ხშირად ადამიანის სიკვდილი ადამიანსავე ჰგავს, ანუ როგორიცაა მისი სიცოცხლე, ისეთივეა სიკვდილიც მისი. როგორც წესი, მკვლელი ძალადობრივი სიკვდილით კვდება: „ყოველთა რომელთა აღიღონ მახვილი, მახვილითა წარწყმდენ“.
გლახაკი ყაჩაღსაც კი ეცოდება და შეიწყალებს მას, მდიდარს კი ავი ხერხით დააგლახაკებს. კარგია, როცა ადამიანი თავად დაგლახაკდება ქრისტეს სახარების თანახმად ზეციური სასუფევლის დამკვიდრებისათვის სწრაფვაში.
ჭეშმარიტი ნიშანი იმისა, რომ ადამიანი გულისმიერი გრძნობებით განიცდის სიკვდილის შიშს, არის ის, რომ იგი თავისი ნებით სრულიად უგრძნობელია ყოველივე ქმნულისადმი და სრულიად მოუკვეთია პირადი ნება.
განუწყვეტელი გონებრივი ლოცვის შედეგად ჩვენში სივრცე იწმიდება მღვრიე ღრუბლებისაგან და ბოროტ სულთა ქარებისაგან. ხოლო როცა გულის სივრცე სუფთაა, მაშინ არაფერი უშლის, რომ მასში იესოს ღვთაებრივმა შუქმა იბრწყინვოს. ეს კი მაშინ ხდება, როც...
იხილეთ სრულად
განუწყვეტელი გონებრივი ლოცვის შედეგად ჩვენში სივრცე იწმიდება მღვრიე ღრუბლებისაგან და ბოროტ სულთა ქარებისაგან. ხოლო როცა გულის სივრცე სუფთაა, მაშინ არაფერი უშლის, რომ მასში იესოს ღვთაებრივმა შუქმა იბრწყინვოს. ეს კი მაშინ ხდება, როცა ჩვენ არ ავმაღლდებით ზვაობით და ეჭვით, რითაც ვერ მივუახლოვდებით მიზანს და იესოს შეწევნასაც ვერ ვიგრძნობთ რადგან ქრისტეს ასეთები სძულს. ამიტომ უნდა ვიყოთ მდაბალნი.
რა გვარი მადლი დავასახელოთ, რომ იგი ჩვენ ღვთისაგან არ მოგვეღოს? ყოველივე ის, რაც ჩვენ გვაქვს, რასაც ჩვენში და ჩვენს ირგვლივ ვხვდებით, რითაც ვსარგებლობთ, ღვთის მოცემული მადლია: ჩვენი სიცოცხლე და სუნთქვა, ფიიზკური ჯანი და ღონე; ჩვენ...
იხილეთ სრულად
რა გვარი მადლი დავასახელოთ, რომ იგი ჩვენ ღვთისაგან არ მოგვეღოს? ყოველივე ის, რაც ჩვენ გვაქვს, რასაც ჩვენში და ჩვენს ირგვლივ ვხვდებით, რითაც ვსარგებლობთ, ღვთის მოცემული მადლია: ჩვენი სიცოცხლე და სუნთქვა, ფიიზკური ჯანი და ღონე; ჩვენი სული, ყველა მისი თვისობრივი მხარით: გონიერებით, ჭკუით, ნებისყოფით, თავისუფლებით; საშუალებანი ჩვენი არსებობისა, - ყოველივე ეს ღვთისაგანაა და არა რაიმე ჩვენი დამსახურების გამო. განა ვინ მისცა უმალ უფლისა, რომ მისგან სამა...
გონებად იწოდება ჩვენი შემეცნებითი ქმედებაც, ანუ აზრთა აღმოცენება და ფიქრი და ის ძალაც, რომელიც აღმოაცენებს მათ; ეს ძალა საღმრთო წერილში გულადაც იწოდება. სწორედ ამ გონებითი ძალის გამო, რომელიც უმთავრესია ჩვენის ადამიანურ ბუნებაში მ...
იხილეთ სრულად
გონებად იწოდება ჩვენი შემეცნებითი ქმედებაც, ანუ აზრთა აღმოცენება და ფიქრი და ის ძალაც, რომელიც აღმოაცენებს მათ; ეს ძალა საღმრთო წერილში გულადაც იწოდება. სწორედ ამ გონებითი ძალის გამო, რომელიც უმთავრესია ჩვენის ადამიანურ ბუნებაში მოქმედ სხვა ძალთაგან. ჩვენს არსებაში დამკვიდრებული უკვდავი სული არის მოაზროვნე, გონიერი რამ. ლოცვებით გამოწრთობილ–განწმედილი გონებითი ქმედება მდგომარეობს განუწყვეტელ ფიქრში შემოქმედ ღმერთზე, მის დიდებულებასა და უსაზღვროებ...