კითხვა-პასუხი ფსიქოლოგიურ, სულიერ და საეკლესიო თემებზე
კითხვა-პასუხი ფსიქოლოგიურ, სულიერ და საეკლესიო თემებზე კითხვა-პასუხი ფსიქოლოგიურ, სულიერ და
578. ჩემო ღირსო მამაო, ღმერთს ვმადლობ, რომ შენს უხვ სიკეთეთაგან არ განმაყენე; მაშ, შენი მონის მიმართ წყალობა აღასრულე და ილოცე ღმრთისა და მეუფისადმი ჩემი სულის საცხოვნებლად, რათა ბოროტ დავიწყების ვნებებს თავი დავაღწიო და შენი წმინდა ხელებით ამ საუკუნესა და მომავალშიც წყალობა მივიღო და რათა სხეულს განვუდგე და თქვენი მფარველობის ქვეშ ვიყო. ერთი სიტყვით, დაე შენი მონა გავხდე უკუნისამდე, რომ ერთადერთი შენი კეთილი ცხოვრების მადლით დავტკბე იხილეთ სრულად
577. ვიცი, აზრების შესახებ შენს სიწმინდეს შეკითხვები რომ დავუსვა, ეს ჩემს შესაძლებლობებს აღემატება; მაგრამ რადგან მოვისმინე, ღვთაებრივი ხმა: „არა უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ რომელნი ბოროტსა სენსა შინა არიან“ (ლუკა 5, 31), და ვხედავ რა, რომ ბოროტი საქმეებით და ფიქრებით დამძიმებული ვარ, საკუთარ თავს შენი წყალობის მორევში ვაგდებ, მის იმედად, ვინც თქვა: „ცოცხალიმც ვარ, ამბობს უფალი ღმერთი, თუ მინდოდეს ბოროტეულის სიკვდილი, თუ ბოროტეულის მოქცევა თავისი გზიდან და მისი გადარჩენა არ მინდოდეს!“ (ეზეკ. 33, 11), რათა შენი მეშვეობით მისგან მოვისმინო: „შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!“ (მათე 9, 2). სანამ რაიმეს გკითხავთ, ვიცი და მრწამს, რომ ღმერთმა სულიწმინდით მოგანიჭათ მადლი, იმისა, იცოდეთ თუ რა მსურს, ან როგორი აზრების შესახებ უნდა გკითხოთ; მაგრამ, რადგან ვუსმენ წინასწარმეტყველის ნათქვამს: „გამახსენე, განვიკითხოთ ერთმანეთი; მოჰყევი, რომ თავი გაიმართლო“ (ის. 43, 26), ამიტომ მეც წერილობით გიხსნით და გთხოვთ, არ უგულებელმყოთ მე უბადრუკი, არამედ მიიღეთ ჩემისთანა ცოდვილისაგან ეს ვედრება. ღმერთმა თავის სიკეთით თქვენ სიკვდილის წყვდიადისა და აჩრდილისაგან გამოყვანისა და ჭეშმარიტი ნათლისაკენ დამოძღვრის ხელმწიფება მოგანიჭათ. მიბრძანეთ, როგორ მოვიქცე? ყველაფერი, ყოველგვარი ზრუნვის გარეშე მივატოვო, თუ ჯერ საქმეები მოვაგვარო და შემდეგ წავიდე, რომ შემდგომში, ოდესღაც საზრუნავები არ შემხვდეს, რომლებიც წუხილს და შფოთიან აზრებს აღმიძრავენ და სულიერ და კეთილ ნაყოფებს მოაშთობენ. თუ თქვენ საკუთრების წინასწარ განაწილებას განმისაზღვრავთ, მაშინ, თუ შეიძლება, მომწერეთ, უნდა ვიზრუნო თუ არა ჩემი მცირედი სავარგულების გაყიდვაზე; და გამოითხოვეთ ღვთისაგან ჩემთვის დახმარება. იმიტომ კი არ გეკითხებით, რომ ჩემი ძალებით თქვენი მცნების შესრულებას შევძლებ, არამედ იმიტომ, რომ თქვენი ლოცვების იმედი მაქვს და კიდევ იმისა, რომ თქვენ არა მარტო მიბრძანებთ, არამედ დამეხმარებით კიდეც. მრწამს, თუ თქვენ ღმერთს ჩემთვის შეევედრებით, რათა იგი კეთილ და სასარგებლო საქმეში შემეწიოს და მის აღსასრულებლად ძალა მომცეს, მაშინ ის არ უგულებელყოფს თქვენს თხოვნას; მხოლოდ ამის გამო ვკადნიერდები მე უძლური იხილეთ სრულად
576. ერთ ქრისტესმოყვარე ძმას (სავარაუდოდ აბბა ემელიანეს, რომელიც შემდგომში მონასტრის წინამძღვრად დაადგინეს), წმიდა ბერების: აბბა ბარსანუფის და აბბა იოანეს მიმართ დიდი რწმენა ჰქონდა და მათგან დარიგების მიღება უნდოდა; მან აბბა იოანეს ცხოვრებისეულ საკითხებზე კითხვა გაუგზავნა და უთხრა:
ჩემო მამაო! მონაზვნური ცხოვრების დასაწყებად ღვთის გულმოწყალებას ვევედრები, და ეჭვი მეპარება, ახლავე უნდა მივატოვო ყველაფერი, თუ ჯერ საქმეები მოვაგვარო და მერე წავიდე აქედან, რათა მომავალში ყველანაირი ზრუნვა - განსაკუთრებით ბებიაზე, ბავშვებზე და მიწების გაყიდვაზე - თავიდან ავირიდო. აზრი ჩამაგონებს, რომ ბებია ნათესავების მახლობლად დავასახლო და მათ მინდვრების რაღაც ნაწილი მივცე, რომელიც მასაც და ახლობელთა სახლეულობასაც გამოკვებავს; ამის შემდეგ კი დანარჩენი მინდვრების გაყიდვაზე ვიზრუნო. მითხარი რომელი ავირჩიო და როგორ მოვიქცე, რამეთუ ყველაფერს, რაც სასარგებლოა, ღმერთი თქვენ გიცხადებთ
იხილეთ სრულად
567. ძმამ, მეორე ბერს, იოანეს, გაუგზავნა თხოვნა: თუ შენ რამე გჭირდება, მითხარი, ღვთის გულისათვის, და მოგაწვდი
566. საერთო საცხოვრებლის მდუმარე მამების ვედრება დიდი ბერისადმი მშვიდობისათვის.
მშვიდობა დაკნინდა და ჩვენ ყველანი გთხოვთ, რომ კეთილ ღმერთს სთხოვო, უკან წაიღოს ხელი (1 ნეშტ. 21, 15-27) და თავისი მახვილი ქარქაშში ჩააგოს. შენი წმინდა საკმევლით დახოცილთა და ცოცხალთა შორის დადექი (რიცხ. 17, 12-13), და მიაღწიე იმას, რომ შეწყდეს საყოველთაო მუსრვა; აღმართე წმინდა საკურთხეველი ორნანის წმინდა კალოზე (1 ნეშტ. 21, 28), და შეწყდება ღვთის რისხვა. ძლიერ გევედრებით და გთხოვთ: შეიწყალე დაღუპვის პირას მყოფი ქვეყანა; გაიხსენე, რომ ჩვენ ყველანი შენი კიდურები ვართ; ახლაც გვიჩვენე შენი გულმოწყალება და სასწაულები ღვთისაგან, რამეთუ მას შვენის უკუნისამდე დიდება, ამინ.
იხილეთ სრულად
565. საცხოვრებლის აბბას ვედრება იმავე ბერისადმი.
ჩემო მამაო, მძიმე ჟამი დაგვიდგა, ევედრე ღმერთს, რომ ჩაიაროს მან, და ჩვენ, შენი მონები ჩვენი ცოდვების გამო ყოველგვარი განსაცდელისაგან დაცულები ვიყოთ.
564. ერთ-ერთი მდუმარე მამის თხოვნა იმავე ბერისადმი.
ჩემო მამაო, ღვთის გულისათვის, გთხოვ ილოცე ჩემთვის, რამეთუ, როგორც ჩემი სიზარმაცე, ასევე მტრის თავდასხმა ძალიან მაჭირვებს და თუ ღმერთი თქვენი ლოცვებით ძალას არ მომცემს და მტერს არ შერისხავს, მაშინ არ ვიცი, მიაღწევს თუ არა ოდესმე ჩემი ნავი ნავსაყუდელს. როგორც მოსემ გამოითხოვა ოდესღაც, რომ ასეთი ხალხი ღვთის რისხვაში არ დაღუპულიყო, ასევე შენც, ჩემო ღირსო მამაო, გამოითხოვე ჩემი გულფიცხელი სული, რადგან ჩვენი ღმერთი კეთილია და უყვარს, როდესაც წმიდანები მისგან სულების ხნას ითხოვენ, და თქვენ შეგშვენით ასეთი თხოვნა. ჩვენს მეუფე აბბასაც (სერიდს) სთხოვოთ იქნებ, რომ რაღაცნაირად ჩვენც მოგვხედოს, რადგანაც ძალიან მიყვარს იგი და მისგან სულიერ გაძლიერებას ვსაჭიროებ
იხილეთ სრულად
563. ძმამ, რომელიც საერთო საცხოვრებლიდან წავიდა და შემდეგ კვლავ დაბრუნდა, იმავე ბერს მიმართა: ჩემო მამებო, შევცოდე, რამეთუ ეშმაკისგან გალანძღულმა საკუთარი დედა (წმინდა სავანე) და თქვენი მფარველობა მივატოვე; ამიტომ გევედრებით იმ ახალდამწყებთა რიგში ჩამრიცხეთ, რომელთაც ჯერ მონაზვნური სქემა არ შეუმოსიათ იხილეთ სრულად