ყველაზე დიდი ხელფასი, ნებისმიერი პროფესიის ადამიანებთან შედარებით, პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ. აქ უნდა მივიზიდოთ ყველაზე ნიჭიერი კადრები, ისეთნი, რომელნიც გამორჩეულნი იქნებიან არა მარტო ცოდნით, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ღრმა რწმენით...
იხილეთ სრულად
ყველაზე დიდი ხელფასი, ნებისმიერი პროფესიის ადამიანებთან შედარებით, პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ. აქ უნდა მივიზიდოთ ყველაზე ნიჭიერი კადრები, ისეთნი, რომელნიც გამორჩეულნი იქნებიან არა მარტო ცოდნით, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ღრმა რწმენით, სიყვარულით, დიდი მოთმინებით და სხვა კეთილი თვისებებით, რასაც შემდეგ ისინი თავიანთ მოსწავლეებს გადასცემენ.
ანუ ჩვენი ცხოვრება ქრისტეს რწმენითა და მისი მცნებებით განიმსჭვალება, ყოველგვარი დაბრკოლება, ყოველგვარი საშიშროება სხვა განზომილებაში გადადის და აღმოვაჩენთ, რომ უმძიმესი განსაცდელიც კი ჩვენი სიკეთისათვის ყოფილა უფლისგან დაშვებული. ...
იხილეთ სრულად
ანუ ჩვენი ცხოვრება ქრისტეს რწმენითა და მისი მცნებებით განიმსჭვალება, ყოველგვარი დაბრკოლება, ყოველგვარი საშიშროება სხვა განზომილებაში გადადის და აღმოვაჩენთ, რომ უმძიმესი განსაცდელიც კი ჩვენი სიკეთისათვის ყოფილა უფლისგან დაშვებული. ამის შეგნება ჩვენში სიმშვიდეს ასადგურებს და ღვთისადმი იმედით, მადლიერებითა და მორჩილებით განგვაწყობს.
ქვეცნობიერად ყველამ, მორწმუნემაც და ურწმუნომაც, მეტ-ნაკლებად იცის, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე მაინც გრძელდება. ამას იგი გრძნობს იმ წარუშლელი ღვთიური ნაპერწკალით, რომელიც თითოეულ ჩვენგანშია ჩადებული შემოქმედისაგან და რომლის საშუ...
იხილეთ სრულად
ქვეცნობიერად ყველამ, მორწმუნემაც და ურწმუნომაც, მეტ-ნაკლებად იცის, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე მაინც გრძელდება. ამას იგი გრძნობს იმ წარუშლელი ღვთიური ნაპერწკალით, რომელიც თითოეულ ჩვენგანშია ჩადებული შემოქმედისაგან და რომლის საშუალებითაც სიცოცხლის უკანასკნელ წამამდე რჩება შესაძლებლობა სინანულის, მოქცევისა და ღმერთთან შერიგებისა.
ფაქტია, ყველას გვინდა ძლიერი, განვითარებული ქვეყანა გვქონდეს. ამის მიღწევა კი მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ საზოგადოებაში სწორი ღირებულებათა სისტემა იარსებებს და ამ საფუძველზე მოხდება პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური პრობლ...
იხილეთ სრულად
ფაქტია, ყველას გვინდა ძლიერი, განვითარებული ქვეყანა გვქონდეს. ამის მიღწევა კი მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ საზოგადოებაში სწორი ღირებულებათა სისტემა იარსებებს და ამ საფუძველზე მოხდება პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური პრობლემების მოგვარება. დეზორიენტირებული საზოგადოება კი ქაოსში ჩაიძირება და სახელმწიფოს დიდად დააზარალებს.
განკაცების შემდგომ თავის თავში უკვე მარადიულად ატარებს ორ სრულიად განსხვავებულ, შეურევნელ ბუნებას: შეუქმნელობასა და შექმნილობას, დაუსაბამობასა და დასაბამიერობას, გარეშეუწერელობასა და გარეშეწერილობას; მკვდრეთით აღდგომამდე კი უკვდავ...
იხილეთ სრულად
განკაცების შემდგომ თავის თავში უკვე მარადიულად ატარებს ორ სრულიად განსხვავებულ, შეურევნელ ბუნებას: შეუქმნელობასა და შექმნილობას, დაუსაბამობასა და დასაბამიერობას, გარეშეუწერელობასა და გარეშეწერილობას; მკვდრეთით აღდგომამდე კი უკვდავებასთან ერთად ჰქონდა მოკვდაობაც, უვნებობასთან ერთად - ვნებულობაც, უხრწნადობასთან ერთად - ხრწნადობაც.
ვინც აქ 10-15 წუთით შემთხვევით შემოდის, რომელთაც არაფერი იციან ღვთის, მარადიული ცხოვრებისა და უკვდავი სულის შესახებ, იზიდავს უჩვეულო გარემო, ღვთისმსახურების მშვენიერება, საეკლესიო გალობა. ხოლო ის, ვინც დიდი რწმენითა და ღვთაებრივი ...
იხილეთ სრულად
ვინც აქ 10-15 წუთით შემთხვევით შემოდის, რომელთაც არაფერი იციან ღვთის, მარადიული ცხოვრებისა და უკვდავი სულის შესახებ, იზიდავს უჩვეულო გარემო, ღვთისმსახურების მშვენიერება, საეკლესიო გალობა. ხოლო ის, ვინც დიდი რწმენითა და ღვთაებრივი სიყვარულითაა გამთბარი, შეიგრძნობს გაცილებით სიღრმისეულსა და არსებითს, ვიდრე უბრალო ესთეტიკური სიამოვნებაა.
თუ გული სავსეა რწმენით, სასოებით, სიყვარულით, თუ იქ ადგილი არა აქვს შურსა და მტრობას, თუ გულს შეუძლია წყენის პატიება და ეგოიზმის ნაჭუჭში არ ჩაიკეტება, თუ მას სხვათა ტკივილის გაზიარება და მათთვის დახმარების ხელის გაწვდენა შეუძლია, ...
იხილეთ სრულად
თუ გული სავსეა რწმენით, სასოებით, სიყვარულით, თუ იქ ადგილი არა აქვს შურსა და მტრობას, თუ გულს შეუძლია წყენის პატიება და ეგოიზმის ნაჭუჭში არ ჩაიკეტება, თუ მას სხვათა ტკივილის გაზიარება და მათთვის დახმარების ხელის გაწვდენა შეუძლია, შეიმოსება ჭეშმარიტი ბედნიერებით, რომელსაც დრო ვერ განაქარვებს, რადგან ასეთი გული სულიწმიდის ტაძრად იქცევა.