წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) |
ალექსანდრე მაკედონელს მოახსენეს, რომ ერთ-ერთი მეომარი უწესრიგოდ და უღირსად იქცეოდა. მეფემ მისი მოყვანა ბრძანა. როდესაც მეომარი ალექსანდრე დიდის წინაშე წარსდგა, მეფემ ჰკითხა: -რა გქვია შენ? -ალექსანდრე, - უპასუხა მეო... იხილეთ სრულად
თავდაჯერებული ამტკიცებს, რომ ადამიანებს კარგად იცნობს. იგი ამაოდ ფიქრობს, რომ არასოდეს ცდება. გულთამხილავი უფლის გარდა არავინ უწყის, რა სულისაა ესა თუ ის ადამიანი. ადამიანის შეფასებაში დიდი წმინდანებიც კი ცდებოდნენ.
ადამიანებს, მუდამ მზად რომ არიან ისტორიული პიროვნების სიდიადეზე იკამათონ, არ შესწევთ უნარი ყოველდღიურ, უფერულ ცხოვრებას ოდნავ მაინც გაემიჯნონ.
ურჩიე ადამიანს, თუ რა არის მისთვის უმჯობესი და გაჩუმდი, დაუსრულებელი დავა სანანებელი რომ არ გაგიხდეს.
ადამიანი, რომელიც თავის გულს ვერ იმორჩილებს, მით უფრო ვერ დაიმორჩილებს ენას; თუ თავის თავში სიმშვიდეს ვერ პოვებს, მით უფრო ვერ დაამყარებს სახელმწიფოში მშვიდობას; თუ სხვის ტკივილს ვერ თანაუგრძნობს, ნაკლებად შესწევს სხვისი სიხარულის... იხილეთ სრულად
როგორ უნდა დავამოწმოთ, რომ ქრისტეს მიმდევრები ვართ, თუ ყოველდღიურად სხვათა ცოდვებსა და უძლურებებზე მითქმა-მოთქმით ვწამლავთ ჰაერს. დაფარო საკუთარი სათნოება და სხვათა ნაკლი, ეს არის სულიერი სიბრძნე.
სულიერი ადამიანისთვის ყველაზე ძნელი საკუთარი აზრების სიტყვებით გამოთქმაა. ამიტომ მდუმარებას ამჯობინებს.