დავითს ჰქონდა დიდი შეცდომებიც, მაგრამ ჰქონდა გულმხურვალე, გულწრფელი, სულისშემძვრელი სინანული და ეს განცდა იმდენად ძლიერი იყო მასში, რომ სჭარბობდა ცოდვათა სიმძიმეს და მაგალითი გახდა დაცემულთა წამოდგომისა. თავმდაბლობისა და გულშემუსვ...
იხილეთ სრულად
დავითს ჰქონდა დიდი შეცდომებიც, მაგრამ ჰქონდა გულმხურვალე, გულწრფელი, სულისშემძვრელი სინანული და ეს განცდა იმდენად ძლიერი იყო მასში, რომ სჭარბობდა ცოდვათა სიმძიმეს და მაგალითი გახდა დაცემულთა წამოდგომისა. თავმდაბლობისა და გულშემუსვრილობის გამო მიეცა მას წინასწარმეტყველების მადლი და უფალთან პირდაპირი საუბრის ძალმოსილება, რითაც იქცა მეფობის, ღვთისმახურებისა და წინასწარმეტყველების ნიჭთა შემომკრებად. ამ თვისებათა გამო დაფასდა დავითი ღვთის თვალში.
ტექნიკური პროგრესი იმდენად წინ წავიდა და საზოგადოების სულიერი განვითარება მას იმდენად ჩამორჩა, რომ ინოვაციების დამნერგავი ადამიანი თვითონ დამცირდა თავისი ქმნილების წინაშე და მისგან მართული ხდება. მათ შორის უფსკრული მომავალში უფრო ...
იხილეთ სრულად
ტექნიკური პროგრესი იმდენად წინ წავიდა და საზოგადოების სულიერი განვითარება მას იმდენად ჩამორჩა, რომ ინოვაციების დამნერგავი ადამიანი თვითონ დამცირდა თავისი ქმნილების წინაშე და მისგან მართული ხდება. მათ შორის უფსკრული მომავალში უფრო გაღრმავდება და სწორედ ესაა ერთ-ერთი არსებითი პრობლემა, თორემ ტექნიკურ მიღწევებს, რა თქმა უნდა, სიკეთეც მოაქვს, მაგრამ უღვთო და სულიერებისაგან დაცლილი პიროვნებების ხელში იგი სავალალო შედეგებამდე აუცილებლად მიგვიყვანს.
წყალში სამგზის შთაფლვით ჯოჯოხეთში მაცხოვრის სამი დღით ყოფნას, შემდეგ კი მის ძლევასა და აღდგომას ვემოწმებით, ცოდვათაგან სრულიად ვთავისუფლდებით, ახალ ადამში, ქრისტეში, განახლებულ პიროვნებად ვიბადებით. მირონცხება კი გვანიჭებს სულიწმი...
იხილეთ სრულად
წყალში სამგზის შთაფლვით ჯოჯოხეთში მაცხოვრის სამი დღით ყოფნას, შემდეგ კი მის ძლევასა და აღდგომას ვემოწმებით, ცოდვათაგან სრულიად ვთავისუფლდებით, ახალ ადამში, ქრისტეში, განახლებულ პიროვნებად ვიბადებით. მირონცხება კი გვანიჭებს სულიწმინდის ბეჭედს. ნათლისღებისა და მირონცხების საიდუმლოს მადლმოსილებით იცვლება გული და გონება, ძლიერდება სიყვარული, შემოდის სიმშვიდე, უცხო ხდება რისხვა, მძვინვარება, შური, თვალთმაქცობა, ყოველგვარი ბოროტება და უწმინდურება.
დღეს სულ უფრო ახალ ფორმას იძენს მსოფლიო მშვიდობისათვის ბრძოლა, სულ უფრო აქტიური ხდება მისი მოქმედება, სულ უფრო ახალ-ახალი ძალები ებმევიან მშვიდობის დასაცავად, რადგანაც ბირთვული ომის აცილება დაკავშირებულია კაცობრიობის უშიშროების პრ...
იხილეთ სრულად
დღეს სულ უფრო ახალ ფორმას იძენს მსოფლიო მშვიდობისათვის ბრძოლა, სულ უფრო აქტიური ხდება მისი მოქმედება, სულ უფრო ახალ-ახალი ძალები ებმევიან მშვიდობის დასაცავად, რადგანაც ბირთვული ომის აცილება დაკავშირებულია კაცობრიობის უშიშროების პრობლემასთან. დადგა ისეთი დრო, როცა სახელმწიფოებმა უარი უნდა თქვან ძალის პოლიტიკაზე, სამხედრო მანქანის სრულყოფასა და გაძლიერებაზე, უნდა ეძებონ გზები ურთიერთთანამშრომლობისა და ხალხთა შორის მშვიდობიანი ურთიერთობისა.
წმ. ეფრემ ასური წერს: „მკვდართა აღდგომისას მიწა უკან აბრუნებს ადამიანს ისეთივეს, როგორიც იყო; იმათაც, ვინც ზღვამ შთანთქა, ვინც მხეცებმა და ფრინველებმა შეჭამეს, ვინც ცეცხლში დაიწვა … აქ ერთმანეთის უნახავნი, იქ იხილავენ ერთურთს; დედ...
იხილეთ სრულად
წმ. ეფრემ ასური წერს: „მკვდართა აღდგომისას მიწა უკან აბრუნებს ადამიანს ისეთივეს, როგორიც იყო; იმათაც, ვინც ზღვამ შთანთქა, ვინც მხეცებმა და ფრინველებმა შეჭამეს, ვინც ცეცხლში დაიწვა … აქ ერთმანეთის უნახავნი, იქ იხილავენ ერთურთს; დედა იცნობს, რომ ეს მისი შვილია, და შვილი იცნობს, რომ ეს მისი დედაა … ამასთან, თითოეულის სხეული თავის საქმეებს აჩვენებს, რადგან თითოეული ჩვენგანი ამ საქმეებს საკუთარი სხეულით ატარებს და ყველას შესაბამისად მიეგება საზღაური“.