მოგეხსენებათ, ძმანო, რომ ყანა ნორჩი სარეველებისაგან ადვილად იმარგლება, მაგრამ თუ დროზე არ გაიმარგლა, სარეველა გაიზრდება და ეკალ-ბარდებად გადაიქცევა; მერე მისი მოცილება ძალზედ გაძნელდება, რადგან მას შეიძლება სასარგებლო მცენარეც გაყ...
იხილეთ სრულად
მოგეხსენებათ, ძმანო, რომ ყანა ნორჩი სარეველებისაგან ადვილად იმარგლება, მაგრამ თუ დროზე არ გაიმარგლა, სარეველა გაიზრდება და ეკალ-ბარდებად გადაიქცევა; მერე მისი მოცილება ძალზედ გაძნელდება, რადგან მას შეიძლება სასარგებლო მცენარეც გაყვეს. ასევე არის სინანულშიც. ვისაც სურს სინანული, ადრევე უნდა დაეშუროს გლოვასა და ტირილს საკუთარი ცოდვებისა. როგორც ყანის გამარგვლისას იჩენს მებაღე სიფრთხილეს, რომ სარეველას სასარგებლო მცენარეც არ მიყვეს, ისე სიფრთხილით უ...
თქვენცა, ცოდვილნო, ემსგავსენით სინანულითა პეტრეს ჟამსა მარჯვესა, რათა მსგავსად მისად მოგეტევნესთ, და გეშინოდესთ ურგებისა სინანულისა, რაჟამს არღარა სარგებელ გეყოსთ. რამეთუ არავინ უწყნის ჟამნი სიკვდილისანი, რათამცა მას ჟამსა შეინანო...
იხილეთ სრულად
თქვენცა, ცოდვილნო, ემსგავსენით სინანულითა პეტრეს ჟამსა მარჯვესა, რათა მსგავსად მისად მოგეტევნესთ, და გეშინოდესთ ურგებისა სინანულისა, რაჟამს არღარა სარგებელ გეყოსთ. რამეთუ არავინ უწყნის ჟამნი სიკვდილისანი, რათამცა მას ჟამსა შეინანოს ვინმე: მრავალნი დაითქმიან წყალთა შინა, სხვანი მთათა შინა დაიშთობიან, სხვანი მაღლით შთაოიჭრიან, სხვათა წამსა შინა ეუფლის სიკვდილი. სადა სცნას დღენი სიკვდილისანი, რათა ინანოდეს და შეენდვნეს? უკეთუ ათასთაგანსა ერთსა ვისმე...
თვით სულიერი კაციც, ნაყროვანებაში ჩავარდნილი, კარგავს თავის სულიერებას, თითქოს ღმრთის შეცნობისა და მსახურების უნარსაც კარგავს. "ჭამა იაკობ" - ამბობს წმიდა წერილი; იგი იაკობს ღმერთის ჭეშმარიტ მსახურს უწოდებს, - "და განძღა და შეზრიო...
იხილეთ სრულად
თვით სულიერი კაციც, ნაყროვანებაში ჩავარდნილი, კარგავს თავის სულიერებას, თითქოს ღმრთის შეცნობისა და მსახურების უნარსაც კარგავს. "ჭამა იაკობ" - ამბობს წმიდა წერილი; იგი იაკობს ღმერთის ჭეშმარიტ მსახურს უწოდებს, - "და განძღა და შეზრიობდა საყუარელი იგი. განსუქნა, განსხუნა, განვრცნა, დაუტევა ღმერთი, შემოქმედი თვისი და განუდგა ღმერთსა, მაცხოვარსა თვისსა" (2 სჯულ. 32, 15). ასეთ მდგომარეობაში ვარდება მოღვაწე, როდესაც თავისი ღვაწლიდან მარხვას გამორიცხავს.
აწ ერთი რამ უნდა ვაცნობოთ ნაყროვანს: ის თავის თავს სიტყვიერად და გონიერად გონებს და პირუტყვისაგან უფრო სიხენეშეში არის. პირუტყვთა, როგორც ღმერთმან განუჩინა საზრდელის მიღება, ისინი ისე მიიღებენ. ნაყროვანნი ღვთის განჩინების მსგავსად...
იხილეთ სრულად
აწ ერთი რამ უნდა ვაცნობოთ ნაყროვანს: ის თავის თავს სიტყვიერად და გონიერად გონებს და პირუტყვისაგან უფრო სიხენეშეში არის. პირუტყვთა, როგორც ღმერთმან განუჩინა საზრდელის მიღება, ისინი ისე მიიღებენ. ნაყროვანნი ღვთის განჩინების მსგავსად არ მიიღებენ საზრდელს; ღმერთმან ამისთვის მოსცა საზრდელი და ამისთვის განუჩინა, რათა ხორცის არსება კეთილად დაცულ იქმნას. ნაყროვანი არსების დამცველად არ ხმარობს საზრდელს, უფროსად სულთა და ხორცთა მავნებელად, ვითარცა ზემო ვთქ...
საღმრთო წერილი გვასწავლის, რომ ვისაც ღმერთმა მეტი მისცა, მეტსაც მოსთხოვს. იმის ფიქრი, რომ მე ვინა ვარ, რა ნაყოფი შემიძლია მივართვა ღმერთსო, მცდარია. თუ შენს საქმეს კარგად და გულმოდგინედ ასრულებ, თუ ოჯახს ინახავ, გადასახადსა და სამ...
იხილეთ სრულად
საღმრთო წერილი გვასწავლის, რომ ვისაც ღმერთმა მეტი მისცა, მეტსაც მოსთხოვს. იმის ფიქრი, რომ მე ვინა ვარ, რა ნაყოფი შემიძლია მივართვა ღმერთსო, მცდარია. თუ შენს საქმეს კარგად და გულმოდგინედ ასრულებ, თუ ოჯახს ინახავ, გადასახადსა და სამსახურს, ვისიც და რაც გმართებს იხდი, არავის აწუხებ და რაც შეგიძლია გაჭირვებულსაც ხელს მოუწყობ, ესეც კარგი ნაყოფი იქნება.
სინანულზე ჩვენ გვისაუბრია და ვთქვით, რომ ადამიანი ვერასოდეს მისწვდება სრულიად იმას, თუ რა არის სინანული, მას ვერასოდეს განმარტავს სიტყვით. ამიტომაც იწოდება იგი წმიდა საიდუმლოდ. სინანულის თემა ამოუწურავია, რადგან სინანული ჩვენ უფალ...
იხილეთ სრულად
სინანულზე ჩვენ გვისაუბრია და ვთქვით, რომ ადამიანი ვერასოდეს მისწვდება სრულიად იმას, თუ რა არის სინანული, მას ვერასოდეს განმარტავს სიტყვით. ამიტომაც იწოდება იგი წმიდა საიდუმლოდ. სინანულის თემა ამოუწურავია, რადგან სინანული ჩვენ უფალთან მიგვაახლებს. როგორ უნდა გამოთქვა სიტყვით ის, რაც ღმერთთან გაკავშირებს, რაც შენ გაცხოვნებს. სინანული არის გზა ცხონებისაკენ. ეს არს გზა, ეს არის გარკვეული გამოცდილება და არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს რაიმე თეორია...
რამეთუ ვითარცა მტრისა უწყალოისა მირ ნაკრავნი ისარნი და სხვანი მახვილნი დაჰკოდენ და დააწყლულებენ ხორცთა კაცთასა, ეგრეთვე უდიდესად და უმძიმესად ცოდვანი მოსწყლავენ სულსა კაცთასა და დაჰკიდენ უწყალოდ; ვითარცა მკურნალნი და დასტაქარნი წყ...
იხილეთ სრულად
რამეთუ ვითარცა მტრისა უწყალოისა მირ ნაკრავნი ისარნი და სხვანი მახვილნი დაჰკოდენ და დააწყლულებენ ხორცთა კაცთასა, ეგრეთვე უდიდესად და უმძიმესად ცოდვანი მოსწყლავენ სულსა კაცთასა და დაჰკიდენ უწყალოდ; ვითარცა მკურნალნი და დასტაქარნი წყლულთა მათ წამალთა და ემპლასტროთა და სალბუნთა მიერ უმსწრაფლესად და უადვილეაად განჰკურნებს, სულსა შეცოდებულსა - გლოვანი, ტირილნი და სინანული მწუხარენი. და ვითარცა გვიან რა მოუნახონ მოყვანებად სნეულსა მკურნალი და მოწყლულსა...
"ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იქმნენ" - ბრძანებს მაცხოვარი სახარებაში. ნუ გგონიათ, ძმანო, რომ მაცხოვარი გულისხმობს იმათ, რომელნიც გულით იგლოვენ დედ-მამას, მეუღლეს ან შვილს, ან სხვა საყვარელ და ახლობე...
იხილეთ სრულად
"ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იქმნენ" - ბრძანებს მაცხოვარი სახარებაში. ნუ გგონიათ, ძმანო, რომ მაცხოვარი გულისხმობს იმათ, რომელნიც გულით იგლოვენ დედ-მამას, მეუღლეს ან შვილს, ან სხვა საყვარელ და ახლობელ ადამიანს; იგი გულისხმობს იმათ, რომელნიც იგლოვენ და ინანიებენ თავიანთ ცოდვებს, რომელთაც განიცადეს თავიანთი უგუნურებანი და მწარედ დასტირიან მას. როგორც მტრის მიერ ნასროლი ისარი განაპობს და დააწყლულებს ადამიანის ხორცს, ის...