ვისაც სწამს, რომ სულიერი მოძღვრის ხელმწიფებას ექვემდებარება მისი საუკუნო სიკვდილ-სიცოცხლე, ის არასდროს არ შეეწინაარმდეგება თავის სულიერ მამას. სწორედ უმეცრება ჰბადებს სიტყვის შებრუნების სურვილს ადამიანში, რაც მიზეზი შეიქნება ხოლმე...
იხილეთ სრულად
ვისაც სწამს, რომ სულიერი მოძღვრის ხელმწიფებას ექვემდებარება მისი საუკუნო სიკვდილ-სიცოცხლე, ის არასდროს არ შეეწინაარმდეგება თავის სულიერ მამას. სწორედ უმეცრება ჰბადებს სიტყვის შებრუნების სურვილს ადამიანში, რაც მიზეზი შეიქნება ხოლმე საუკუნო სულიერი სიკვდილისა.
ვინაიდან თავდაპირველად გამოუცდელი ვიყავი, აღსარებაზე მოსულ ბერებსა და ერისკაცებს მძიმე ეპიტიმიას (საკანონოს) ვუწესებდი, და ეს გამოუცდელობით მომდიოდა. როცა მშიერი ვარ, მაშინ უკეთ მესმის ადამიანის სულის.
ვერავინ შეძლებს სულიერი ცხოვრების სრულყოფილად შესწავლას გამოცდილი ხელმძღვანელის გარეშე. რამეთუ ცხოვრების ამგვარი წესი საკმაოდ რთულია, რომ საკუთარ განსჯას მივანდოთ, თუ რა არის ჩვენთვის სასარგებლო. რაც უფრო აღმატებულია ჩვენი მიზანი,...
იხილეთ სრულად
ვერავინ შეძლებს სულიერი ცხოვრების სრულყოფილად შესწავლას გამოცდილი ხელმძღვანელის გარეშე. რამეთუ ცხოვრების ამგვარი წესი საკმაოდ რთულია, რომ საკუთარ განსჯას მივანდოთ, თუ რა არის ჩვენთვის სასარგებლო. რაც უფრო აღმატებულია ჩვენი მიზანი, მით მეტი სიფრთხილე გვმართებს: აქ განუსჯელობა თვით სულს ეხება და საშიშროება გვექმნება არა რაიმე სიკეთის მოკლებისა, არამედ საკუთარი თავის წარწყმედითა და სულის ვნებით... ამგვარად უწინარეს ყოვლისა გვმართებს, რომ ვპოვოთ გამო...
ეშმაკი ცდილობს, რომ ბერი დააუძლუროს უკმაყოფილებითა და დრტვინვით, რათა მწყობრიდან გამოიყვანოს და მის ლოცვას სულიერი ძალა მოაკლდეს. იმისათვის, რომ ბერს სულიწმიდის მადლი ჰქონდეს, ჭეშმარიტი ბერი უნდა იყოს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ფლობ...
იხილეთ სრულად
ეშმაკი ცდილობს, რომ ბერი დააუძლუროს უკმაყოფილებითა და დრტვინვით, რათა მწყობრიდან გამოიყვანოს და მის ლოცვას სულიერი ძალა მოაკლდეს. იმისათვის, რომ ბერს სულიწმიდის მადლი ჰქონდეს, ჭეშმარიტი ბერი უნდა იყოს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ფლობს იგი ღვთისგან ბოძებულ ძალას და თავისი ლოცვით ეხმარება ადამიანებს _ ძალიან შედეგიანად. მაგრამ მღვდელი, მაღალ სულიერ მდგომარეობას კიდეც რომ არ ფლობდეს, მაინც ეხმარება ადამიანებს მღვდლობის იმ ძალით, რომელიც ღვთისგან მიეცა....
... ადამიანს ღმერთმა მისცა თავისუფალი ნება, არჩევანი შენ უნდა გააკეთო, შენს მაგივრად ამას ვერავინ გაკეთებს, ღმერთმა ყველაფერი მოგანიჭა, რომ არჩევანი იყოს კეთილგონიერი და შენი სულის მაცხოვნებელი, ხატება და მსგავსება მოგცა, უკანასკნ...
იხილეთ სრულად
... ადამიანს ღმერთმა მისცა თავისუფალი ნება, არჩევანი შენ უნდა გააკეთო, შენს მაგივრად ამას ვერავინ გაკეთებს, ღმერთმა ყველაფერი მოგანიჭა, რომ არჩევანი იყოს კეთილგონიერი და შენი სულის მაცხოვნებელი, ხატება და მსგავსება მოგცა, უკანასკნელ მხოლოდშობილი ძე დაგიკლა, ბევრი რამ კიდევ არ სთქვა რა მოგანიჭა, რა სიკეთეები მოგმადლა უფალმა ღმერთმა. იგი ყოველნაირად განაწყობს შენს შეგნებას, შენს მეობას და შენს თავისუფალ ნებას, რომ მიიღო სწორუპოვერი გადაწყვეტილება, ...
შენ იტყვი, ვითარმედ თავისა მის მოციქულთასა პეტრეს საყდარსა ვზიო, ხოლო ჩვენ პირველწოდებულისა და ძმისა თვისისა მწოდებელისა ნასწავლნი ვართ და სამწყსონი და მის მიერ მოქცეულნი და განათლებულნი და ერთი წმიდათა ათორმეტთა მოციქულთაგანი - ს...
იხილეთ სრულად
შენ იტყვი, ვითარმედ თავისა მის მოციქულთასა პეტრეს საყდარსა ვზიო, ხოლო ჩვენ პირველწოდებულისა და ძმისა თვისისა მწოდებელისა ნასწავლნი ვართ და სამწყსონი და მის მიერ მოქცეულნი და განათლებულნი და ერთი წმიდათა ათორმეტთა მოციქულთაგანი - სვიმონს ვიტყვი კანანელსა - ქუეყანასა ჩვენსა დამარხულ არს აფხაზეთს, რომელსა ნიკოფსი ეწოდების. ერთი ღმერთი გვიცნობიეს, არღარა უარ-გვიყვიეს და არღა ოდეს წვალებისა მიმართ მიდრეკილ არს ნათესავი ჩვენი... ჯერ არს წოდებული იგი მწ...
მას შემდეგ, რაც სულიერ შვილში უმთავრესი სათნოება მორჩილება განმკიცდება, მოძღვარმა სამი შემდეგი სათნოება უნდა აღზარდოს მასში:
ა) საკუთარი უძლურების შეცნობა;
ბ) საკუთარი თავის მხილება;
გ) მადლობით დაითმინოს განსა...
იხილეთ სრულად
მას შემდეგ, რაც სულიერ შვილში უმთავრესი სათნოება მორჩილება განმკიცდება, მოძღვარმა სამი შემდეგი სათნოება უნდა აღზარდოს მასში:
ა) საკუთარი უძლურების შეცნობა;
ბ) საკუთარი თავის მხილება;
გ) მადლობით დაითმინოს განსაცდელები.
ა) ადამიანისათვის ფრიად სასარგებლოა საკუთარი უძლურების აღიარება. სხვადასხვა განსაცდელების, მწუხარებების, განსაკუთრებით კი, ვნებებთან და გულისთქმათა წინააღმდეგ ბრძოლაში ადამიანი დაინახავს, რომ უკიდურესად უძლურია. ეს კი სულის გაჯან...
მართალია ის, ვინც ამბობს, რომ დღეს აღარ არიან ნამდვილი მოძღვრები, მაგრამ მაინც არ ეგების ოდენ სახარებისა და მამათა სწავლათა კითხვის ამარად დარჩენა, აუცილებელია შეკითხვა! ბერმა პაისიამ ეს პრობლემა ასე გადაწყვიტა: ორი-სამი თანამზრახ...
იხილეთ სრულად
მართალია ის, ვინც ამბობს, რომ დღეს აღარ არიან ნამდვილი მოძღვრები, მაგრამ მაინც არ ეგების ოდენ სახარებისა და მამათა სწავლათა კითხვის ამარად დარჩენა, აუცილებელია შეკითხვა! ბერმა პაისიამ ეს პრობლემა ასე გადაწყვიტა: ორი-სამი თანამზრახველი მოილაპარაკებს, შეკრავს კავშირს, ეკითხებიან ერთი-მეორეს და ასე ატარებენ ცხოვრებას ურთიერთმორჩილებასა და ღვთის შიშით ლოცვაში.
თითოეულ მოძღვარს ორი დიდი საქმე აკისრია: პირველი საკუთარი სულის ცხონებაა, მეორე კი, პირველისაგან განუყოფელი - მათ ხელმძღვანელობას მინდობილი სულის გადარჩენა. „ეკრძალენით უკუე თავთა თქუენთა და ყოველსავე სამწყსოსა, რომელსა-ეგე თქუენ ...
იხილეთ სრულად
თითოეულ მოძღვარს ორი დიდი საქმე აკისრია: პირველი საკუთარი სულის ცხონებაა, მეორე კი, პირველისაგან განუყოფელი - მათ ხელმძღვანელობას მინდობილი სულის გადარჩენა. „ეკრძალენით უკუე თავთა თქუენთა და ყოველსავე სამწყსოსა, რომელსა-ეგე თქუენ სულმან წმიდამან დაგადგინნა მოღუაწედ და მწყსად ეკლესიასა უფლისა ღმრთისასა, რომელი მოიგო სისხლითა თვისითა“ (საქმ. 20.28). ასეთია მთავარი წესი სამღვდელო მსახურებისა!
თუ გსურთ სულიერ ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიოთ, არაფერი დ...