მოკრძალება გადამდებია; ადამიანის საქციელი, რომელიც მოკრძალებით არის აღძრული, არომატივით გადაეცემა სხვას, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ მასში კეთილი განწყობა და სიმდაბლე არსებობს. გეტყვი, რომ თუ ადამიანს მოკრძალება არა აქვს, მაშ...
იხილეთ სრულად
მოკრძალება გადამდებია; ადამიანის საქციელი, რომელიც მოკრძალებით არის აღძრული, არომატივით გადაეცემა სხვას, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ მასში კეთილი განწყობა და სიმდაბლე არსებობს. გეტყვი, რომ თუ ადამიანს მოკრძალება არა აქვს, მაშინ მას არაფერი აქვს. მოკრძალებული ადამიანი, გაუნათლებელიც რომ იყოს, ყოველგვარ სიწმიდეს წმიდად ხედავს, ხედავს ზუსტად ისე, როგორიც ის სინამდვილეშია და ყველაფერ იმასთან დაკავშირებით, რაც საღვთო აზრებს ეხება, არაფერში ცდება....
ყოველგვარ ბოროტებას გონება შობს, როდესაც იგი მხოლოდ მეცნიერებით იკვებება და სრულიად განშორებულია ღმერთს. ამიტომაა, რომ ასეთი ადამიანები შინაგან სიმშვიდესა და წონასწორობას ვერ პოულობენ, მაშინ, როცა ადამიანების გონება ღვთის გარშემო ...
იხილეთ სრულად
ყოველგვარ ბოროტებას გონება შობს, როდესაც იგი მხოლოდ მეცნიერებით იკვებება და სრულიად განშორებულია ღმერთს. ამიტომაა, რომ ასეთი ადამიანები შინაგან სიმშვიდესა და წონასწორობას ვერ პოულობენ, მაშინ, როცა ადამიანების გონება ღვთის გარშემო ტრიალებს, მეცნიერებასაც საკუთარ თავზე და სამყაროს საკეთილდღეოდ შინაგანი შრომისათვის იყენებენ და ამიტომ მათი გონება განათლებულია.
მეცნიერებას ბევრი სარგებლობა მოაქვს, მაგრამ მოაქვს ბევრი ლექიც. მე ვიცნობდი ადამიანებს, რომლებიც საკმარისად მცოდნენი არ იყვნენ, მაგრამ გონების მეტი სინათლით გამოირჩეოდნენ, ვიდრე _ უფრო განსწავლული ხალხი. ის, ვინც ღვთის მადლით გონე...
იხილეთ სრულად
მეცნიერებას ბევრი სარგებლობა მოაქვს, მაგრამ მოაქვს ბევრი ლექიც. მე ვიცნობდი ადამიანებს, რომლებიც საკმარისად მცოდნენი არ იყვნენ, მაგრამ გონების მეტი სინათლით გამოირჩეოდნენ, ვიდრე _ უფრო განსწავლული ხალხი. ის, ვინც ღვთის მადლით გონებას განწმენდს ლექისაგან, რომელიც მასში მეცნიერებამ დააგროვა, მეტი შრომის იარაღი ექნება. მაგრამ თუ ეს იარაღები _ ცოდნა _ არ განიწმინდა, ისინი მხოლოდ საერო და არასულიერი საქმისთვის იქნება გამოსადეგარი. ცოდნა სწრაფად განიწმ...
მაცდური სარგებლობს ახალგაზრდული ასაკით, რომელშიც ყველაფერთან ერთად ახალგაზრდული ხორციც ამბოხებულია და ცდილობს, ახალგაზრდობა იმ რთულ პერიოდში გარყვნას, რომელშიც ისინი იმყოფებიან. მათი გონება ჯერ მომწიფებული არ არის, სრულიად გამოუცდ...
იხილეთ სრულად
მაცდური სარგებლობს ახალგაზრდული ასაკით, რომელშიც ყველაფერთან ერთად ახალგაზრდული ხორციც ამბოხებულია და ცდილობს, ახალგაზრდობა იმ რთულ პერიოდში გარყვნას, რომელშიც ისინი იმყოფებიან. მათი გონება ჯერ მომწიფებული არ არის, სრულიად გამოუცდელი არიან და სულიერი სიფრთხილე არ გააჩნიათ. ამიტომ ყმაწვილებმა ამ კრიტიკულ ასაკში უნდა იგრძნონ, რომ მათთვის გამუდმებით უფროსების რჩევებია საჭირო. ეს რჩევები სჭირდებათ მათ იმისათვის, რომ ერული დაცემის ტკბილ გორაკზე ფეხი ა...
ერთი საქმეა კეთილკრძალულება, მეორე – გარეგანი ღვთისმსახურება. ასევე განსხვავდება აღმოსავლური მართლმადიდებლური კეთილკრძალულება დასავლურ–ევროპული გარეგნული ღვთისმსახურებისაგან. კეთილკრძალულებას ღვთაებრივი მადლი მართავს, გარეგნულ ღვთ...
იხილეთ სრულად
ერთი საქმეა კეთილკრძალულება, მეორე – გარეგანი ღვთისმსახურება. ასევე განსხვავდება აღმოსავლური მართლმადიდებლური კეთილკრძალულება დასავლურ–ევროპული გარეგნული ღვთისმსახურებისაგან. კეთილკრძალულებას ღვთაებრივი მადლი მართავს, გარეგნულ ღვთისმსახურებას – ადამიანური გონება.
როგორც კი ადამიანი მისთვის მიცემულ კეთილსასურველ შესაძლებლობას გამოიყენებს – ღმერთსა და მომავალ მარადიულ ცხოვრებას ირწმუნებს, ანუ, როცა ცხოვრების უღრმეს აზრს ჩაწვდება, მონანული გარდაქმნის მას და მაშინვე მოვა მასთან საღვთო ნუგეში ღ...
იხილეთ სრულად
როგორც კი ადამიანი მისთვის მიცემულ კეთილსასურველ შესაძლებლობას გამოიყენებს – ღმერთსა და მომავალ მარადიულ ცხოვრებას ირწმუნებს, ანუ, როცა ცხოვრების უღრმეს აზრს ჩაწვდება, მონანული გარდაქმნის მას და მაშინვე მოვა მასთან საღვთო ნუგეში ღვთის მადლით და ეს მადლი შეცვლის მას, განდევნის მის ყველა მემკვიდრეობით ნაკლოვანებებსაც. მრავალმა მონანულმა ცოდვილმა მდაბლად აღასრულა კეთილზნეობრივი ღვაწლი, მიიღეს მადლი, გახდნენ წმინდანები და ახლა ჩვენ მოწიწებით ვეთაყვან...
აუცილებელია მოღვაწებრივი სული, სიმდაბლე, ღვთისმოსაობა, მსხვერპლშეწირვა. თუ სულიწმიდის მადლი არა აქვს, ადამიანი სრულიად უვარგისია. სულიწმიდა არის სინათლე – საღმრთო სინათლე. ამაშია ყველაფრის საფუძველი. თუ ადამიანი ვერ ხედავს, ის შეს...
იხილეთ სრულად
აუცილებელია მოღვაწებრივი სული, სიმდაბლე, ღვთისმოსაობა, მსხვერპლშეწირვა. თუ სულიწმიდის მადლი არა აქვს, ადამიანი სრულიად უვარგისია. სულიწმიდა არის სინათლე – საღმრთო სინათლე. ამაშია ყველაფრის საფუძველი. თუ ადამიანი ვერ ხედავს, ის შესაძლოა, მინას შეასკდეს, ფლატედან გადავარდეს, სიბინძურით სავსე ორმოში, ან სულაც უფსკრულში ჩავარდეს, მან არ იცის, საით მიდის, იმიტომ, რომ სინათლეს მოკლებულია. მაგრამ თუ იგი მცირეოდენს ხედავს, მაშინ გაფრთხილდება მაინც. ხოლო ...
ყველაზე დიდებული ლოცვა ქვეყნის და ჩვენი წინაპრებისათვის არის ჩვენი სულიერი წარმატება, რადგან ამით მათ ღვთის შეწევნის უფლება ეძლევათ. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამით ჩვენი ლოცვაც კადნიერებას იძენს, და რომ ჩვენი წინაპრები ხარობენ ღ...
იხილეთ სრულად
ყველაზე დიდებული ლოცვა ქვეყნის და ჩვენი წინაპრებისათვის არის ჩვენი სულიერი წარმატება, რადგან ამით მათ ღვთის შეწევნის უფლება ეძლევათ. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამით ჩვენი ლოცვაც კადნიერებას იძენს, და რომ ჩვენი წინაპრები ხარობენ ღირსეულ შთამომავალთა გამო, მაშინ როცა ჩვენი ცუდი ცხოვრების გამო ისინი ორმაგად იტანჯებიან.
როგორ უნდა გაიგოს მლოცველმა რომ მისი ლოცვა დაეხმარა მოყვასს?
მლოცველი მიხვდება ამას იმ საღვთო ნუგეშის მეშვეობით, რასაც შეიგრძნობს საკუთარ თავში მის მიერ აღსრულებული გულისმიერი, ტკივილით აღსავსე ლოცვის შემდეგ. თუმცაღა, თავიდა...
იხილეთ სრულად
როგორ უნდა გაიგოს მლოცველმა რომ მისი ლოცვა დაეხმარა მოყვასს?
მლოცველი მიხვდება ამას იმ საღვთო ნუგეშის მეშვეობით, რასაც შეიგრძნობს საკუთარ თავში მის მიერ აღსრულებული გულისმიერი, ტკივილით აღსავსე ლოცვის შემდეგ. თუმცაღა, თავიდან სხვა ადამიანის ტკივილი საკუთარ ტკივილად უნდა ვაქციოთ, ამის შემდეგ კი აღვასრულოთ გულისმიერი ლოცვა. სიყვარული საღვთო თვისებაა, იგი აუწყებს მოყვასს. ასეა საავადმყოფოებშიც – თუ ექიმები და მედდები მართლაც განიცდიან ავადმყოფების გ...