ღირსი დიონისე ასე გვარიგებს: სიბრძნე გონებას მჭვრეტელობით უნარს ანიჭებს, მჭვრეტელობით ცოდნა მოიპოვება. ჭეშმარიტი ცოდნით კი - ჭეშმარიტებას ვეზიარებით. სიბრძნე არის გონების ძალა და უნარი. თუ გონება ფილოსოფიურია, იგი იწყებს სამყაროს ...
იხილეთ სრულად
ღირსი დიონისე ასე გვარიგებს: სიბრძნე გონებას მჭვრეტელობით უნარს ანიჭებს, მჭვრეტელობით ცოდნა მოიპოვება. ჭეშმარიტი ცოდნით კი - ჭეშმარიტებას ვეზიარებით. სიბრძნე არის გონების ძალა და უნარი. თუ გონება ფილოსოფიურია, იგი იწყებს სამყაროს აღქმას რწმენით და ამთავრებს უფრო დიდი და ჭეშმარიტი რწმენით.
წმ. ბასილი დიდი წერს: "ხარ შენ ფრიად მდიდარი, ძლიერი სახელმწიფოს მოქალაქე, ხარ შენ ჯანმრთელობით და სილამაზით დაჯილდოებული, დაფასებული დამსახურებისამებრ? - მუდამ გახსოვდეს, არსებობს მიწა და მიწად მიიქცევა ყოველი. ვითარცა ყვავილი და...
იხილეთ სრულად
წმ. ბასილი დიდი წერს: "ხარ შენ ფრიად მდიდარი, ძლიერი სახელმწიფოს მოქალაქე, ხარ შენ ჯანმრთელობით და სილამაზით დაჯილდოებული, დაფასებული დამსახურებისამებრ? - მუდამ გახსოვდეს, არსებობს მიწა და მიწად მიიქცევა ყოველი. ვითარცა ყვავილი და ბალახი, განქარდება ის, რითაც ამაყობ. გადახედე წარსულს: მრავალნი იყვნენ ჩინებულნი, მაგრამ სადღა არიან რჩეულნი გმირნი ან დიდებულ სამეფოთა განმგებელნი, სად არიან ბრძენნი და დიდვაჭარნი, გავლენიანი თავადები, ცხენის რემათა მფ...
მართალია, ყოველი ჩვენგანი თავისებურად აღიქვამს ჭეშმარიტებასაც და სამართლიანობასაც, მაგრამ უნდა არსებობდეს ავტორიტეტი, აუცილებელია საერთო საფუძველი, რომელსაც დაეყრდნობა ჩვენი ფიქრები, ჩვენი ნააზრევი. ასეთი ავტორიტეტი ერთადერთია - ღ...
იხილეთ სრულად
მართალია, ყოველი ჩვენგანი თავისებურად აღიქვამს ჭეშმარიტებასაც და სამართლიანობასაც, მაგრამ უნდა არსებობდეს ავტორიტეტი, აუცილებელია საერთო საფუძველი, რომელსაც დაეყრდნობა ჩვენი ფიქრები, ჩვენი ნააზრევი. ასეთი ავტორიტეტი ერთადერთია - ღვთის განჩინებანი, ჩვენი ჭეშმარიტი სარწმუნოება, ჩვენი სულიერი საგანძური. ამის გარეშე ნებისმიერი იდეა და გამოგონება ჩვენს საწინააღმდეგოდვე მობრუნდება.
კლიმენტის აზრით, არ არის საკმარისი ოდენ ცოდნა. პიროვნება აუცილებლად უნდა ესწრაფვოდეს სიკეთის ქმნას, რომ შეძლოს აღასრულოს ღვთის მცნებანი და თანდათანობით მიემსგავსოს შემოქმედს. ასეთი ადამიანისათვის მთავარი მამოძრავებელი ძალა არის...
იხილეთ სრულად
კლიმენტის აზრით, არ არის საკმარისი ოდენ ცოდნა. პიროვნება აუცილებლად უნდა ესწრაფვოდეს სიკეთის ქმნას, რომ შეძლოს აღასრულოს ღვთის მცნებანი და თანდათანობით მიემსგავსოს შემოქმედს.ასეთი ადამიანისათვის მთავარი მამოძრავებელი ძალა არის არა ჯილდოს მიღების სურვილი ან სასჯელის შიში, არამედ ღვთის და სიკეთის ქმნის უანგარო სიყვარული. ამგვარი პიროვნება თანდათან თავისუფლდება შურის, სასოწარკვეთილების, შიშის, ბოროტების და სხვა ვნებებისაგან, მას უყვარს ყველა და ცდილ...
კლიმენტი ალექსანდრიელი, თანახმად სახარებისა, ქრისტიანებს ორ ჯგუფად ყოფს: I - მონანი ღვთისა. ესენი არიან რწმენის შესახებ პრიმიტიული ცოდნის მქონე მორწმუნენი, რომელნიც მარტივად განიხილავენ წმიდა წერილს, არ უღრმავდებიან მის საკრალურ ა...
იხილეთ სრულად
კლიმენტი ალექსანდრიელი, თანახმად სახარებისა, ქრისტიანებს ორ ჯგუფად ყოფს: I - მონანი ღვთისა. ესენი არიან რწმენის შესახებ პრიმიტიული ცოდნის მქონე მორწმუნენი, რომელნიც მარტივად განიხილავენ წმიდა წერილს, არ უღრმავდებიან მის საკრალურ აზრს და კმაყოფილდებიან იგავთა და სიმბოლოთა პირდაპირი გაგებით.მეორე ჯგუფს მიეკუთვნებიან გნოსტიკოსები - მეცნიერები, რომელნიც რწმენითა და ცოდნის წყალობით ადიან მაღალი სულიერი და მისტიკური ჭვრეტის საფეხურებზე. მათ ეს ღირსეული...
II საუკუნის ცნობილი მეცნიერი, კლიმენტი ალექსანდრიელი არის საუკეთესო მაგალითი ცოდნისა და რწმენის შერწყმისა. მას უწოდებდნენ "დაბადებიდანვე პროფესორს", "უპირატეს მისიონერს", "პირველ ქრისტიან მეცნიერს"... იგი მღვდელი იყო, მაგრამ მხოლო...
იხილეთ სრულად
II საუკუნის ცნობილი მეცნიერი, კლიმენტი ალექსანდრიელი არის საუკეთესო მაგალითი ცოდნისა და რწმენის შერწყმისა. მას უწოდებდნენ "დაბადებიდანვე პროფესორს", "უპირატეს მისიონერს", "პირველ ქრისტიან მეცნიერს"... იგი მღვდელი იყო, მაგრამ მხოლოდ სამოძღვრო საქმიანობით არ იფარგლებოდა. გამორჩეულ სულიერ ცხოვრებასთან ერთად ის გულდასმით სწავლობდა სიბრძნეს, ჰქონდა მჭიდრო კავშირი ალექსანდრიის საღვთისმეტყველო და ფილოსოფიურ სკოლებთან.თუ ტერტულიანეს დევიზი იყო: "იერუსალი...
ჩვენს ცხოვრებაში ღვთის ნება, ღვთის განგებულება გამოვლინდება ჭეშმარიტი რელიგიით - მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით: იმ ეკლესიისა, რომლის შესახებაც მაცხოვარი ბრძანებს "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ე...
იხილეთ სრულად
ჩვენს ცხოვრებაში ღვთის ნება, ღვთის განგებულება გამოვლინდება ჭეშმარიტი რელიგიით - მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით: იმ ეკლესიისა, რომლის შესახებაც მაცხოვარი ბრძანებს "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას" (მათე 16,18).
ღმერთი არის სათავე და მიზეზი ყოვლისა, წყარო სიცოცხლისა სადაც ცხრება ვნებები, წყნარდება შეურიგებელი, დაპირისპირებული ენერგიები, რადგან შემოქმედისაგან ყველას მიენიჭება მისი კუთვნილი ადგილი, უფლება და ღირებულება.
დღეს ძლიერნი ამა სოფლისანი გავლენის სფეროებისთვის იბრძვიან, მთავარი კი ავიწყდებათ. როცა ხედავ სიძულვილისა და ზიზღის უკუნი სიბნელე როგორ ცდილობს შეაღწიოს ადამიანის გულსა და გონებაში, ერთი იმედიღა რჩება - ღმერთი, გამაერთიანებელი და ...
იხილეთ სრულად
დღეს ძლიერნი ამა სოფლისანი გავლენის სფეროებისთვის იბრძვიან, მთავარი კი ავიწყდებათ. როცა ხედავ სიძულვილისა და ზიზღის უკუნი სიბნელე როგორ ცდილობს შეაღწიოს ადამიანის გულსა და გონებაში, ერთი იმედიღა რჩება - ღმერთი, გამაერთიანებელი და დამამშვიდებელი მადლი უფლისა, უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი. მხოლოდ მასში პოვებს ადამის მოდგმა დაკარგულ მთლიანობას.
როცა ვუყურებთ წინააღმდეგობებით სავსე ჩვენს აწმყოს და ვცდილობთ დავინახოთ არცთუ ისე დიდი იმედის მომცემი ხვალინდელი დღე, აშკარად იგრძნობა, რომ თუ სულიერობისა და ინტელექტუალური აზროვნების წარმომადგენლები ერთმანეთს არ დაუახლოვდებიან, მ...
იხილეთ სრულად
როცა ვუყურებთ წინააღმდეგობებით სავსე ჩვენს აწმყოს და ვცდილობთ დავინახოთ არცთუ ისე დიდი იმედის მომცემი ხვალინდელი დღე, აშკარად იგრძნობა, რომ თუ სულიერობისა და ინტელექტუალური აზროვნების წარმომადგენლები ერთმანეთს არ დაუახლოვდებიან, მსოფლიო დადგება გაუთვალისწინებელი, საბედისწერო კატაკლიზმების წინაშე.