
ავტორი:
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
თემა: სიმდაბლე, უბრალოება
მყვინთავი ზღვის სიღრმეში ეშვება, რათა ძვირფასი მარგალიტი მოიპოვოს - წმინდა მამებიც მიდიოდნენ უშინაგანეს უდაბნოში, იქ უღრმავდებოდნენ საკუთარ თავს, ნახულობდნენ ნაირგვარ უძვირფასეს მარგალიტებს: ქრისტიანულ სიმდაბლეს, ყრმის უბრალოებასა და უბოროტობას, ანგელოზთა სადარ უვნებობას, სულიერ განსჯასა და სიბრძნეს - ერთი სიტყვით, პოულობდნენ სახარებას... ერთმა მონაზონმა სისო დიდს უთხრა: ,,მე მუდამ ღმერთის ხსენებაში ვარ", ღირსმა სისომ უპასუხა: ,,ეგ არაა დიდი რამ - დიდი ის იქნება როდესაც თავს ყველა ქმნილებაზე უარესად მიიჩნევ".