შეცნობა საკუთარი თავისა ყველაზე ძნელი და ყველაზე სასარგებლო საქმეა; სცადე, შეადარე შენი თავი ბნელ ოთახს. ერთი შეხედვით გეჩვენება, რომ იქ სისუფთავეა, მაგრამ საკმარისია, შემოიჭრას მზის სხივი, დაინახავთ რამდენი მტვერი ყოფილა ჰაერში. ...
იხილეთ სრულად
შეცნობა საკუთარი თავისა ყველაზე ძნელი და ყველაზე სასარგებლო საქმეა; სცადე, შეადარე შენი თავი ბნელ ოთახს. ერთი შეხედვით გეჩვენება, რომ იქ სისუფთავეა, მაგრამ საკმარისია, შემოიჭრას მზის სხივი, დაინახავთ რამდენი მტვერი ყოფილა ჰაერში. ადამიანიც ასეა. სანამ იგი შორსაა ღვთისაგან, საკუთარი თავი სუფთა და უნაკლო ჰგონია, მაგრამ, როცა თუნდაც მცირე მანძილით მიუახლოვდება უფალს, ღვთაბრივი მადლის ნათელი მიახვედრებს, რაოდენი სიმდაბლეა მის ფიქრებსა და გრძნობებში, ...
ყოველთვის ჰყავდა და ეყოლება უარმყოფელნი სიმართლეს. იგი სძულთ მათ, რომელთა სულშიც განლაღებულია სიხარბე, დაუნდობლობა, შური, ამპარტავნება, პატივმოყვარეობა... ანგარებით სავსენი მზად არიან, აწამონ ჭეშმარიტება იმათ მსგავსად, რომლებიც გა...
იხილეთ სრულად
ყოველთვის ჰყავდა და ეყოლება უარმყოფელნი სიმართლეს. იგი სძულთ მათ, რომელთა სულშიც განლაღებულია სიხარბე, დაუნდობლობა, შური, ამპარტავნება, პატივმოყვარეობა... ანგარებით სავსენი მზად არიან, აწამონ ჭეშმარიტება იმათ მსგავსად, რომლებიც გააფთრებულნი ყვიროდნენ: ჯუარს-აცუ ეგე (იოანე 19,15).
რა შეიძლება იყოს სინათლეზე უფრო სასიამოვნო? მისკენ ისწრაფვის ყოველი ცოცხალი, მისით არსებობს, მისით ხარობს. მაგრამ, როცა სინათლის სხივი სნეულ თვალს მოხვდება, აღიზიანებს და მწვავე ტკივილს იწვევს. ასევეა სულიერ ცხოვრებაშიც; მშვენივრა...
იხილეთ სრულად
რა შეიძლება იყოს სინათლეზე უფრო სასიამოვნო? მისკენ ისწრაფვის ყოველი ცოცხალი, მისით არსებობს, მისით ხარობს. მაგრამ, როცა სინათლის სხივი სნეულ თვალს მოხვდება, აღიზიანებს და მწვავე ტკივილს იწვევს. ასევეა სულიერ ცხოვრებაშიც; მშვენივრად ბრძანებს ამის შესახებ უფალი იესო ქრისტე: ნათელი მოვიდა სოფლად, და შეიყუარეს კაცთა ბნელი, ვიდრე ნათელი, რამეთუ იყვნეს საქმენი მათნი ბოროტ. რამეთუ ყოველი რომელი ბოროტსა იქმს, სძულს მას ნათელი და არა მოვალს ნათელსა, რაჲთა...
რა საერთო აქვს სიკეთეს ბოროტებასთან, რატომ ებრძვის უკეთურება სათნოებას? იმიტომ, რომ ბოროტება ყველასათვის თვალსაჩინო, ხილული ხდება და ეშინია, არ ამხილონ, არ უარყონ იგი.
ქვეყნად სიკეთისა და სიწმიდის აქტიური გამოვლინება თავისი სულიერი ნათების გამო ყოველთვის ბოროტების გაღიზიანებას იწვევს: რაც არ უნდა უწყინარი და ჩუმი იყოს ღვთის ეს მადლი, სიძულვილი ბოროტების მხრიდან მაინც იზრდება.
ხშირად გვინდა ვუწამლოთ სხვის დარდს და ვერ ვკურნავთ, ვცდილობთ გაჭირვებულის შველას, მაგრამ ვერ ვეხმარებით და სასოწარკვეთილება გვეუფლება. ამ დროს ჩაგვესმის ხმა იდუმალი: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე (ინ. 14,6); ეს ხმაა ღვთისა -...
იხილეთ სრულად
ხშირად გვინდა ვუწამლოთ სხვის დარდს და ვერ ვკურნავთ, ვცდილობთ გაჭირვებულის შველას, მაგრამ ვერ ვეხმარებით და სასოწარკვეთილება გვეუფლება. ამ დროს ჩაგვესმის ხმა იდუმალი: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე (ინ. 14,6); ეს ხმაა ღვთისა - ერთადერთი ჭეშმარიტი მკურნალისა და შემწისა. დაე, უფალმან განკურნოს სალმობანი ჩვენნი!
სწრაფვა მშვიდობისაკენ, ზრუნვა მშვიდობისათვის - ქრისტიანული სინდისის უმაღლესი მოთხოვნილებაა. "ეძიებდე მშვიდობასა და მისდევდე მას", - ბრძანებს წმიდა წინასწარმეტყველი დავითი. დღეს გაჩუმება არ შეიძლება: საჭიროა დაუცხრომელი ლოცვა დ მოქ...
იხილეთ სრულად
სწრაფვა მშვიდობისაკენ, ზრუნვა მშვიდობისათვის - ქრისტიანული სინდისის უმაღლესი მოთხოვნილებაა. "ეძიებდე მშვიდობასა და მისდევდე მას", - ბრძანებს წმიდა წინასწარმეტყველი დავითი. დღეს გაჩუმება არ შეიძლება: საჭიროა დაუცხრომელი ლოცვა დ მოქმედება, სანამ ჯერ კიდევ არ ალაპარაკებულა ატომური იარაღი თავისი საშინელი ენით, ყოვლისმომსპობი სიკვდილით რომ ემუქრება კაცთა მოდგმას.
რა ბედნიერებაა მშვიდობა! მშვიდობა ღმერთთან, მშვიდობა მოყვასთან, მშვიდობა ადამიანის სულში, მშვიდობა შინ და გარეთ, მშვიდობა ქვეყნისა... ის, რაც გაკეთებულა, ან რაც უნდა გაკეთდეს კარგი და დიადი, მხოლოდ მშვიდობიან დროს შეიძლება შეიქმნა...
იხილეთ სრულად
რა ბედნიერებაა მშვიდობა! მშვიდობა ღმერთთან, მშვიდობა მოყვასთან, მშვიდობა ადამიანის სულში, მშვიდობა შინ და გარეთ, მშვიდობა ქვეყნისა... ის, რაც გაკეთებულა, ან რაც უნდა გაკეთდეს კარგი და დიადი, მხოლოდ მშვიდობიან დროს შეიძლება შეიქმნას.
დღეს კაცობრიობის მთავარი საზრუნავი დედამიწაზე მშვიდობის შენარჩუნებაა. მშვიდობისათვის ლოცვით დაიწყო ქრისტიანული ერა: როდესაც იესო მაცხოვარი იშვა, ბეთლემის ცა აივსო ანგელოზთა გალობით: დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვ...
იხილეთ სრულად
დღეს კაცობრიობის მთავარი საზრუნავი დედამიწაზე მშვიდობის შენარჩუნებაა. მშვიდობისათვის ლოცვით დაიწყო ქრისტიანული ერა: როდესაც იესო მაცხოვარი იშვა, ბეთლემის ცა აივსო ანგელოზთა გალობით: დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ (ლუკა 2,14).ეკლესიაში ყოველდღიურად აღევლინება ლოცვები მშვიდობისათვის: "მშვიდობა ყოველთა", "მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა... უფლისა მიმართ ვილოცოთ".
ერთ ბრძენს ჰკითხეს, რომელი დროაო ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? მან უპასუხა: აწმყო, რადგან წარსულმა განვლო და უკვე ვეღარაფერს შეცვლი, მომავალი კი არ დამდგარა და არც იცი, რას შემოგთავაზებს ან რამდენად ხანგრძლივი იქნება იგი. გასაკე...
იხილეთ სრულად
ერთ ბრძენს ჰკითხეს, რომელი დროაო ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? მან უპასუხა: აწმყო, რადგან წარსულმა განვლო და უკვე ვეღარაფერს შეცვლი, მომავალი კი არ დამდგარა და არც იცი, რას შემოგთავაზებს ან რამდენად ხანგრძლივი იქნება იგი. გასაკეთებელი დღეს უნდა გაკეთდეს, ხვალ უკვე შეიძლება გვიან იყოს.