აწ ესე ვსთქუათ, თუ რომლისა საქმით შეხუდება კაცს და შეემთხვევა ენათა ბაგით ბოროტის ზრახვა. პირველად სიყრმის უგუნურებისაგან, ვითარცა პავლე იტყვის: "ოდეს ვიყავ ყრმა, ვიტყოდი ვითარცა ყრმა; ხოლო ოდეს ვიქმენ მამაკაცი, დაუტევე სიყრმისა ი...
იხილეთ სრულად
აწ ესე ვსთქუათ, თუ რომლისა საქმით შეხუდება კაცს და შეემთხვევა ენათა ბაგით ბოროტის ზრახვა. პირველად სიყრმის უგუნურებისაგან, ვითარცა პავლე იტყვის: "ოდეს ვიყავ ყრმა, ვიტყოდი ვითარცა ყრმა; ხოლო ოდეს ვიქმენ მამაკაცი, დაუტევე სიყრმისა იგი". მეორედ ქრისტეს განშორებისაგან: სადამდის ქრისტეს კაცი არ განეშორება, მანამდის არც ბოროტ ზრახვასა ჰყოფს; როდესაც მას მოშორდება, მაშინ ბოროტს ზრახვას შეუდგება
ჰოი, სიცოფე მაგინებელთა! რაისათვის განეშორებიან მადლისაგან საღმრთოისა? არა უწყიან გინება ბოროტი უკეთუ მოითმინა კაცმან, მსგავსება აქვს წინასწარმეტყველისა დავითისი, ოდეს იგი ივლტოდა აბესალომისაგან და წინა მოეგობოდა სემია დ აგინებდა ...
იხილეთ სრულად
ჰოი, სიცოფე მაგინებელთა! რაისათვის განეშორებიან მადლისაგან საღმრთოისა? არა უწყიან გინება ბოროტი უკეთუ მოითმინა კაცმან, მსგავსება აქვს წინასწარმეტყველისა დავითისი, ოდეს იგი ივლტოდა აბესალომისაგან და წინა მოეგობოდა სემია დ აგინებდა და აგინებდა ბოროტად და ესროდა ქვათა, და მონანი დავითისნი აღივსნეს გულისწყრომითა, ხოლო დავით არა უტევებდა მოსიკვდიდ მისა და ეტყოდა მათ:
- ნურარასა ავნებთ, რამეთუ ცოდვილ ვარ, და ნუუკუე შემენდოს ღმრთისა მიერ და მათ მიეტევნ...
როდესაც სნეულება გვამძიმებს, არ უნდა დავმწუხრდეთ, რომ ტკივილებისა და წყლულების გამო ვერ ვკითხულობთ ფსალმუნებს. სნეულებანი და წყლულები ხორციელი გულისთქმების აღმოფხვრას ემსახურება, ხოლო მარხვა და მუხლთა დრეკანი ვნებათა დასაძლევად გვ...
იხილეთ სრულად
როდესაც სნეულება გვამძიმებს, არ უნდა დავმწუხრდეთ, რომ ტკივილებისა და წყლულების გამო ვერ ვკითხულობთ ფსალმუნებს. სნეულებანი და წყლულები ხორციელი გულისთქმების აღმოფხვრას ემსახურება, ხოლო მარხვა და მუხლთა დრეკანი ვნებათა დასაძლევად გვებრძანა. თუკი ამ ვნებებს სნეულებაც აღმოფხვრის, ნუღარ ვიშფოთებთ. უდიდესი ღვაწლია დაითმინო ავადმყოფობა და ღმერთს სამადლობელი გალობანი აღუვლინო.
ო, ავადმყოფობა! მწარე, მაგრამ ჯანმრთელი წამალია. როგორც ხორცის სიმლაშე და თევზის სიმყრალე საშუალებას არ აძლევს მატლებს, რომ ისინი ჩაისახონ, ასევე ყოველგვარი სნეულება ჩვენს სულს ლპობისგან და სულიერი გახრწნისაგან იცავს და არ აძლევს ...
იხილეთ სრულად
ო, ავადმყოფობა! მწარე, მაგრამ ჯანმრთელი წამალია. როგორც ხორცის სიმლაშე და თევზის სიმყრალე საშუალებას არ აძლევს მატლებს, რომ ისინი ჩაისახონ, ასევე ყოველგვარი სნეულება ჩვენს სულს ლპობისგან და სულიერი გახრწნისაგან იცავს და არ აძლევს საშუალებას ვნებებს, როგორც სულიერ მატლებს, ჩაისახონ ჩვენში.
თითოეულს ამხელს საკუთარი სინდისი, თუ რისთვის ევნება სნეულებით; ჩვენთვის, უძლურთათვის, სასარგებლოა ვიფიქროთ, რომ ავადმყოფობა მოგვეწია ჩვენი ცოდვებისა და გაუფრთხილებლობის გამო, რადგან არ ვზრუნავთ სულის ხსნასა და ღმერთის სათნოყოფაზე....
იხილეთ სრულად
თითოეულს ამხელს საკუთარი სინდისი, თუ რისთვის ევნება სნეულებით; ჩვენთვის, უძლურთათვის, სასარგებლოა ვიფიქროთ, რომ ავადმყოფობა მოგვეწია ჩვენი ცოდვებისა და გაუფრთხილებლობის გამო, რადგან არ ვზრუნავთ სულის ხსნასა და ღმერთის სათნოყოფაზე. საკუთარი ნებით არ ვისურვეთ მივახლოვებოდით ღმერთს ლოცვითა და მისი მცნებების აღსრულებით. და ღმერთი ავადმყოფობის გზით გვაიძულებს მოვიგონოთ ის და გვიხმობს თავისკენ, როგორც ფსალმუნთმგალობელი ამბობს: "ჭიმითა და აღვირითა უქცინ...