სიძვა-მრუშება რაღაა? უნდა იცოდეთ რომ საქმით მრუშობა ვნება სულაც არ არის. ვნებები ყველას შეიძლება ჰქონდეს. ერთია ვნება, მაგრამ სხვაა საკუთრივ მრუშობა. სიძვა-მრუშება საქმით განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებაა. ადამიანს ჯერ ვნება...
იხილეთ სრულად
სიძვა-მრუშება რაღაა? უნდა იცოდეთ რომ საქმით მრუშობა ვნება სულაც არ არის. ვნებები ყველას შეიძლება ჰქონდეს. ერთია ვნება, მაგრამ სხვაა საკუთრივ მრუშობა. სიძვა-მრუშება საქმით განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებაა. ადამიანს ჯერ ვნება აღეძვრება, შეაწუხებს, მერე ფიქრობს, როგორ დაიკმაყოფილოს ეს ვნება. ამისთვის საშულებებსა და გზებს ეძებს, და ბოლოს საქმესაც სჩადის. ამიტომ ვეღარ იტყის მრუშობით დაცემული: უჰ, ეს როგორ მომივიდაო. ადამიანს შეიძლება აფექტის მდ...
სამწუხაროდ, ხდება ხოლმე ისე, რომ მაზიარებელნი მერე მრუშობენ. ეს გაცილებით უფრო მძიმე ცოდვაა, და ამის მაგალითები, სამწუხაროდ, ჩვენს სმღვდელო პრაქტიკაში უამრავია. ეს არის თავზარდამცემი ტრაგედია ამ ადამიანებისთვის იმიტომ, რომ მორწმუნ...
იხილეთ სრულად
სამწუხაროდ, ხდება ხოლმე ისე, რომ მაზიარებელნი მერე მრუშობენ. ეს გაცილებით უფრო მძიმე ცოდვაა, და ამის მაგალითები, სამწუხაროდ, ჩვენს სმღვდელო პრაქტიკაში უამრავია. ეს არის თავზარდამცემი ტრაგედია ამ ადამიანებისთვის იმიტომ, რომ მორწმუნე, აღმსარებელი და მაზიარებელი სჩადის ამ ცოდვას. ისინი მთელი თავისი შეგნებით სჩადიან ამას: ჯერ აზრი, სურვილი გაუჩნდათ, მერე თვალით სცოდეს, შემდეგ გულისთქმაც აღეძრათ, გეგმაც დასახეს და განახორციელეს კიდევაც. ამას ხომ დრო ს...
ქრისტიანს ყოველთვის უნდა უხაროდეს. მართლა ჭეშმარიტი, წმიდა, ბუნებითი სიხარული მხოლოდ იმ კაცის სულშია, ვინც ჭეშმარიტი ქრისტიანია. ჭეშმარიტი, წმიდა და განმაცხოველებელი სიხარული შრომისა და მოღვაწეობის ნაყოფია, ხოლო სიხარული ცოდვის მო...
იხილეთ სრულად
ქრისტიანს ყოველთვის უნდა უხაროდეს. მართლა ჭეშმარიტი, წმიდა, ბუნებითი სიხარული მხოლოდ იმ კაცის სულშია, ვინც ჭეშმარიტი ქრისტიანია. ჭეშმარიტი, წმიდა და განმაცხოველებელი სიხარული შრომისა და მოღვაწეობის ნაყოფია, ხოლო სიხარული ცოდვის მოყვარისა - ყალბია და წუთიერი
ენით გამოუთქმელია ის სიხარული, ნეტარება და ნუგეში, რომელსაც წმინდა ადამიანები ხშირად განიცდიან (I, 287-288); ჭეშმარიტად ქრისტიან კაცს გულში ყოველთვის წმინდა და წრფელი სიხარული აქვს, ხოლო სოფლის მოყვარე, ცოდვას მოურიდებელი კაცის სი...
იხილეთ სრულად
ენით გამოუთქმელია ის სიხარული, ნეტარება და ნუგეში, რომელსაც წმინდა ადამიანები ხშირად განიცდიან (I, 287-288); ჭეშმარიტად ქრისტიან კაცს გულში ყოველთვის წმინდა და წრფელი სიხარული აქვს, ხოლო სოფლის მოყვარე, ცოდვას მოურიდებელი კაცის სიხარული ყოველთვის ყალბი, ხელოვნური და ნაძალადევია
სიწმინდე ქვეყნის ბუნების კანონთაგანი არ არის, არამედ ზეცთა არის ხილულის ბუნებისა, ამისთვის სიწმინდე უმაღლესია ცისა და ქვეყნისა და არის იგი უნივთო და უხორცო ნათელი, გვამსა ამას შინა შემოსრული.
სიწმინდე პირველ უცოდველ საუკუნეში იყო ყოველთათვის სჯულად დადებული, ხოლო შემდგომ შეცოდებისა თავისუფლობით ითხოვების სჯული ესე, რამეთუ ქვეყნის საზოგადო სჯულად განმრავლება წარმოებს, ხოლო ესე აღრჩევით სჯულისა უმაღლესობა არს. ვითარცა იტ...
იხილეთ სრულად
სიწმინდე პირველ უცოდველ საუკუნეში იყო ყოველთათვის სჯულად დადებული, ხოლო შემდგომ შეცოდებისა თავისუფლობით ითხოვების სჯული ესე, რამეთუ ქვეყნის საზოგადო სჯულად განმრავლება წარმოებს, ხოლო ესე აღრჩევით სჯულისა უმაღლესობა არს. ვითარცა იტყვის მაცხოვარი უქორწინებლობისათვის: "არა ყოველთა დაიტიონ სიტყვა ესე, არამედ რომელთა ძალუძსთ, დაიტიონ".
ჩვენს რწმენაში უნდა იყოს ღვთისმოსაობა. ღვთისმოსაური ღვაწლი აქედან იწყება. რაც მეტად ღვთისმოსაურად მოღვაწეობს ადამიანი, მით უფრო უმრავლდება რწმენა და სიყვარული. ღვთისმოსაურ ღვაწლში ადამიანს მეტად ეხმარება ღვთის კეთილ საქმეებზე ფიქრ...
იხილეთ სრულად
ჩვენს რწმენაში უნდა იყოს ღვთისმოსაობა. ღვთისმოსაური ღვაწლი აქედან იწყება. რაც მეტად ღვთისმოსაურად მოღვაწეობს ადამიანი, მით უფრო უმრავლდება რწმენა და სიყვარული. ღვთისმოსაურ ღვაწლში ადამიანს მეტად ეხმარება ღვთის კეთილ საქმეებზე ფიქრი. თუ ღმერთი სწამს, ადამიანი არ ფიქრობს იმაზე, არსებობს სამოთხე, თუ არა. ის იმიტომ მოღვაწეობს, რომ სწამს ღმერთი და უყვარს იგი. ღვთისმოსაობის გარეშე ადამიანი იწყებს ფიქრს: "რატომ უნდა ვიმოღვაწეო? ისიც საკითხავია, არსებობს...
ჩვენი წუხილი და ნაკლულოვანებანი მაცხოვრისადმი რწმენით უნდა იკურთხებოდეს. მძიმეა იყო დევნილი, იცხოვრო ვალებით, იყო დამოკიდებული და ემსახურო ისეთ ადამიანს, რომელიც არც პატივისცემისა და არც სიყვარულის ღირსი არ არის, მაგრამ ეს უფლის გ...
იხილეთ სრულად
ჩვენი წუხილი და ნაკლულოვანებანი მაცხოვრისადმი რწმენით უნდა იკურთხებოდეს. მძიმეა იყო დევნილი, იცხოვრო ვალებით, იყო დამოკიდებული და ემსახურო ისეთ ადამიანს, რომელიც არც პატივისცემისა და არც სიყვარულის ღირსი არ არის, მაგრამ ეს უფლის გზაა! სასოება და მოთმინება ამ ცხოვრების უკუღმართ გზაზე უნდა განგვამტკიცებდეს. პირველი ქრისტიანები იბადებოდნენ, ცხოვრობდნენ და კვდებოდნენ იმ შეგნებით, რომ დაუმსახურებელ მწუხარებათა გზა ყველა მიწიერ გზაზე ზეაღვმავალია, სწორ...
ჩვენი რწმენის დამაბრკოლებელი არის ცოდვა და არა ლოგიკა. თუ ურწმუნოს ურჩევ, ნახევარი წელიწადი იცხოვროს სახარებისეული მცნებებით და დაგთანხხმდა, ის თავადაც ვერ მიხვდება, ისე გახდება მორწმუნე.
სადაც რწმენა არა აქვთ, იქ არც კეთილ საქმეებს აღასრულებენ, იმიტომ, რომ კეთილად ყოველ საქმეს, უპირველესად, სწორედ კეთილი განზრახვა შეიქმს, ხოლო იგი ოდენ რწენიდან აღმოცენდება.