სულიერ სიყვარულში იმაზე მეტი სიბრძნეა, ვიდრე ფილოსოფოსთა მთელ წიგნებში. მასში იმაზე მეტი სილამაზეა, ვიდრე ფილოსოფოსთა მთელ წიგნებში. მასში იმაზე მეტი სილამაზეა, ვიდრე მუზეუმის კარს იქით შენახულ ხელოვნების ნაწარმოებებში. ეს სიყვარუ...
იხილეთ სრულად
სულიერ სიყვარულში იმაზე მეტი სიბრძნეა, ვიდრე ფილოსოფოსთა მთელ წიგნებში. მასში იმაზე მეტი სილამაზეა, ვიდრე ფილოსოფოსთა მთელ წიგნებში. მასში იმაზე მეტი სილამაზეა, ვიდრე მუზეუმის კარს იქით შენახულ ხელოვნების ნაწარმოებებში. ეს სიყვარული ჭეშმარიტი ცხოვრებაა ადამიანისა.
სიყვარული ღმრთისა დიდი და პირვეოლი მცნებაა ქრისტეს მოძღვრებისა და საფუძველი ქრისტიანული ცხოვრებისა. ამიტომაც უნდა ვზრუნავდეთ, რომ იგი არ შეირყეს ჩვენში და მასთან ერთად ჩვენი სულიერი ცხოვრებაც.
სიყვარულის საქმეები დროის საზღვარს სცილდება, ამიტომ გვეჩვენება, რომ იგი პასიურია. მოვალეობის საქმეები შემოსაზღვრულია მოვლენებითა და სიტუაციებით, ამიტომ გვეჩვენება, რომ იგი შემოქმედებითია.
როდესაც საუბარია ზოგადად ცოდვაზე და მის მიერ მოწევნულ ტანჯვაზე უნდა შევიმეცნოთ შემდეგი: როგორც აღვნიშნეთ ეს არის მოქმედება, რომელიც პირველად მოიმოქმედეს ევამ და ადამმა ედემის ბაღში. ასე შომოვიდა იგი ქვეყნიერებასა და და პირველი ად...
იხილეთ სრულად
როდესაც საუბარია ზოგადად ცოდვაზე და მის მიერ მოწევნულ ტანჯვაზე უნდა შევიმეცნოთ შემდეგი: როგორც აღვნიშნეთ ეს არის მოქმედება, რომელიც პირველად მოიმოქმედეს ევამ და ადამმა ედემის ბაღში. ასე შომოვიდა იგი ქვეყნიერებასა და და პირველი ადამიანის მემკვიდრეობაში. ამ განშორებამ შემდგედ წარმოშვა მრავალი ამდაგვარი მოქმედება კაცობრიობაში. ათი მცნების შემოსვლამ ამხილა ცოდვა, რომელიც საყოველთაო საღმრთო წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ცოდვის, როგორც უწესრ...
რა არის ცოდვა, რას მოაკვდინებს იგი ადამიანში და რა შედეგები მოაქვს. თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ ცოდვა ან ბოროტება არც სუბსტანციაა და არც არსება. "ცოდვა არარაობაა" - წერს ნეტარი ავგუსტინე. "ცოდვა საკუთრივ სუბსტანცია არ არის" ...
იხილეთ სრულად
რა არის ცოდვა, რას მოაკვდინებს იგი ადამიანში და რა შედეგები მოაქვს. თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ ცოდვა ან ბოროტება არც სუბსტანციაა და არც არსება. "ცოდვა არარაობაა" - წერს ნეტარი ავგუსტინე. "ცოდვა საკუთრივ სუბსტანცია არ არის" - წმ. გრიგოლ ნოსელი. უფრო მეტიც, წმ. მაქსიმე აღმსარებელი გვამცნობს: დემონებიც კი არ არიან ბუნებით ბოროტნი, არამედ ამგვარნი ხდებიან საკუთარი ბუნებითი ძალების არასწორად გამოყენებით". ცოდვა, როგორც აღვნიშნეთ, ჩვენი თავისუფ...
უფლისადმი უდიდესი სიყვარული ვერ ჰგუობს წუთისოფელს, უცხოობს საზოგადოებას, ეძებს განმარტოებას. ამგვარმა სიყვარულმა უბიძგა ათასობით სულს გადაეხვია წუთისოფლის ფართო გზიდან და წასულიყო უდაბნოში, რათა განმარტოებულიყო საყვარელ ღმერთთან. ...
იხილეთ სრულად
უფლისადმი უდიდესი სიყვარული ვერ ჰგუობს წუთისოფელს, უცხოობს საზოგადოებას, ეძებს განმარტოებას. ამგვარმა სიყვარულმა უბიძგა ათასობით სულს გადაეხვია წუთისოფლის ფართო გზიდან და წასულიყო უდაბნოში, რათა განმარტოებულიყო საყვარელ ღმერთთან. რათა საიდუმლოდ შეხვედროდა შემოქმედს, რომელიც სიყვარულია სახელითაც და არსებითაც. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ღვთის ხილვისა და მასთან შეხვედრის ღირსნი რომ გახდნენ, ბერები და მონაზვნები ტვირთულობენ მარხვასაც, შრომასაც, თავმ...
უფლისადმი სიყვარული ისეთია, რომ სურს ყველა ადამიანი გადარჩეს და მარადიულად იყოს მასთან ზეცად, უცქიროს მის დიდებას. ამ დიდებას სრულიად ჩვენ ვერ ვხედავთ, მაგრამ სულიწმიდით ნაწილობრივ შევიმეცნებთ. ვინც არ შეიმეცნა სულიწმიდა, იგი ვერ ...
იხილეთ სრულად
უფლისადმი სიყვარული ისეთია, რომ სურს ყველა ადამიანი გადარჩეს და მარადიულად იყოს მასთან ზეცად, უცქიროს მის დიდებას. ამ დიდებას სრულიად ჩვენ ვერ ვხედავთ, მაგრამ სულიწმიდით ნაწილობრივ შევიმეცნებთ. ვინც არ შეიმეცნა სულიწმიდა, იგი ვერ გულისხამჰყოფს ამ დიდებას, მხოლოდ სწამს აღთქმა უფლისა და იცავს მცნებებს მისას. მაგრამ ისინიც ნეტარნი არიან, როგორც უთხრა უფალმა მოციქულ თომას. (იოან. 20, 29) და იქმნებიან ისინი თანაბარნი იმათი, რომელთაც ჯერ კიდევ აქ იხილე...
ქრისტიანული სიყვარულის მიზანი ქვეყნიური ცხოვრების საზღვრებს სცილდება; ის თავისთავად ღვთის სასუფევლიდან გამომავალი სხივია, იგი განმსჭვალავს და გასცდება მიწიერი სამყაროს ყოველგვარ საზღვარსა და პირობითობას, რამდენადაც მისი მამოძრავებ...
იხილეთ სრულად
ქრისტიანული სიყვარულის მიზანი ქვეყნიური ცხოვრების საზღვრებს სცილდება; ის თავისთავად ღვთის სასუფევლიდან გამომავალი სხივია, იგი განმსჭვალავს და გასცდება მიწიერი სამყაროს ყოველგვარ საზღვარსა და პირობითობას, რამდენადაც მისი მამოძრავებელი ძალა, ისევე როგორც მისი მიზანი და როგორც მისი მწვერვალი არის ღმერთში; და ჩვენ ვიცით, რომ ერთადერთი მარადიული და ყოვლისშემცვალებელი გამარჯვება ამ ქვეყანაში, რომელიც “ბოროტებაზედ ძევს”, ეს სიყვარულის გამარჯვებაა.
უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მოწაფეებთან საუბარში ჭეშმარიტი ქრისტიანობის ერთ უცილობელ მცნებად დაუდვა ურთიერთსიყვარული: “ამით სცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყუარებოდით ურთიერთას” (იოანე 13, 35).
ურთიერთსიყვარული...
იხილეთ სრულად
უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მოწაფეებთან საუბარში ჭეშმარიტი ქრისტიანობის ერთ უცილობელ მცნებად დაუდვა ურთიერთსიყვარული: “ამით სცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყუარებოდით ურთიერთას” (იოანე 13, 35).
ურთიერთსიყვარული ზრუნვაა ურთიერთსარგებლობაზე, ვის, სადაც, როდის და რამდენიც ძალუძს. ესაა ჭეშმარიტი სიყვარულის ნიშანი, რომ მას არ შეუძლია გულგრილი იყოს იქ, სადაც შემთხვევა ეძლევა სარგებლობა მოუტანოს და ასიამოვნოს საყვარელი პიროვნება.