ილია II - ციტატები, გამონათქვამები
ილია II - ციტატები, გამონათქვამები ილია II | გამონათქვამები, ციტატები
აი, რას წერს წმ. პავლე მოციქული: "ქრისტე აღდგა მკვდრეთით და იქმნა დასაბამ შესვენებულთა... ვიღაც იტყვის, როგორ აღდგებიან მკვდრები? ან როგორი სხეულით მოვლენ? უგუნურო, რასაც შენ თესავ, (ხომ) ვერ იცოცხლებს, თუ არ მოკვდა, ასევე მკვდრეთ... იხილეთ სრულად
ხორციელი აღდგომით მაცხოვარმა დაამტკიცა თავისი ღვთაებრივი ძალმოსილება, მაგრამ მარტო ეს არ არის მთავარი. ამ სასწაულით მან აღდგომის შესაძლებლობა მიანიჭა მთელ კაცობრიობას. იმიტომაც მიიღო კაცობრივი ბუნება, შეიმოსა ჩვენი მსგავსი სხეულით... იხილეთ სრულად
აუცილებლად გამარჯვებას მიაღწევს ყველა, ვინც უფლისმიერი, ვიწრო, ეკლიანი, მაგრამ ერთადერთი და გადამრჩენელი გზით ივლის.
ყველას სურს მშვიდი და ბედნიერი ცხოვრება, მაგრამ პრობლემებს ვერავინ გაექცევა, რადგან ჩვენი დაცემული ბუნება თვითონ შობს მათ. არც ეკლესიის წიაღში ყოფნა ნიშნავს უზრუნველ ყოფას; პირიქით, სწორედ ესაა ის არეალი, სადაც ბოროტება დაუცხრო... იხილეთ სრულად
ეკლესია არის ერთადერთი ძალა, რომელმაც უნდა გააერთიანოს ერი და, ამდენად, მისი გამოყენება ვიწრო პარტიული ინტერესებისათვის ყოვლად დაუშვებელია.
ქვეყნისადმი დამოკიდებულება ყველამ საქმით უნდა აჩვენოს. ეს უწინარესად ეხებათ პოლიტიკოსებსა და საზოგადო მოღვაწეებს, რადგან მათ ქვეყნის მართვის სადავეები უპყრიათ.