image

თემა: მწუხარება

„ჩვენ კიდევ როგორღაც ვითმენთ იმას, რასაც ვიმკით საკუთარი უყურადღებობით. ზეცაში კი ფასდება სიმდაბლით, უდრტვინველად დათმენილი, როგორც უფლისმიერი დაშვება და გამოცდა“ (ეპისკოპოსი ვარლაამ რაიაშენცევი). სამწუხაროა, რომ ამაო ზრუნვით ვცხოვრობთ და ამიტომ გამუდმებით გვტკივა გული ყოველგვარი მწუხარებისა და უბედურების გამო. ჩვენ ხომ მიწიერ კეთილდღეობას ვეტრფით; გვეწვევა მწუხარება და სულმოკლენი აღმოვჩნდებით. როდესაც ქრისტიანის ვნებათა მნიშვნელობას განმარტავდა, პავლე მოციქული ამბობდა: „რამეთუ თქუენ მიგემადლა ქრისტესთვის არა ხოლო მისა მიმართ სარწმუნოებაი, არამედ მისთვის ვნებაიცა“ (ფილიპ. 1.29). გესმით? უფლისათვის ტანჯვა მოგეცათ, როგორც უდიდესი წყალობა! როგორც ღირსი მამა ისააკ ასური ამბობს: „ყოველთა ლოცვათა და შესაწირავთა უმეტეს უფლის წინაშე არს მწუხარება მისითა სახელითა“.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები