ნათლობა არ არის საკმარისი ჩვენს გადასარჩენად და შემოქმედთან აღდგენილი კავშირის შესანარჩუნებლად. მითუმეტეს დღეს, როდესაც განსაკუთრებით დამძიმდა დრო და ჩვენი ცოდვებიც, აუცილებელია მაცხოვრის მიერ ბოძებული ასევე უდიდესი საიდუმლოც სინა...
იხილეთ სრულად
ნათლობა არ არის საკმარისი ჩვენს გადასარჩენად და შემოქმედთან აღდგენილი კავშირის შესანარჩუნებლად. მითუმეტეს დღეს, როდესაც განსაკუთრებით დამძიმდა დრო და ჩვენი ცოდვებიც, აუცილებელია მაცხოვრის მიერ ბოძებული ასევე უდიდესი საიდუმლოც სინანულისა, რომლის მადლითაც უფალი შეიწირავს რა ჩვენს გულწრფელ აღსარებას, ღირსგვყოფს დაუსჯელად მივიღოთ წმინდა ზიარება და ცოდვებიც აღგვეხოცოს.
ჩვენი ცხონებისთვის, - ფიზიკური და სულიერი სიკვდილისაგან გათავისუფლებისათვის, - ქრისტიანად გახდომა არ არის საკმარისი, რადგან მაცხოვარმა ზოგადადამიანური ბუნება გამოიხსნა და, როგორც სამოთხეში, ახლაც კვლავ თავისუფალი არჩევანი შემოგვთა...
იხილეთ სრულად
ჩვენი ცხონებისთვის, - ფიზიკური და სულიერი სიკვდილისაგან გათავისუფლებისათვის, - ქრისტიანად გახდომა არ არის საკმარისი, რადგან მაცხოვარმა ზოგადადამიანური ბუნება გამოიხსნა და, როგორც სამოთხეში, ახლაც კვლავ თავისუფალი არჩევანი შემოგვთავაზა.ჩვენი გადასაწყვეტია, რას მოვინდომებთ, - ისევ ცოდვებს დამონებულ ყოფას, თუ ცხოვრების იმ წესს, რომლის მაგალითიც ამქვეყნად ღმერთმა მოგვცა.
ანგელოზები მხოლოდ სულნი არიან. ადამიანი კი თავის თავში აერთიანებს სულსა და ხორცს, ანუ ხილულ და უხილავ სამყაროს. სხეულით იგი მატერიას (ნივთიერ, მცენარეულ და ცხოველურ სამყაროს) მოიცავს, სულით კი, – ანგელოზთა თანაზიარია. ბუნებითად ყო...
იხილეთ სრულად
ანგელოზები მხოლოდ სულნი არიან. ადამიანი კი თავის თავში აერთიანებს სულსა და ხორცს, ანუ ხილულ და უხილავ სამყაროს. სხეულით იგი მატერიას (ნივთიერ, მცენარეულ და ცხოველურ სამყაროს) მოიცავს, სულით კი, – ანგელოზთა თანაზიარია. ბუნებითად ყოვლისშემომკრები, ყოვლისმომცველი მხოლოდ უფალია. მან ინება, რომ ჩვენც მსგავსი პატივი გვქონოდა და ამიტომაცაა ადამიანის დანიშნულება განსაკუთრებული.
თანამედროვე მსოფლიოც ალტერნატივის წინაშე დგას, ან ბირთვული კატასტროფა, ანდა სახელმწიფოთა მშვიდობიანი თანაარსებობა. ჩვენ ყველანი მოწმენი ვართ იმისა, თუ როგორ დაარღვია სიმშვიდე და საერთაშორისო ცხოვრების რიტმი გამალებულმა შეიარაღე...
იხილეთ სრულად
თანამედროვე მსოფლიოც ალტერნატივის წინაშე დგას, ან ბირთვული კატასტროფა, ანდა სახელმწიფოთა მშვიდობიანი თანაარსებობა.ჩვენ ყველანი მოწმენი ვართ იმისა, თუ როგორ დაარღვია სიმშვიდე და საერთაშორისო ცხოვრების რიტმი გამალებულმა შეიარაღებამ. ცხადია, მომავალში შექმნილი ყოველი ახალი სისტემის იარაღი კიდევ უფრო გაამწვავებს მდგომარეობას და ბირთვული ომის საფრთხეს მოაახლოებს.