image

თემა: ამპარტავნება,  სათნოებები

განაგდე შენგან ვნებაი ამპარტავნებისაი, რამეთუ ეშაკი არს, რომელიცა ყოვლისა პირველად შთავარდა სიღრესა ამპარტავნებისასა და წარწყმიდა ყოველი კეთილი თვისი. იყავ შენ მდაბალ არა სიტყვით, არამედ საქმით, და უწყოდე, რამეთუ ღმერთი შეჰმუსრავს ამპარტავანთა, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი ესე - განგებაი გონიერი, ოდეს ქმნეს კაცმან კეთილი და არა აღზუავნეს. აწ უკუე ისწრაფე, რომელ დააჯერო ღმერთი და არა კაცნი, რაითა მიიღო ქებაი ღმრთისაგან და არა კაცთაგან. იხილე და ნუ გამოუცხადებ კაცთა სათნოებათა შენთა, რაითა არა დაიჭირვო მადლი ღმრთისაი, რამეთუ დიდებაი სოფლისა ამის წარმავალ არს, ვითარცა აჩრდილი და ვითარცა მდელოი დაჭნების. ამისთვისცა, რომელთა ჭეშმარიტი სათნოებაი მოიპოეს, ივლტოდეს კაცთაგან და შეევედრნეს იგინი დიდებისაგან კაცთაისა. და მოიღეს პატივი ღმრთისაგან. ისმინე, ძმაო საყუარელო!
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები