რაც შეეხება ხორციელ სიკვდილს, მადლობა ღმერთს იმისათვის, რომ ჩვენ გვაქვს საშუალება, ხორცით მოვკვდეტ, რადგან ჩვენ ამით სიყვარულს ვსწავლობთ. დაე, ყველას მოგვეცეს იმის ძალა, რომ მოვკვდეთ ქრისტესათვის. რას ნიშნავს ქრისტესათვის სიკვდილი...
იხილეთ სრულად
რაც შეეხება ხორციელ სიკვდილს, მადლობა ღმერთს იმისათვის, რომ ჩვენ გვაქვს საშუალება, ხორცით მოვკვდეტ, რადგან ჩვენ ამით სიყვარულს ვსწავლობთ. დაე, ყველას მოგვეცეს იმის ძალა, რომ მოვკვდეთ ქრისტესათვის. რას ნიშნავს ქრისტესათვის სიკვდილი? როდის ვკვდებით ქრისტესათვის? მაშინ, როცა უფლის გამო გაწამებენ, გაიძულებენ ქრისტეს უარყოფას და შენ კი არ უარყოფ. ამის ღირსი შეიძლება ჩვენ ყველანი ვერ გავხდეთ, მაგრამ, თუ უფალი ინებებს, ეგების გავხდეთ კიდეც. ხვალ რა დრო ...
რა თქმა უნდა, ადამიანს ყოველთვის უნდა ახსენდებოდეს, თუ რისთვის მოვიდა ამქვეყნად, რა არის მისი ცხოვრების მიზანი, ისიც ცხადია, რომ ადამიანს არასოდეს არ უნდა დაავიწყდეს თავისი ცხოვრების დასასრული, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი...
იხილეთ სრულად
რა თქმა უნდა, ადამიანს ყოველთვის უნდა ახსენდებოდეს, თუ რისთვის მოვიდა ამქვეყნად, რა არის მისი ცხოვრების მიზანი, ისიც ცხადია, რომ ადამიანს არასოდეს არ უნდა დაავიწყდეს თავისი ცხოვრების დასასრული, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელსაც გარდაცვალება ჰქვია. ჩვენ, ქრისტიანებმა, ვიცით, რომ აღსასრულით წერტილი არ დაესმება ჩვენს არსებობას. ეს არ არის ჩიხი, არამედ ეს არის კარი. ადამიანი უნდა ეცადოს, ღირსეულად გავიდეს ამ კარში. ეს არც ისე იოლია, ძალზ...
ნუ, ძმაო! ზედასა-ზედა ვიგონებდეთ სიკვდილსა და განვემზადებოდეთ მისთვის და ვსტიროდეთ, მოველოდეთ წარსვლასა ჩვენსა, გულისხმა ვყოფდეთ საწუთოისა სიმოკლესა, შევიშინებდეთ საუკუნოისა მის სატანჯველისაგან, სასოება გვაქვნდეს მკვდრეთით აღდგომი...
იხილეთ სრულად
ნუ, ძმაო! ზედასა-ზედა ვიგონებდეთ სიკვდილსა და განვემზადებოდეთ მისთვის და ვსტიროდეთ, მოველოდეთ წარსვლასა ჩვენსა, გულისხმა ვყოფდეთ საწუთოისა სიმოკლესა, შევიშინებდეთ საუკუნოისა მის სატანჯველისაგან, სასოება გვაქვნდეს მკვდრეთით აღდგომისა, ვიგონებდეთ მეორედ მოსვლასა დიდისა მეუფისასა მოვიხსენოთ ხილვა საშინელისა მის დღისა, რომლისა წარდგომად ვართ, რათა არა ვიპოოთ განუმზადებელ ხელთა შინა მპარავისა მის სიკვდილისა, რომელსა ნებავს მოკვლა ჩვენი, და ჩვენცა განვ...
ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი;
მისგან გასწორდეს ყოველი, სუსტი და ძალ-გულოვანი;
ბოლოდ შეყარნენ მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი.
სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა, სიკვდილი სახელოვანი!
ერთი სიტყვით შინაგანი მშვიდობიანობა სინდისის სისუფთავე არის მტკიცე საწინდარი ღვთის წინაშე, რომ მარადიული სიცოცხლე დავიმკვიდროთ. განა რა არის გარდაცვალება? - აწმყო სიცოცხლის დასასრული და მომავალ მარადიულ სიცოცხლეში გადაჰსვლა!
თუ გსურს ცხონდე და ჭეშმარიტება შეიმეცნო, მაშინ შეეცადე ამაღლდე ფშვინვიერზე და მხოლოდ იმედით მიეკრო ღმერთს. ამგვარად როცა აიძულებ თავს, მოერიდო ფშვინვიერს, შეხვდები მთავრობანს და უფლებანს (ანგელოსთა დასია – რედ.), რომლებიც შენთან ე...
იხილეთ სრულად
თუ გსურს ცხონდე და ჭეშმარიტება შეიმეცნო, მაშინ შეეცადე ამაღლდე ფშვინვიერზე და მხოლოდ იმედით მიეკრო ღმერთს. ამგვარად როცა აიძულებ თავს, მოერიდო ფშვინვიერს, შეხვდები მთავრობანს და უფლებანს (ანგელოსთა დასია – რედ.), რომლებიც შენთან ერთად ბრძოლას გაუმართავენ გულისთქმებს. და როცა ლოცვით დაამარცხებ მათ და იქნები ღვთის მსასოებელი, გექნება ღვთის მადლი, რომელიც მომავალი რისხვისგან გიხსნის.
ვიფიქროთ ძმანო, იმის შესახებ, რა შრომა, განცდა და სიკვდილი დაითმინა ქრისტემ ჩვენი ცხონებისათვის. ამის აღსრულებით მან გვიჩვენა, რომ ჩვენი ცხონება მისთვის ყველაზე ძვირფასია. ამის ნაცვლად, რომ ჩვენი ცოდვების, კადნიერებისათვის დავესაჯ...
იხილეთ სრულად
ვიფიქროთ ძმანო, იმის შესახებ, რა შრომა, განცდა და სიკვდილი დაითმინა ქრისტემ ჩვენი ცხონებისათვის. ამის აღსრულებით მან გვიჩვენა, რომ ჩვენი ცხონება მისთვის ყველაზე ძვირფასია. ამის ნაცვლად, რომ ჩვენი ცოდვების, კადნიერებისათვის დავესაჯეთ, იმისათვის, რომ ჩვენ ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდით მის მადლს, იგი ევნო ჩვენთვის – მგმობართა და განდგომილთათვის. გარდა ამისა, მან მოისურვა, ჩვენი ცხონებისათვის თავისი ღვთაებრიობა მოეცა. საკუთარ თავში მან ეს ადამიანურ ბუ...
ვინც ჭეშმარიტად თავისი ხსნისთვის ზრუნავს, იგი ყოველ დღეს, როდესაც საკუთარ ცოდვებს არ გლოვობს, დაკარგულად მიიჩნევს, თუნდაც ამ დღეს რაიმე კეთილი საქმე აღასრულოს.
ვინც მთელი სულით და გულით, მთელი თავისი არსებით არ შეიძულებს ყოველივე იმას, რაც ნივთიერი და მიწისმიერ სხეულისთვისაა დამახასიათებელი; ვინც არ მოიძაგებს ყოველგვარ ხორციელ აღტყინებასა და ლტოლვას და საკუთარ გონებას ყოველთა შემოქმედ მა...
იხილეთ სრულად
ვინც მთელი სულით და გულით, მთელი თავისი არსებით არ შეიძულებს ყოველივე იმას, რაც ნივთიერი და მიწისმიერ სხეულისთვისაა დამახასიათებელი; ვინც არ მოიძაგებს ყოველგვარ ხორციელ აღტყინებასა და ლტოლვას და საკუთარ გონებას ყოველთა შემოქმედ მამა–ღმერთს არ მიაპყრობს ზეცად, – ის ვერ მოიპოვებს სულიერ ხსნას.
სულიერი გლახაკი ანუ გლახაკი სულითა ისაა, ვინც გრძნობს, რომ საკუთარი არაფერი არა აქვს: არც ღირსება, არც სათნოება, არც სიწმინდე, არც დამსახურება ღმრთის წინაშე, არამედ, მისგან მოითხოვს მოწყალებას და იმით ცხოვრებს სულიერად. მაშასადამე...
იხილეთ სრულად
სულიერი გლახაკი ანუ გლახაკი სულითა ისაა, ვინც გრძნობს, რომ საკუთარი არაფერი არა აქვს: არც ღირსება, არც სათნოება, არც სიწმინდე, არც დამსახურება ღმრთის წინაშე, არამედ, მისგან მოითხოვს მოწყალებას და იმით ცხოვრებს სულიერად. მაშასადამე, გლახაკი კი სულით თავმდაბალი და მშვიდია, რაც არ უნდა ბევრი კეთილი საქმე ჰქონდეს გაკეთებული.