წმ. სილუან ათონელი - ციტატები, გამონათქვამები წმ. სილუან ათონელი | გამონათქვამები, ციტატები
მხოლოდ სულიწმიდით შეიმეცნება ღმერთის სიყვარული რწმენისაგან, გონებით არ შეიმეცნება. ზოგიერთები კამათოებენ რწმენის შესახებ და არ უჩანს დასასრული ამ კამათს, მაგრამ კამათი რა საჭიროა; შევევედროთ ღმერთს და ღვთისმშობელს, და უფალი კამათი...
იხილეთ სრულად
მხოლოდ სულიწმიდით შეიმეცნება ღმერთის სიყვარული რწმენისაგან, გონებით არ შეიმეცნება. ზოგიერთები კამათოებენ რწმენის შესახებ და არ უჩანს დასასრული ამ კამათს, მაგრამ კამათი რა საჭიროა; შევევედროთ ღმერთს და ღვთისმშობელს, და უფალი კამათის გარეშე გაგინათებთ, ჩქარა გაგინათებთ გონებას. ბევრმა ყველა სარწმუნოება ისწავლა, მაგრამ ჭეშმარიტი რწმენა როგორც საჭიროა, ვერ შეიმეცნა. ვინც მორჩილებით შეეხვეწება ღმერთს, მას მისცემს უფალი შემეცნებას, რა ძლიერ უყვარს მას ...
link
ყოველ სულს, რომელიც ღმერთის ნებას მიეცა, უფალი შთააგონებს, რამეთუ მან სთქვა: "და მხადე მე დღესა ჭირისა შენისასა და მე გიხსნა შენ და შენ მადიდო მე" (ფს. 49.15). ყოველი სული, რომელიც შეშფოთებულია რაიმეთი, უფალს უნდა ეკითხებოდეს და უ...
იხილეთ სრულად
ყოველ სულს, რომელიც ღმერთის ნებას მიეცა, უფალი შთააგონებს, რამეთუ მან სთქვა: "და მხადე მე დღესა ჭირისა შენისასა და მე გიხსნა შენ და შენ მადიდო მე" (ფს. 49.15). ყოველი სული, რომელიც შეშფოთებულია რაიმეთი, უფალს უნდა ეკითხებოდეს და უფალი შთააგონებს მას რა გააკეთოს. მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში, შეშფოთებისა და საფრთხის დროს საჭიროა შეეეკითხო მოძღვარს, რამეთუ ეს უფრო მორჩილებაა. კარგია ვისწავლოთ ცხოვრება ღმერთის ნების თანახმად. მაშინ სული განუწყვეტლივ ი...
link
უფალს ყოველთვის უნდა ვთხოვოთ სულიერი მშვიდობა, რათა მოხერხებული იყოს ჩვენთვის უფლის მცნებების შესრულება. რამეთუ უფალს უყვარს ისინი, რომელნიც ცდილობენ მისი ნების შესრულებას და ასე ღებულობენ უდიდეს სიმშვიდეს ღმერთში. ღმერთის ნების შ...
იხილეთ სრულად
უფალს ყოველთვის უნდა ვთხოვოთ სულიერი მშვიდობა, რათა მოხერხებული იყოს ჩვენთვის უფლის მცნებების შესრულება. რამეთუ უფალს უყვარს ისინი, რომელნიც ცდილობენ მისი ნების შესრულებას და ასე ღებულობენ უდიდეს სიმშვიდეს ღმერთში. ღმერთის ნების შემსრულებელი ყველაფრით კმაყოფილია, თუნდაც ღარიბი იყოს, ავადმყოფიც, თუნდაც იტანჯებოდეს, იმიტომ, რომ მას ამხნევებს ღმერთის მადლი. ხოლო ვინც უკმაყოფილოა თავისი ბედით, დრტვინავს ავადმყოფობაზე, ან იმაზე ვინც აწყენინა, დაე იცოდ...
link
კარგია ყოველთვის და ყველაფერში ეძებო ღმრთისაგან რა და როგორ გააკეთო, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცალკეულ შემთხვევებში ეძებო ღმერთის ნების შეცნობა და გზები მის განსახორციელებლად. ღმერთის ნების ძიება არის მთავარი მიზანი ჩვენი ცხო...
იხილეთ სრულად
კარგია ყოველთვის და ყველაფერში ეძებო ღმრთისაგან რა და როგორ გააკეთო, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცალკეულ შემთხვევებში ეძებო ღმერთის ნების შეცნობა და გზები მის განსახორციელებლად. ღმერთის ნების ძიება არის მთავარი მიზანი ჩვენი ცხოვრებისა, რამეთუ ამ გზაზე დამდგარი ადამიანი ერთვება მარადიულ ღვთიურ ცხოვრებაში.
შეცნობა ღვთის ნებისა სხვადასხვა გზებით ხდება. ერთი ასეთი გზა არის - სიტყვა ღვისა, მცნებანი ქრისტესი, მაგრამ სახარების მცნებებში, მიუხედავად მ...
link
ვინც მეცა ღმერთის ნებას, მისთვის ადვილია ცხოვრება იმიტომ, რომ ავადმყოფობაშიც, საფრთხეშიც, დევნაშიც, იგი ფიქრობს: "ღმერთს ასე სურს და მე ჩემი ცოდვებისათვის უნდა დავითმინო".
ო, ძმანო, გევედრებით, ღვთის გულისათვის, ერწმუნეთ სახარებას და წმიდა ეკლესიის დამოწმებას და თქვენ ჯერ კიდევ დედამიწაზე იგემებთ სამოთხისეულ ნეტარებას. ღმერთის სამეუფეო ხომ ჩვენს შიგნითაა, ჩვენშია. ღმერთის სიყვარული აძლევს სულს სამოთ...
იხილეთ სრულად
ო, ძმანო, გევედრებით, ღვთის გულისათვის, ერწმუნეთ სახარებას და წმიდა ეკლესიის დამოწმებას და თქვენ ჯერ კიდევ დედამიწაზე იგემებთ სამოთხისეულ ნეტარებას. ღმერთის სამეუფეო ხომ ჩვენს შიგნითაა, ჩვენშია. ღმერთის სიყვარული აძლევს სულს სამოთხეს.
link
ამქვეყნად ყველაზე ძვირფასია იცნობდე ღმერთს და შეიმეცნო, თუნდაც ნაწილობრივ, მისი ნება. სული, რომელმაც შეიმეცნა ღმერთი მთლიანად, უნდა მიეცეს ღვთის ნებას და იცხოვროს მის წინაშე შიშში და სიყვარულში. სიყვარულში იმიტომ, რომ უფალი არის ს...
იხილეთ სრულად
ამქვეყნად ყველაზე ძვირფასია იცნობდე ღმერთს და შეიმეცნო, თუნდაც ნაწილობრივ, მისი ნება. სული, რომელმაც შეიმეცნა ღმერთი მთლიანად, უნდა მიეცეს ღვთის ნებას და იცხოვროს მის წინაშე შიშში და სიყვარულში. სიყვარულში იმიტომ, რომ უფალი არის სიყვარული. შიშში იმიტომ, რომ უნდა ეშინოდეს რაიმე ცუდი ზრახვებით არ აწყენინოს ღმერთს
link
მწუხარებს სული ჩემი ღმერთზე ყოველთვის და ლოცულობს დღე და ღამე, რამეთუ სახელი უფლისა ტკბილია და სასურველი მლოცველი სულისათვის და ათბობს სულს უყვარდეს ღმერთი.
ყველა ადამიანი, თუ აღკვეთავს თავის ნებას ღმერთისა და ადამიანების წინაშე, ყოველთვის იქნება მშვიდობიანი სულის, ხოლო ვისაც უყვარს თავისი ნების ქმნა, მას არასდროს არ ექნება მშვიდობა. სული, რომელიც მიეცა ღმერთის ნებას, ადვილად იტანს, ყ...
იხილეთ სრულად
ყველა ადამიანი, თუ აღკვეთავს თავის ნებას ღმერთისა და ადამიანების წინაშე, ყოველთვის იქნება მშვიდობიანი სულის, ხოლო ვისაც უყვარს თავისი ნების ქმნა, მას არასდროს არ ექნება მშვიდობა. სული, რომელიც მიეცა ღმერთის ნებას, ადვილად იტანს, ყოველგვარ მწუხარებას და ყოველგვარ ავადმყოფობას იმიტომ, რომ ავადმყოფობაში ლოცულობს იგი და უჭვრეტს ღმერთს.
link
უფალმა უთხრა თავის მოწაფეებს: „მშვიდობასა ჩემსა მოგცემ თქვენ“ (იონ. 14.27). ქრისტესმიერი ეს მშვიდობა უნდა სთხოვოთ ღმერთს და უფალი მისცემს მთხოვნელს, ხოლო როცა მივიღებთ მას, საჭიროა წმიდად დავიცვათ იგი და გავამრავლოთ; ვინც არ მიეცა...
იხილეთ სრულად
უფალმა უთხრა თავის მოწაფეებს: „მშვიდობასა ჩემსა მოგცემ თქვენ“ (იონ. 14.27). ქრისტესმიერი ეს მშვიდობა უნდა სთხოვოთ ღმერთს და უფალი მისცემს მთხოვნელს, ხოლო როცა მივიღებთ მას, საჭიროა წმიდად დავიცვათ იგი და გავამრავლოთ; ვინც არ მიეცა უფლის ნებას მწუხარებაში, იგი ვერ შეიცნობს ღვთის გულმოწყალებას; თუ გეწვევა შენ საფრთხე, ნუ გაიტეხ გულს, გახსოვდეს, რომ უფალი მოწყალედ გიცქერის შენ.
link