დიდი ძალა აქვს მოძღვრის, სულიერი მამის ლოცვებს. ძლიერ ვიტანჯებოდი სიამაყისათვის ეშმაკებისაგან, მაგრამ უფალმა მომცა მორჩილება და შემიწყალა მოძღვრის ლოცვით და ეხლა უფალმა გამიხსნა, რომ მათზე არის სულიწმიდა, ამიტომაც მე პატივს ვცემ მ...
იხილეთ სრულად
დიდი ძალა აქვს მოძღვრის, სულიერი მამის ლოცვებს. ძლიერ ვიტანჯებოდი სიამაყისათვის ეშმაკებისაგან, მაგრამ უფალმა მომცა მორჩილება და შემიწყალა მოძღვრის ლოცვით და ეხლა უფალმა გამიხსნა, რომ მათზე არის სულიწმიდა, ამიტომაც მე პატივს ვცემ მოძღვრებს. მათი ლოცვით ჩვენ ვღებულობთ სულიწმიდის მადლს და სიხარულს უფალზე, რომელსაც ჩვენ ვუყვარვართ.
მოძღვრის საშუალებით საიდუმლოებებში მოქმედებს სულიწმიდა. ამიტომ, როცა გამოდიხარ მოძღვრიდან, სული გრძნობს გამოცოცხლებას მშვიდობით და სიყვარულით მოყვასის მიმართ, ხოლო თუ გამოდიხარ მოძღვრიდან შეშფოთებული, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ არას...
იხილეთ სრულად
მოძღვრის საშუალებით საიდუმლოებებში მოქმედებს სულიწმიდა. ამიტომ, როცა გამოდიხარ მოძღვრიდან, სული გრძნობს გამოცოცხლებას მშვიდობით და სიყვარულით მოყვასის მიმართ, ხოლო თუ გამოდიხარ მოძღვრიდან შეშფოთებული, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ არასუფთად სთქვი აღსარება და თვითონ არ მიუტევე ძმას მთელი სულით შეცოდებანი მისი.
და უთხრა მათ: თქვენ მოგეცათ ღმრთის სასუფევლის საიდუმლოთა ცოდნა, ხოლო გარეშეთ ყველაფერი იგავით ეთქვმის.
რადგან თვალით მხედველნი ვერას ხედავენ და ყურით მსმენელნი ვერას ისმენდენ; რათა არ მოიქცნენ და არ მიეტევოთ ცოდვები.
თ...
იხილეთ სრულად
და უთხრა მათ: თქვენ მოგეცათ ღმრთის სასუფევლის საიდუმლოთა ცოდნა, ხოლო გარეშეთ ყველაფერი იგავით ეთქვმის.
რადგან თვალით მხედველნი ვერას ხედავენ და ყურით მსმენელნი ვერას ისმენდენ; რათა არ მოიქცნენ და არ მიეტევოთ ცოდვები.
თ. 3-4
უფლის ამაღლების შემდეგ მოციქულები დაბრუნდენ, როგორც სახარებაშია ნათქვამი, სიხარულითა დიდთა (ლუკ. 24, 52). უფალმა იცის, რა სიხარულიც მიანიჭა მათ და მათი სულებიც განიცდიდნენ ამ სიხარულს. პირველი სიხარული ის იყო, რომ მათ შეიმეცნეს ჭე...
იხილეთ სრულად
უფლის ამაღლების შემდეგ მოციქულები დაბრუნდენ, როგორც სახარებაშია ნათქვამი, სიხარულითა დიდთა (ლუკ. 24, 52). უფალმა იცის, რა სიხარულიც მიანიჭა მათ და მათი სულებიც განიცდიდნენ ამ სიხარულს. პირველი სიხარული ის იყო, რომ მათ შეიმეცნეს ჭეშმარიტი ღმერთი იესო ქრისტე. მეორე სიხარული, რომ მათ შეიყვარეს იგი. მესამე - მათ შეიმეცნეს მარადიული ზეციური ცხოვრება. მეოთხე სიხარული - მათ სურდათ სამყაროს გადარჩენა, როგორც საკუთარი თავისა. შემდეგ გახარებულნი იყვნენ იმი...
ჭეშმარიტი ქრისტიანები, რომლებმაც ამ წუთისოფელში მართალი ადამიანების ცხოვრებით იცხოვრეს, საშინელ სამსჯავროზეც ჩვეული თავმდაბლობით გამოიჩენენ თავს და ჰკითხავენ მიუკერძოებელ მსაჯულს: - "უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი, და დაგაპურეთ? ...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტი ქრისტიანები, რომლებმაც ამ წუთისოფელში მართალი ადამიანების ცხოვრებით იცხოვრეს, საშინელ სამსჯავროზეც ჩვეული თავმდაბლობით გამოიჩენენ თავს და ჰკითხავენ მიუკერძოებელ მსაჯულს: - "უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი, და დაგაპურეთ? ანდა მწყურვალი, და გასვით შენ? როდის გიხილეთ შენ უცხოდ და შეგიწყნარედ? ანდა შიშველი და შეგმოსეთ შენ?" უფალი უპასუხებს მათ: - "თქვენ ამას აკეთებდით მაშინ, როცა თქვენ შეეწეოდით ჩემს უძლურ ძმებს, მიუსაფრებს, გლახაკებს. ამას...
ერთ იგავში ხომ იცით რა უწოდა უფალმა წარმართებს, ურწმუნოებს ისინი ღორებს შეადარა. ღორთა და ძაღლთა მარგალიტი არ დაუყაროთო და იოანე ოქროპირი როგორც განმარტავს, ძაღლი არისო ათეისტი მწვალებელი, უღმერთო ადამიანი, ხოლო ღორი შეადარა სექტა...
იხილეთ სრულად
ერთ იგავში ხომ იცით რა უწოდა უფალმა წარმართებს, ურწმუნოებს ისინი ღორებს შეადარა. ღორთა და ძაღლთა მარგალიტი არ დაუყაროთო და იოანე ოქროპირი როგორც განმარტავს, ძაღლი არისო ათეისტი მწვალებელი, უღმერთო ადამიანი, ხოლო ღორი შეადარა სექტანტებს. ღორი ხომ ყველაფერს ჭამს, ყველაფერზე მიდის. აი, ხედავ, ცხვირწინ დაუდებ სახარებას, გადაუშლი გონების თვალს დაადებინებს ეუბნები, რომ ცდება; ის მაინც თავისას გაიძახის. ეს გავს იმ ღორს, რომელიც ყველაფერს კადრულობს, თვით...
ვინც სექტანტს შეუშვებს სახლში სარწმუნოებაზე სასაუბროდ - ეშმაკს უშვებს შინ! ბოროტი როცა სახლში შევა, მერე როდის იქნება მათი იქედან გასვლა. შენ კურთხევა ხომ არ გქონდა მღვდლისაგან რომ გექადაგა? როცა სექტანტს ელაპარაკები, მხოლოდ იმაში...
იხილეთ სრულად
ვინც სექტანტს შეუშვებს სახლში სარწმუნოებაზე სასაუბროდ - ეშმაკს უშვებს შინ! ბოროტი როცა სახლში შევა, მერე როდის იქნება მათი იქედან გასვლა. შენ კურთხევა ხომ არ გქონდა მღვდლისაგან რომ გექადაგა? როცა სექტანტს ელაპარაკები, მხოლოდ იმაში უნდა ამხილო, რაშიც სცდებიან. რადგან შენ დაუწყე მტკიცება, რომ ჩვენ მართლმადიდებლები უფრო მაგრები ვართო, ამით ამპარტავნების ბოროტი დაგცემს. "ნუ მისცემთ სიწმიდესა ძაღლთა, ნუცა დაუფენთ მარგალიტსა თქუენსა წინაშე ღორთა, ნუუკუ...
უფალმა მისცა ეკლესიას წმიდა მოძღვრები და ისინი მსახურებენ ქრისტეს სახეში. მათ აქვთ უფლება მიუტევონ ცოდვები სულიწმიდით. იქნებ შენ ფიქრობ: "როგორ შეიძლება ამა თუ იმ ეპისკოპოსში ან მოძღვარში იმყოფებოდეს სულიწმიდა, როცა მას უყვარს ჭამ...
იხილეთ სრულად
უფალმა მისცა ეკლესიას წმიდა მოძღვრები და ისინი მსახურებენ ქრისტეს სახეში. მათ აქვთ უფლება მიუტევონ ცოდვები სულიწმიდით. იქნებ შენ ფიქრობ: "როგორ შეიძლება ამა თუ იმ ეპისკოპოსში ან მოძღვარში იმყოფებოდეს სულიწმიდა, როცა მას უყვარს ჭამა ან აქვს ასევე სხვა უძლურება?" მაგრამ მე გეტყვი შენ: "ეს შესაძლებელია, თუ იგი არ ღებულობს ცუდ ზრახვებს." ასე რომ, თუმცა მას აქვს ზოგიერთი მანკიერება, მაგრამ ეს არ უშლის მადლს იცხოვროს მის სულში, მსგავსად იმისა, როგორც მ...
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მღვდელი ასრულებს მსახურებას სულიწმიდაში. ამიტომ ღვთისმოსავურად უნდა ვიყოთ მის წინაშე. მერწმუნეთ ძმებო, თუ ვინმეს მოუხდება სიკვდილი იმ დროს, როცა მასთან არის მღვდელი და ეტყვის მას მომაკვდავი: "მამაო წ...
იხილეთ სრულად
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მღვდელი ასრულებს მსახურებას სულიწმიდაში. ამიტომ ღვთისმოსავურად უნდა ვიყოთ მის წინაშე. მერწმუნეთ ძმებო, თუ ვინმეს მოუხდება სიკვდილი იმ დროს, როცა მასთან არის მღვდელი და ეტყვის მას მომაკვდავი: "მამაო წმიდაო, დამლოცე, რომ ვიხილო უფალი ზეციურ (დიდებაში) სამეუფოში" ხოლო მოძღვარი ეტყვის: "წადი შვილო, უცქირე უფალს", აუხდება მას მოძღვრის კურთხევა, იმიტომ რომ სულიწმიდა ცაში და დედამიწაზე ერთი და იგივეა.