შეიმუსრა ბჭენი ჯოჯოხეთისანი და ჩვენ სიკვდილის დათრგუნვასა და მარადიული ცხოვრების დაწყებას ვდღესასწაულობთ. სააღდგომო საგალობელში ვკითხულობთ: "დღეს მეუფემან წარმოსტყვენა ჯოჯოხეთი და აღადგინა კრულნი, რომელნი საუკუნითგან ბოროტად პყ...
იხილეთ სრულად
შეიმუსრა ბჭენი ჯოჯოხეთისანი და ჩვენ სიკვდილის დათრგუნვასა და მარადიული ცხოვრების დაწყებას ვდღესასწაულობთ.სააღდგომო საგალობელში ვკითხულობთ: "დღეს მეუფემან წარმოსტყვენა ჯოჯოხეთი და აღადგინა კრულნი, რომელნი საუკუნითგან ბოროტად პყრობილ იყვნეს მას შინა".
ქრისტე აღდგა! ეს საოცარი ზეიმი ემპირიული აზროვნებისათვის მიუწვდომელია, ამიტომაც იყო, რომ როცა აღმდგარი უფალი გამოეცხადა მარიამ მაგდალინელს, თავდაპირველად მანაც ვერ იცნო იგი (ინ. 21,4), ვერც ტიბერიის ზღვასთან მდგარი იესო შეიცნეს...
იხილეთ სრულად
ქრისტე აღდგა!ეს საოცარი ზეიმი ემპირიული აზროვნებისათვის მიუწვდომელია, ამიტომაც იყო, რომ როცა აღმდგარი უფალი გამოეცხადა მარიამ მაგდალინელს, თავდაპირველად მანაც ვერ იცნო იგი (ინ. 21,4), ვერც ტიბერიის ზღვასთან მდგარი იესო შეიცნეს მისმა მოწაფეებმა.
ამ დიდებულსა და ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელ დღეს ქრისტეს აღდგომისა, ჩვენ უნდა შევხვდეთ განწმენდილნი, განვაახლოთ ჩვენი სულიერნი სწრაფვანი და ქრისტიანული შემეცნების სიღრმეში მივეახლოთ ჭეშმარიტებისა და ცხოვრების გზას - უფალსა ჩ...
იხილეთ სრულად
ამ დიდებულსა და ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელ დღეს ქრისტეს აღდგომისა, ჩვენ უნდა შევხვდეთ განწმენდილნი, განვაახლოთ ჩვენი სულიერნი სწრაფვანი და ქრისტიანული შემეცნების სიღრმეში მივეახლოთ ჭეშმარიტებისა და ცხოვრების გზას - უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს.
ქრისტეს აღდგომას ანგელოზნი უგალობენ, ზეიმობს ზეცა და დედამიწა, იშვებს ადამი და იხარებს ევა, ღვთისმშობელი და მოციქულთა დასი, წმიდათა კრებული და მათთან ერთად ყოველნი მორწმუნენი და მადიდებელნი ქრისტესნი, ანუ იგინი, ვისაც წილი უდევს პ...
იხილეთ სრულად
ქრისტეს აღდგომას ანგელოზნი უგალობენ, ზეიმობს ზეცა და დედამიწა, იშვებს ადამი და იხარებს ევა, ღვთისმშობელი და მოციქულთა დასი, წმიდათა კრებული და მათთან ერთად ყოველნი მორწმუნენი და მადიდებელნი ქრისტესნი, ანუ იგინი, ვისაც წილი უდევს პირველ აღდგომაში.
"სიკვდილითა სიკვდილისა შემუსვრასა ჯოჯოხეთისასა დღეს ვდღესასწაულობთ, დასაბამსა და მიზეზსა ახლისა ცხოვრებისასა ვუგალობთ" (VII საგალობელი) და სასოებით ვიმეორებთ მარადიული სიხარულის გამომხატველ სიტყვებს: ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად...
იხილეთ სრულად
"სიკვდილითა სიკვდილისა შემუსვრასა ჯოჯოხეთისასა დღეს ვდღესასწაულობთ, დასაბამსა და მიზეზსა ახლისა ცხოვრებისასა ვუგალობთ" (VII საგალობელი) და სასოებით ვიმეორებთ მარადიული სიხარულის გამომხატველ სიტყვებს:ქრისტე აღდგა!ჭეშმარიტად აღდგა!
ქრისტე აღდგა! აღდგა ღმერთი, "რომელიც მიცემულ იქნა ჩვენი ცოდვების გამო, და აღდგა ჩვენს განსამართლებლად" (რომ. 4,25). გიხაროდეთ! აღდგა სიკვდილის დამთრგუნველი უფალი, წყარო სიცოცხლისა, მომნიჭებელი საყოველთაო აღდგომისა. გიხაროდეთ...
იხილეთ სრულად
ქრისტე აღდგა!აღდგა ღმერთი, "რომელიც მიცემულ იქნა ჩვენი ცოდვების გამო, და აღდგა ჩვენს განსამართლებლად" (რომ. 4,25). გიხაროდეთ!აღდგა სიკვდილის დამთრგუნველი უფალი, წყარო სიცოცხლისა, მომნიჭებელი საყოველთაო აღდგომისა. გიხაროდეთ!
ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !აღდგა იგი ახლობელთა და შორეულთა, დიდთა და მცირეთა, ძლიერთა და უძლურთათვის, რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხოვრებაჲ საუკუნოჲ (იოვანე 3,15).
წყალობითა ღმრთისაჲთა დადგა ეს კურთხეული დღე ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომისა, როდესაც ჩვენი გულები სავსეა სრულყოფილი სიყვარულითა და ზემიწიერი სიხარულით, როდესაც ძლევის გალობას შეჰღაღადებს ცა და ქვეყანა აღდგომილ მაცხოვარს.