უმჯობესია აქ ყველაფრის დათმენა დროებით და იქ მარადიული სიხარული, ვიდრე აქ წუთისოფელთან ერთად დროებით მოლხენა, იქ კი მარადიული ტანჯვა-წამება.
შეიგნე, რომ ცხოვრებას არაფერი აქვს, გარდა ცრემლისა, ყვედრებისა, ავსიტყვისა, სიზარმა...
იხილეთ სრულად
უმჯობესია აქ ყველაფრის დათმენა დროებით და იქ მარადიული სიხარული, ვიდრე აქ წუთისოფელთან ერთად დროებით მოლხენა, იქ კი მარადიული ტანჯვა-წამება.
შეიგნე, რომ ცხოვრებას არაფერი აქვს, გარდა ცრემლისა, ყვედრებისა, ავსიტყვისა, სიზარმაცისა, შრომისა, სნეულებისა, სიბერისა, შიშისა, სიკვდილისა და აღარ გეყვარება ცხოვრება.
სიმღერით გაალამაზე შენი ცხოვრება. გთხოვ, ცხოვრება სიმღერად აქციე; მაშინ შეძლებ, შეიგრძნო ცხოვრების ჰარმონია და შენი კავშირი ჰარმონიასთან.
შენ შეგიძლია, გააანალიზო, გაიაზრო შენი ცხოვრება, მაგრამ სიმღერა არ დაგავიწყდეს. პოეზიი...
იხილეთ სრულად
სიმღერით გაალამაზე შენი ცხოვრება. გთხოვ, ცხოვრება სიმღერად აქციე; მაშინ შეძლებ, შეიგრძნო ცხოვრების ჰარმონია და შენი კავშირი ჰარმონიასთან.
შენ შეგიძლია, გააანალიზო, გაიაზრო შენი ცხოვრება, მაგრამ სიმღერა არ დაგავიწყდეს. პოეზიის კრიტიკოსები იბადებიან და კვდებიან, სიმღერები კი სიცოცხლეს განაგრძობენ. კრიტიკა კვდება, სიმღერა ცოცხლობს. მხოლოდ პოეზიას შეუძლია პროზის გაცოცხლება. პოეზია ცხოვრების ხიდან ამოიზარდა, პროზა კი შემეცნების.
ყველამ ვიცით, ტყუილს ხ...
როცა ადამიანი ჭეშმარიტი ცხოვრების კალაპოტში მიედინება, იგი ყელაფრით ხარობს. იმითაც, რომ ცხოვრობს, იმითაც, რომ უნდა მოკვდეს და არა იმიტომ, რომ დაიღალა ცხოვრებისაგან, არა, იგი ხარობს იმიტომ, რომ გარდაიცვლება და ქრისტესთან წავა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა გააცნობიეროს, რა აზრი აქვს მის ცხოვრებას, რატომ მოვიდა იგი ამქვეყნად. ამასთან, მან უნდა გააცნობიეროს ცხოვრების კულტურა დაბადებიდან გარდაცვალებამდე.
ავსიტყვაობა სიძულვილის პირმშოა, შეუმჩნეველი და დაფარული სენი, რომელიც საიდუმლოდ შეაღწევს ადამიანში და წურბელას მსგავსად სისხლს წოვს სიყვარულს. ესაა თვალთმაქცური სიყვარული, გულის სიმძიმისა და შებილწვის მიზეზი. სიწმიდის სრული მოსპობ...
იხილეთ სრულად
ავსიტყვაობა სიძულვილის პირმშოა, შეუმჩნეველი და დაფარული სენი, რომელიც საიდუმლოდ შეაღწევს ადამიანში და წურბელას მსგავსად სისხლს წოვს სიყვარულს. ესაა თვალთმაქცური სიყვარული, გულის სიმძიმისა და შებილწვის მიზეზი. სიწმიდის სრული მოსპობა. ზოგიერთი ყრმა ურცხვენელად სცოდავს, სხვები ფარულად და დარცხვენით, მაგრამ უფრო დიდ ცოდვაში არიან, ვიდრე პირველნი. იგივე შეიძლება ითქვას უპატიობის ვნებებზეც. ბევრია ფარულად ცბიერი ყრმა: თვალთმაქცობა, ცბიერება, ნაღველი, ა...
მრავალსიტყვაობა სულიერი ძალების უაზრო ფლანგვაა. მრავალმეტყველი ადამიანის ლოცვა უღონო, დაფანტული, მშრალი, მჭკნარი მცენარის მსგავსი ხდება. მრავალმეტყველი ღრმა აზროვნების უნარს კარგავს. არ შეუძლია თავისი აზრის შეჩერება და კონცენტრირე...
იხილეთ სრულად
მრავალსიტყვაობა სულიერი ძალების უაზრო ფლანგვაა. მრავალმეტყველი ადამიანის ლოცვა უღონო, დაფანტული, მშრალი, მჭკნარი მცენარის მსგავსი ხდება. მრავალმეტყველი ღრმა აზროვნების უნარს კარგავს. არ შეუძლია თავისი აზრის შეჩერება და კონცენტრირება ყურადღება მისაქცევ საკითხებზე. იგი ემსგავსება ღორმუცელას, რომელიც საჭმელს დაუღეჭავად ყლაპავს, ზანზალაკივით წკარუნობს, რადგან შიგნიდან ცარიელია, ან სახედრის ტყავგადაკრულ დოლს ჰგავს, რომელიც ბრახაბრუხით ყველაფერს აყრუებ...
მრავალსიტყვაობაზე არანაკლებ საძულველია გამუდმებული ხუმრობის ჩვევა. მეფე სოლომონი სიცილს ალმოდებული ფიჩხის ტკაცანს ადარებდა, რომელიც არ ათბოს და მხოლოდ ბოლავს. ხუმრობა და დაცინვა - ესეც ფუჭადმეტყველებაა, ოღონდ შხამით გაჟღენთილი, რო...
იხილეთ სრულად
მრავალსიტყვაობაზე არანაკლებ საძულველია გამუდმებული ხუმრობის ჩვევა. მეფე სოლომონი სიცილს ალმოდებული ფიჩხის ტკაცანს ადარებდა, რომელიც არ ათბოს და მხოლოდ ბოლავს. ხუმრობა და დაცინვა - ესეც ფუჭადმეტყველებაა, ოღონდ შხამით გაჟღენთილი, რომელსაც მსგავსად გველისა, ადამიანიც გულში იგროვებს. ადამიანი ღვთის ხატებაა, დაცინვა ესაა სურვილი საძაგელი სახით წარმოაჩინოს იგი, ანუ წაართვას მიმსგავსებულობა, კვაზიმოდოსავით მახინჯი აჩვენოს. ხუმრობა მას ცინიკოსსა და უტიფა...
ვინც ვერ ახერხებს ლაგამი ამოსდოს ენას, მას უფრო მეტად უნდა ახსოვდეს წმიდა ეკლესიის მიერ უფლის მიმართ გამოთქმული: „დასდევ უფალო საცოი პირსა ჩემსა და კარი ძნელი ბაგეთა ჩემთა“ (ფს. 104, 3). ამასთან, განსაკუთრებით სულიერი ცხოვრების და...
იხილეთ სრულად
ვინც ვერ ახერხებს ლაგამი ამოსდოს ენას, მას უფრო მეტად უნდა ახსოვდეს წმიდა ეკლესიის მიერ უფლის მიმართ გამოთქმული: „დასდევ უფალო საცოი პირსა ჩემსა და კარი ძნელი ბაგეთა ჩემთა“ (ფს. 104, 3). ამასთან, განსაკუთრებით სულიერი ცხოვრების დამწყებს მართებს ჯეროვანი თავმდაბლური განსჯა, რომ ისინი, რომელბიც საკუთარ აზრებს გამოთქვამენ, ამას გულმეცნიერებით იქმან და ეს მათ შეეფერებათ; ხოლო შენ შენი თავი მათთან საუბრისათვის უღირსად ჩათვალე; როცა რაიმეს შგეკითხებიან...