ხშირად გაიმეორეთ ხოლმე, რომ ცოდვილნი ხართ და ყოველთვის სტიროდეთ იმის გამო, რაც მცონარებისა და არაგულმოდგინების ჟამს მოგიმოქმედებიათ. ამ ღვაწლისათვის ღვთის კურთხევა იქნება თქვენზე და მისი მადლი იმოქმედებს თქვენში, რადგანაც ღმერთი ს...
იხილეთ სრულად
ხშირად გაიმეორეთ ხოლმე, რომ ცოდვილნი ხართ და ყოველთვის სტიროდეთ იმის გამო, რაც მცონარებისა და არაგულმოდგინების ჟამს მოგიმოქმედებიათ. ამ ღვაწლისათვის ღვთის კურთხევა იქნება თქვენზე და მისი მადლი იმოქმედებს თქვენში, რადგანაც ღმერთი სახიერია და ყველას მიუტევებს ცოდვებს, ვინც კი მისდა მიიქცევა.
შენი ცხოვრება წარმართე ასე: აღდგე რა ძილისაგან, შესწირე ღმერთს მადლობა, ილოცე, ტაძრიდან დაბრუნებულმა წაიკითხე რომელიმე სულიერად სასარგებლო წიგნი და შეუდეგ საქმეს. გვარიანად რომ გაირჯები, ისევ ლოცვად დადეგ, ილოცე, შემდეგ ისევ წაიკი...
იხილეთ სრულად
შენი ცხოვრება წარმართე ასე: აღდგე რა ძილისაგან, შესწირე ღმერთს მადლობა, ილოცე, ტაძრიდან დაბრუნებულმა წაიკითხე რომელიმე სულიერად სასარგებლო წიგნი და შეუდეგ საქმეს. გვარიანად რომ გაირჯები, ისევ ლოცვად დადეგ, ილოცე, შემდეგ ისევ წაიკითხე და ისევ შეუდექი საქმეს. ამგვარად იმოქმედე თანამიმდევრულად - ილოცე, იკითხე, გაისარჯე. მაგრამ შრომის დროსაც გონება მიმართე ქრისტესკენ, ლოცვით ევედრე, რათა შეგიწყალოს და შეგეწევა უთუოდ. თუ თანამიმდევრულად იმოქმედებ, მაშ...
უმჯობესია აქ ყველაფრის დათმენა დროებით და იქ მარადიული სიხარული, ვიდრე აქ წუთისოფელთან ერთად დროებით მოლხენა, იქ კი მარადიული ტანჯვა-წამება.
შეიგნე, რომ ცხოვრებას არაფერი აქვს, გარდა ცრემლისა, ყვედრებისა, ავსიტყვისა, სიზარმა...
იხილეთ სრულად
უმჯობესია აქ ყველაფრის დათმენა დროებით და იქ მარადიული სიხარული, ვიდრე აქ წუთისოფელთან ერთად დროებით მოლხენა, იქ კი მარადიული ტანჯვა-წამება.
შეიგნე, რომ ცხოვრებას არაფერი აქვს, გარდა ცრემლისა, ყვედრებისა, ავსიტყვისა, სიზარმაცისა, შრომისა, სნეულებისა, სიბერისა, შიშისა, სიკვდილისა და აღარ გეყვარება ცხოვრება.
სიმღერით გაალამაზე შენი ცხოვრება. გთხოვ, ცხოვრება სიმღერად აქციე; მაშინ შეძლებ, შეიგრძნო ცხოვრების ჰარმონია და შენი კავშირი ჰარმონიასთან.
შენ შეგიძლია, გააანალიზო, გაიაზრო შენი ცხოვრება, მაგრამ სიმღერა არ დაგავიწყდეს. პოეზიი...
იხილეთ სრულად
სიმღერით გაალამაზე შენი ცხოვრება. გთხოვ, ცხოვრება სიმღერად აქციე; მაშინ შეძლებ, შეიგრძნო ცხოვრების ჰარმონია და შენი კავშირი ჰარმონიასთან.
შენ შეგიძლია, გააანალიზო, გაიაზრო შენი ცხოვრება, მაგრამ სიმღერა არ დაგავიწყდეს. პოეზიის კრიტიკოსები იბადებიან და კვდებიან, სიმღერები კი სიცოცხლეს განაგრძობენ. კრიტიკა კვდება, სიმღერა ცოცხლობს. მხოლოდ პოეზიას შეუძლია პროზის გაცოცხლება. პოეზია ცხოვრების ხიდან ამოიზარდა, პროზა კი შემეცნების.
ყველამ ვიცით, ტყუილს ხ...
როცა ადამიანი ჭეშმარიტი ცხოვრების კალაპოტში მიედინება, იგი ყელაფრით ხარობს. იმითაც, რომ ცხოვრობს, იმითაც, რომ უნდა მოკვდეს და არა იმიტომ, რომ დაიღალა ცხოვრებისაგან, არა, იგი ხარობს იმიტომ, რომ გარდაიცვლება და ქრისტესთან წავა.
ავსიტყვაობა სიძულვილის პირმშოა, შეუმჩნეველი და დაფარული სენი, რომელიც საიდუმლოდ შეაღწევს ადამიანში და წურბელას მსგავსად სისხლს წოვს სიყვარულს. ესაა თვალთმაქცური სიყვარული, გულის სიმძიმისა და შებილწვის მიზეზი. სიწმიდის სრული მოსპობ...
იხილეთ სრულად
ავსიტყვაობა სიძულვილის პირმშოა, შეუმჩნეველი და დაფარული სენი, რომელიც საიდუმლოდ შეაღწევს ადამიანში და წურბელას მსგავსად სისხლს წოვს სიყვარულს. ესაა თვალთმაქცური სიყვარული, გულის სიმძიმისა და შებილწვის მიზეზი. სიწმიდის სრული მოსპობა. ზოგიერთი ყრმა ურცხვენელად სცოდავს, სხვები ფარულად და დარცხვენით, მაგრამ უფრო დიდ ცოდვაში არიან, ვიდრე პირველნი. იგივე შეიძლება ითქვას უპატიობის ვნებებზეც. ბევრია ფარულად ცბიერი ყრმა: თვალთმაქცობა, ცბიერება, ნაღველი, ა...
ჩვენი მოვალეობაა, მთელი ცხოვრება ისე გავატაროთ, რომ როდესაც ამ ცხოვრებიდან გაგვიხმობენ, დაუყოვნებლივ ვთქვათ: „ჩემი გული მზად არის“.
link
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა გააცნობიეროს, რა აზრი აქვს მის ცხოვრებას, რატომ მოვიდა იგი ამქვეყნად. ამასთან, მან უნდა გააცნობიეროს ცხოვრების კულტურა დაბადებიდან გარდაცვალებამდე.
მრავალსიტყვაობა სულიერი ძალების უაზრო ფლანგვაა. მრავალმეტყველი ადამიანის ლოცვა უღონო, დაფანტული, მშრალი, მჭკნარი მცენარის მსგავსი ხდება. მრავალმეტყველი ღრმა აზროვნების უნარს კარგავს. არ შეუძლია თავისი აზრის შეჩერება და კონცენტრირე...
იხილეთ სრულად
მრავალსიტყვაობა სულიერი ძალების უაზრო ფლანგვაა. მრავალმეტყველი ადამიანის ლოცვა უღონო, დაფანტული, მშრალი, მჭკნარი მცენარის მსგავსი ხდება. მრავალმეტყველი ღრმა აზროვნების უნარს კარგავს. არ შეუძლია თავისი აზრის შეჩერება და კონცენტრირება ყურადღება მისაქცევ საკითხებზე. იგი ემსგავსება ღორმუცელას, რომელიც საჭმელს დაუღეჭავად ყლაპავს, ზანზალაკივით წკარუნობს, რადგან შიგნიდან ცარიელია, ან სახედრის ტყავგადაკრულ დოლს ჰგავს, რომელიც ბრახაბრუხით ყველაფერს აყრუებ...