მიიღე, ვითარცა ღვთისაგან მოვლინებული სწავლა და გაფრთხილება, რომლითაც ღმერთს ჰსურს წინ წაგიყვანოს შენ სულიერსა მოქალაქობასა შინა, მოგიმატოს გონიერება, გამოცდილება, სულიერი სისრულე, რათა იყო ძვირფასი, ვითარცა ოქრო, გამოხურვებული ცეცხლსა შინა.