კულტურა არ უნდა იყოს ჩაკეტილი მხოლოდ მუზეუმებსა და თეატრებში; იგი უნდა იგრძნობოდეს ყველგან: ქუჩაში, ბაღებსა და სკვერებში. რესტორნებსა და კაფეებში, ყოველ ოჯახში. კულტურა არ არის მარტო სპორტსა და საზეიმო შეხვედრებში მონაწილეობა, არც...
იხილეთ სრულად
კულტურა არ უნდა იყოს ჩაკეტილი მხოლოდ მუზეუმებსა და თეატრებში; იგი უნდა იგრძნობოდეს ყველგან: ქუჩაში, ბაღებსა და სკვერებში. რესტორნებსა და კაფეებში, ყოველ ოჯახში. კულტურა არ არის მარტო სპორტსა და საზეიმო შეხვედრებში მონაწილეობა, არც მედლებისა და ჯილდოების დამსახურება, გამოფენების დათვალიერება, ბიბლიოთეკებსა და კაფეებში სიარული... კულტურა არის მუდმივი მზადყოფნა სხვისთვის სიხარულის მისანიჭებლად, ზრუნვა მომავლისათვის, ახალგაზრდებისა და საერთოდ ადამიან...
მხოლოდ ღმერთია მსოფლიოსა და კაცთა მკურნალი და მხსნელი, მხოლოდ მისი შეწევნით შეიძლება შინაგანი წინააღმდეგობის ძლევა, მშვიდობის დამყარება საკუთარ თავთან, მოყვასთან და ხალხთან ურთიერთობის მაღალი კულტურის მიღწევა, რაც აზრთა შემთხვევით...
იხილეთ სრულად
მხოლოდ ღმერთია მსოფლიოსა და კაცთა მკურნალი და მხსნელი, მხოლოდ მისი შეწევნით შეიძლება შინაგანი წინააღმდეგობის ძლევა, მშვიდობის დამყარება საკუთარ თავთან, მოყვასთან და ხალხთან ურთიერთობის მაღალი კულტურის მიღწევა, რაც აზრთა შემთხვევითი სხვადასხვაობისაგან თავის არიდებასა და მის სანაცვლოდ ოპტიმალური და შეთანხმებული გადაწყვეტილებების მიღებას გულისხმობს.
რთულია პიროვნების სულიერი სამყარო, მასში ორი ძალა მოქმედებს: სიკეთისა და ბოროტებისკენ მიმართული. მოციქული პავლე გრძნობდა რა შინაგან გაორებას, რომაელთა მიმართ ეპისტოლეში წერდა: "რომელსა-იგი ვიქმ, არა ვიცი, რამეთუ არა რომელი-იგი მე ...
იხილეთ სრულად
რთულია პიროვნების სულიერი სამყარო, მასში ორი ძალა მოქმედებს: სიკეთისა და ბოროტებისკენ მიმართული. მოციქული პავლე გრძნობდა რა შინაგან გაორებას, რომაელთა მიმართ ეპისტოლეში წერდა: "რომელსა-იგი ვიქმ, არა ვიცი, რამეთუ არა რომელი-იგი მე მნებავს, მას ვიქმ, არამედ რომელი-იგი მძულს, მას ვჰყოფ" (რომ. 7,15). მშვენივრად თქვა ჰაინრიხ ჰაინემ: "მსოფლიო ორად გაიყო და ბზარმა ჩემს გულზე გაიარა".
ადამიანის შინაგანი კულტურა აუცილებლად გამოვლინდება გარეგნულ ქცევაში. თუმცა არცთუ იშვიათად დახვეწილ ქცევას, განათლებას, ეტიკეტის ცოდნას, გარეგნულ ბრწყინვალებასა და მოჩვენებით გულითადობას იყენებენ შინაგანი სიცარიელის, შურის, ზიზღისა...
იხილეთ სრულად
ადამიანის შინაგანი კულტურა აუცილებლად გამოვლინდება გარეგნულ ქცევაში. თუმცა არცთუ იშვიათად დახვეწილ ქცევას, განათლებას, ეტიკეტის ცოდნას, გარეგნულ ბრწყინვალებასა და მოჩვენებით გულითადობას იყენებენ შინაგანი სიცარიელის, შურის, ზიზღისა და ცინიზმის დასაფარავად; მაგრამ "არა არს დაფარული, რომელი არ განცხადდეს" (მათე 10,26).
ცუდად აღზრდილთათვის განათლება იგივეა, რაც მახვილი უგნურთა ხელში, - წერს ერთი ღვთისმეტყველი. ცხოვრება გვიჩვენებს, რომ რწმენის, სიყვარულის, თავმდაბლობის, თავშეკავებულობის, კეთილმოსურნეობის, თავაზიანობის, სხვისთვის ჭირში თანადგომის უ...
იხილეთ სრულად
ცუდად აღზრდილთათვის განათლება იგივეა, რაც მახვილი უგნურთა ხელში, - წერს ერთი ღვთისმეტყველი. ცხოვრება გვიჩვენებს, რომ რწმენის, სიყვარულის, თავმდაბლობის, თავშეკავებულობის, კეთილმოსურნეობის, თავაზიანობის, სხვისთვის ჭირში თანადგომის უნარის აღზრდის გარეშე დიდი ხარვეზი იქნება დაშვებული პიროვნების ჩამოყალიბებაში. ნუ დავივიწყებთ, რომ თუნდაც ერთი მოზარდის ნაკლოვანებები განსაზღვრულ პირობებში შეიძლება ხასიათის საშიშ თვისებებად იქცეს და გამოუსწორებელი ზიანი ...
რა შეიძლება ითქვას ისეთ კაცზე, რომელმაც არასწორი გზით მოიპოვა მაღალი სამსახურებრივი მდგომარეობა, რომელიც ცდილობს, დაამციროს, შეურაცხყოს მისდამი დაქვემდებარებულნი, ატყუებს ხალხს და ცხოვრობს პრინციპით: "მე ვარ ხელმძღვანელი, შენ ხარ ...
იხილეთ სრულად
რა შეიძლება ითქვას ისეთ კაცზე, რომელმაც არასწორი გზით მოიპოვა მაღალი სამსახურებრივი მდგომარეობა, რომელიც ცდილობს, დაამციროს, შეურაცხყოს მისდამი დაქვემდებარებულნი, ატყუებს ხალხს და ცხოვრობს პრინციპით: "მე ვარ ხელმძღვანელი, შენ ხარ სულელი; შენ ხარ ხელმძღვანელი, მე ვარ სულელი". ასეთი ადამიანი შორსაა არა მარტო ღვთისა და რწმენისაგან, არამედ ყოველგვარი კულტურისაგან.
განა კულტურული შეიძლება ეწოდოს პიროვნებას, რომელსაც შეუძლია სხვას ზიანი მოუტანოს? რომელმაც ცოდნა იმისთვის შეიძინა, რომ უფრო კარგად დაწეროს ცილისმწამებლური, ანონიმური წერილები, რომ უფრო მოხერხებულად დაუგოს მახე მოყვასს, დასცინოს და...
იხილეთ სრულად
განა კულტურული შეიძლება ეწოდოს პიროვნებას, რომელსაც შეუძლია სხვას ზიანი მოუტანოს? რომელმაც ცოდნა იმისთვის შეიძინა, რომ უფრო კარგად დაწეროს ცილისმწამებლური, ანონიმური წერილები, რომ უფრო მოხერხებულად დაუგოს მახე მოყვასს, დასცინოს და შეურაცხყოს იგი. ასეთი კაცი თავის ვიწრო ეგოიზმშია ჩაკეტილი, უსაზღვროა სიმდიდრისადმი მისი ლტოლვა და ყოველდღიური ზრუნვა მიწიერ სიკეთეთა მოსაპოვებლად;
ჩვენს მეტად რთულ და დაძაბულ დროში ბევრი რამ არის დამოკიდებული საზოგადოების, მთელი სახელმწიფოსა და ცალკეული პიროვნების კულტურაზე. "სიტყვა კულტურა საზოგადოებრივ მეცნიერებებსა, და განსაკუთრებით ისტორიაში, ორი აზრით იხმარება. პირველის...
იხილეთ სრულად
ჩვენს მეტად რთულ და დაძაბულ დროში ბევრი რამ არის დამოკიდებული საზოგადოების, მთელი სახელმწიფოსა და ცალკეული პიროვნების კულტურაზე. "სიტყვა კულტურა საზოგადოებრივ მეცნიერებებსა, და განსაკუთრებით ისტორიაში, ორი აზრით იხმარება. პირველის მიხედვით კულტურაში უმთავრესად იგულისხმება განათლება, როდესაც, მაგალითად, ლაპარაკობენ კულტურულ ერებზე ან საზოგადოების ფენებზე და უპირისპირებენ მათ უკულტურო ერებსა და კლასებს. იგივე გაგებით იხმარება გამოთქმა, ვთქვათ, კულტ...
საზოგადოების ნაწილი დიდ იმედს ამყარებს მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესზე და მიაჩნია, რომ სწორედ იგი მოუტანს კაცს ბედნიერებას. მეცნიერებასა და ტექნიკას შეუძლია გარკვეულ წილად შეცვალოს ფიზიკური სამყარო, შეცვალოს ჩვენი პლანეტის გარეგნული ...
იხილეთ სრულად
საზოგადოების ნაწილი დიდ იმედს ამყარებს მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესზე და მიაჩნია, რომ სწორედ იგი მოუტანს კაცს ბედნიერებას. მეცნიერებასა და ტექნიკას შეუძლია გარკვეულ წილად შეცვალოს ფიზიკური სამყარო, შეცვალოს ჩვენი პლანეტის გარეგნული სახე, მისი ფლორა და ფაუნა, გეოგრაფიული ზედაპირი... მაგრამ ადამიანის გარდაქმნა, მისი გაკეთილშობილება და სულიერი ამაღლება ისევ და ისევ ადამიანის ხელთაა.
მიწიერსა და ყოველდღიურზე ზრუნვამ არ უნდა დაგვავიწყოს სული და სულიერი კულტურა, რადგან უსულოდ ნებისმიერმა მიღწევამ შეიძლება დაკარგოს ფასი და თვით ადამიანის საწინააღმდეგოდ მიიმართოს.