სიკვდილის ხსოვნა თავიდან საშინელი გვეჩვენება, მაგრამ როცა ადამიანი მას ეჩვევა, გრძნობს, რომ ეს ხსოვნა მას ამასოფლის მონობისაგან, ვნებების ბორკილებისაგან, დამთრგუნველი აზრებისაგან ათავისუფლებს, რომლებიც მას ტვირთივით აწევს. იგი ამ ...
იხილეთ სრულად
სიკვდილის ხსოვნა თავიდან საშინელი გვეჩვენება, მაგრამ როცა ადამიანი მას ეჩვევა, გრძნობს, რომ ეს ხსოვნა მას ამასოფლის მონობისაგან, ვნებების ბორკილებისაგან, დამთრგუნველი აზრებისაგან ათავისუფლებს, რომლებიც მას ტვირთივით აწევს. იგი ამ ხსოვნის სიყვარულს იწყებს, ის ბრძენ და ერთგულ მეგობრად წარმოუდგება, რომელიც მზადაა მწუხარებაში ანუგეშოს იგი და რაც ყველაზე მთავარია, სიკვდილის ხსოვნა ადამიანს ასწავლის, რომ მიმადლებული სიცოცხლის ჭეშმარიტი აზრი არა მიწიერ ...
სიკვდილის წინ ეშმაკი განსაკუთრებული გაბოროტებით ესხმის თავს ადამიანს, აღუძრავს სასოწარკვეთილებას, ურყევს რწმენას, სასოებასა და სიყვარულს ღვთის მიმართ, სულს აშფოთებს ჩადენილი ცოდვების გახსენებით, ეჭვს აღუძრავს ღმერთის გულმოწყალების...
იხილეთ სრულად
სიკვდილის წინ ეშმაკი განსაკუთრებული გაბოროტებით ესხმის თავს ადამიანს, აღუძრავს სასოწარკვეთილებას, ურყევს რწმენას, სასოებასა და სიყვარულს ღვთის მიმართ, სულს აშფოთებს ჩადენილი ცოდვების გახსენებით, ეჭვს აღუძრავს ღმერთის გულმოწყალების მიმართ, აშინებს მარადიული სატანჯველის წარმოდგენით, ცდილობს შეაძრწუნოს სასოწარკვეთილებით, რაც არის სულის სიკვდილი.
ამ დროს ავადმყოფმა განსაკუთრებული გულმოდგინებით უნდა ილოცოს ღვთის მიმართ, რომ მან განუმტკიცოს რწმენა, სას...
სიკვდილის წინ ავადმყოფობა ძალიან მნიშვნელოვანია. მრავალ ცოდვილს მან მარადიული ხსნა მოუტანა. და ათასობით ცოდვილმა ღმერთი და საკუთარი სული მხოლოდ ავადმყოფობის სარეცელზე შეიცნო. ხოლო, როდესაც შეიცნობდნენ ამ ორ უდიდეს რეალობას, რომელთ...
იხილეთ სრულად
სიკვდილის წინ ავადმყოფობა ძალიან მნიშვნელოვანია. მრავალ ცოდვილს მან მარადიული ხსნა მოუტანა. და ათასობით ცოდვილმა ღმერთი და საკუთარი სული მხოლოდ ავადმყოფობის სარეცელზე შეიცნო. ხოლო, როდესაც შეიცნობდნენ ამ ორ უდიდეს რეალობას, რომელთაც სიცოცხლეში არ უფრთხილდებოდნენ, მწარედ ინანიებდნენ და მისტიროდნენ თავიანთ უგუნურ ცხოვრებას. აღსარებას ამბობდნენ, ეზიარებოდნენ და ქრისტეს ცრემლითა და სისხლით განწმენდილნი მის ზეციურ, ნათელ სასახლეში შესვლის ღირსნი ხდებო...
შეჭმარიტი ლოცვის დროს, ადამიანის სხვა ორგანოები და გრძნობები დადუმებული არიან. იგი დგას ღმრთის ტახტის წინაშე და ერთის მხრივ თავის განუზომელ სიგლახაკეს გრძნობს, ხოლო მერო მზხრივ, ღმრთის განუზომებლ მოწყალებას.
ჭეშმარიტი ლოცვა სულს აცხოველებს და კეთილი საქმეებისაკენ იზიდავს. ადამიანის გულში იგი კეთილ ზრახვებს აღძრავს, ხოლო უკეთურ აზრებსა და სურვილებს სპობს. იგი აიძულებს კაცს საქმით ადიდოს ღმერთი. თუ ადამიანის ხორციელ ცხოვრებას აზრი და მო...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტი ლოცვა სულს აცხოველებს და კეთილი საქმეებისაკენ იზიდავს. ადამიანის გულში იგი კეთილ ზრახვებს აღძრავს, ხოლო უკეთურ აზრებსა და სურვილებს სპობს. იგი აიძულებს კაცს საქმით ადიდოს ღმერთი. თუ ადამიანის ხორციელ ცხოვრებას აზრი და მოქმედება შეადგენს, მისი სულიერი ცხოვრება ლოცვითა და საქმით შედგება. ლოცვა, რომელიც საქმედ არ გადაიქცევა, არ არის ჭეშმარიტი ლოცვა. ყოველი კეთილი საქმე, ჩვენგან აღსრულებული, იგივე ლოცვაა, რამდენადაც ნაყოფია ლოცვისა
ჭეშმარიტი ლოცვა არის სულის მოძრაობა ზეციური მამისაკენ, როცა სული თითქმის გამოდის სხეულიდან და ცათა შინა შედის. ამ დროს ადამიანი ღმერთთან არამხოლოდ სიახლოვეს, არამედ ერთობას გრძნობს. როცა გულში ჭეშმარიტი ლოცვის მადლი გაჩნდება, იგი ...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტი ლოცვა არის სულის მოძრაობა ზეციური მამისაკენ, როცა სული თითქმის გამოდის სხეულიდან და ცათა შინა შედის. ამ დროს ადამიანი ღმერთთან არამხოლოდ სიახლოვეს, არამედ ერთობას გრძნობს. როცა გულში ჭეშმარიტი ლოცვის მადლი გაჩნდება, იგი ვითარცა მშიერი და მწყურვალე პურისა და სასმელისაკენ, ისე ისწრაფვის ღმრთისაკენ.
ფარისეველმა გრძლად ილოცა, მეზვერემ მხოლოდ ხუთი სიტყვა წარმოსთქვა: ღმერთო, მილხიმე მეცოდვილსა ამას, მაგრამ გამართლებული იგი გამოვიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჭეშმარიტი ლოცვა მრავალსიტყვაობით, მუხლმოდრეკით, ხელების აღპყრობითა და თუნდაც...
იხილეთ სრულად
ფარისეველმა გრძლად ილოცა, მეზვერემ მხოლოდ ხუთი სიტყვა წარმოსთქვა: ღმერთო, მილხიმე მეცოდვილსა ამას, მაგრამ გამართლებული იგი გამოვიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჭეშმარიტი ლოცვა მრავალსიტყვაობით, მუხლმოდრეკით, ხელების აღპყრობითა და თუნდაც პირჯვრის წერით არ გამოიხატება. ჭეშმარიტი ლოცვა, უპირველესად, საკუთარი თავის, სულიერი მდგომარეობის შეცნობას გულისხმობს, როცა მისი აზრი და გონება თავისი თავისკენაა მიმართული და გრძნობს რა თავის უღირსებასა და ცოდვილობას, უ...
როცა ვამბობთ: მაკურთხე მამაო, ამით კონკრეტულ საკითხზე და მოქმედებაზე ვითხოვთ ღვთისაგან ლოცვა-კურთხევას ანუ ნებართვის მიღებას. ამისთვის მღვდელი ჯერ უნდა გაერკვეს, რა სურს ადამიანს და მხოლოდ ღვთის მოსაწონ საქმეზე უნდა გასცეს კურთხევ...
იხილეთ სრულად
როცა ვამბობთ: მაკურთხე მამაო, ამით კონკრეტულ საკითხზე და მოქმედებაზე ვითხოვთ ღვთისაგან ლოცვა-კურთხევას ანუ ნებართვის მიღებას. ამისთვის მღვდელი ჯერ უნდა გაერკვეს, რა სურს ადამიანს და მხოლოდ ღვთის მოსაწონ საქმეზე უნდა გასცეს კურთხევა. ეს თანხმობა ორიოდე სიტყვითაც გამოიხატება: ღმერთმა გაკურთხოს, უფალმა გაკურთხოს და სხვა.