ამპარტავნება საშინელი სულიერი დაავადებაა, რომელიც ძალიან ძნელად იკურნება. ღმერთის წინაშე არ არსებობს მასზე უფრო საძაგელი ცოდვა. წმიდა მამები მას "სატანის თესლს" უწოდებენ
მწერთ, ჩემს სულიერ მამას ვესაუბრე და ბევრი რამ ვუთხარიო საკუთარ თავზე, მან კი პირდაპირ მითხრა, ამპარტავანი და ცუდმედიდი ხარო. სრულიადაც არა ვარ ამპარტავანი, მაგრამ დაჩაგრულის თამაშს და კუდის ქიცინს ვერ ვიტან მეთქი, ვუთხარი... ყოჩა...
იხილეთ სრულად
მწერთ, ჩემს სულიერ მამას ვესაუბრე და ბევრი რამ ვუთხარიო საკუთარ თავზე, მან კი პირდაპირ მითხრა, ამპარტავანი და ცუდმედიდი ხარო. სრულიადაც არა ვარ ამპარტავანი, მაგრამ დაჩაგრულის თამაშს და კუდის ქიცინს ვერ ვიტან მეთქი, ვუთხარი... ყოჩაღ, მშვენივრად გაგიციათ პასუხი! დაე, იცოდნენ, ვისთან აქვთ საქმე. შეხედე ერთი რა უთქვამს?! თანაც პირდაპირ! ახლა კი მეც დაგიმატებთ: სწორედ თქვენი შეპასუხებაა საუკეთესო დასტური იმისა, რომ ამპარტავანი ხართ. ეს შეპასუხება სიმდ...
ოდესღაც ეს უგუნური მაცდური საკუთარ გულში აღმოვაჩინე, ის თავისი დედის მხრებზე იყო შემომჯდარი. მე ისინი მორჩილების მახით მოვინადირე, სიმდაბლით ვტანჯე და გამოვკითხე, თუ რომელი კარით შემოვიდნენ ჩემში. რადგანაც ძლიერად დავტანჯე, მიპასუ...
იხილეთ სრულად
ოდესღაც ეს უგუნური მაცდური საკუთარ გულში აღმოვაჩინე, ის თავისი დედის მხრებზე იყო შემომჯდარი. მე ისინი მორჩილების მახით მოვინადირე, სიმდაბლით ვტანჯე და გამოვკითხე, თუ რომელი კარით შემოვიდნენ ჩემში. რადგანაც ძლიერად დავტანჯე, მიპასუხეს: ჩვენ დასაწყისი არა გვაქვს, არც ვშობლივართ, რადგან თვით ვართ ყოველგვარი ვნების მშობელნი. ჩვენ მორჩილების მიერ შობილი გულის ძლიერი შემუსვრილება გვამარცხებს, რადგან არავისი მორჩილება არ გვისწავლია. იმიტომ, რომ ზეცაშიც ...
18. ერთ ამპარტავან ყრმას სულიერი მოხუცებული განსწავლიდა, მან კი სიბრმავით მიუგო: - შემინდე, მამაო, მე ამპარტავანი არა ვარ. - ყოვლადბრძენმა ბერმა კი უთხრა: - შეგინდოს უფალმა, თუ რამ შეგიცოდავს, შვილო, ნამდვილად დამარწმუნე, რომ ამპა...
იხილეთ სრულად
18. ერთ ამპარტავან ყრმას სულიერი მოხუცებული განსწავლიდა, მან კი სიბრმავით მიუგო: - შემინდე, მამაო, მე ამპარტავანი არა ვარ. - ყოვლადბრძენმა ბერმა კი უთხრა: - შეგინდოს უფალმა, თუ რამ შეგიცოდავს, შვილო, ნამდვილად დამარწმუნე, რომ ამპარტავანი ხარ, რადგან ამბობ, ამპარტავანი არა ვარო.19. ასეთებისთვის ძალიან სასარგებლოა მორჩილება, უპატიობაში ცხოვრება და წმინდა მამათა ზებუნებრივი მოღვაწეობის კითხვა, იქნებ ამით მაინც მოიპოვონ ცხონების მცირეოდენი იმედი
ამპარტავნება ღვთის უარყოფაა და ეშმაკთან მეგობრობა, ადამიანის შეურაცხმყოფელი, განკითხვის დედა, ქების ნაშობი, უნაყოფობის ნიშანი, ღვთის შეწევნის განმდევნელი, შეშლილობის წინამორბედი, დაცემათა მიზეზი, გულისწყრომის წყარო, ორგულობის კარი...
იხილეთ სრულად
ამპარტავნება ღვთის უარყოფაა და ეშმაკთან მეგობრობა, ადამიანის შეურაცხმყოფელი, განკითხვის დედა, ქების ნაშობი, უნაყოფობის ნიშანი, ღვთის შეწევნის განმდევნელი, შეშლილობის წინამორბედი, დაცემათა მიზეზი, გულისწყრომის წყარო, ორგულობის კარი, ეშმაკთა სიმტკიცე, ცოდვათა მცველი, უმოწყალობის მშობელი, მოწყალების უცოდინრობა, მწარე მოპასუხე, ულმობელი მსაჯული, ღვთის მოწინააღმდეგე და გმობის საფუძველი
რომელი სათნოებაც გონების გარეშე აღასრულე, მხოლოდ ის სათნოებებია შენი და მით აღიმაღლე თავი, ხოლო რისთვისაც გონება მოიხმარე, ისინი შენი არ არის, რადგან გონება ღვთისაგან მოგეცა; რა ღვაწლიც შენი ხორცის გარეშე გიტვირთავს, მხოლოდ ისინია...
იხილეთ სრულად
რომელი სათნოებაც გონების გარეშე აღასრულე, მხოლოდ ის სათნოებებია შენი და მით აღიმაღლე თავი, ხოლო რისთვისაც გონება მოიხმარე, ისინი შენი არ არის, რადგან გონება ღვთისაგან მოგეცა; რა ღვაწლიც შენი ხორცის გარეშე გიტვირთავს, მხოლოდ ისინია შენი გულმოდგინების ნაყოფი, ხოლო რაც შენი ხორცით ქმენ, ის შენი არ არის, არამედ ღვთის მიერ არიან დაბადებულნი
რაც უფრო ვიწროა ჰორიზონტი, მით მეტია მღელვარება. რაც უფრო ფართოა ჰორიზონტი, მით ნაკლებია მღელვარება. რაც უფრო ვიწროა ჰორიზონტი, მით მეტია წარმოდგენა საკუთარ თავზე. რაც უფრო ფართოა ჰორიზონტი, მით უფრო ნაკლებია წარმო...
იხილეთ სრულად
რაც უფრო ვიწროა ჰორიზონტი, მით მეტია მღელვარება.რაც უფრო ფართოა ჰორიზონტი, მით ნაკლებია მღელვარება.რაც უფრო ვიწროა ჰორიზონტი, მით მეტია წარმოდგენა საკუთარ თავზე.რაც უფრო ფართოა ჰორიზონტი, მით უფრო ნაკლებია წარმოდგენა საკუთარ თავზე.თუკი ჭის ქედმაღალი გომბეშო ოკეანის ნაპირას აღმოჩნდებოდა, იგი განიკურნებოდა ქედმაღლობისაგან
ამპარტავნება იწყება იქ, სადაც პატივმოყვარეობა თავდება, მისი საშუალო მდგომარეობა მოყვასის შეურაცხყოფა, საკუთარი შრომის უსირცხვილოდ წარმოჩინება და თავის გულში ქებაა, ამასთან - მხილების სიძულვილი. მისი უმაღლესი მდგომარეობა არის ღვთის...
იხილეთ სრულად
ამპარტავნება იწყება იქ, სადაც პატივმოყვარეობა თავდება, მისი საშუალო მდგომარეობა მოყვასის შეურაცხყოფა, საკუთარი შრომის უსირცხვილოდ წარმოჩინება და თავის გულში ქებაა, ამასთან - მხილების სიძულვილი. მისი უმაღლესი მდგომარეობა არის ღვთის შემწეობის უარყოფა, საკუთარ საქმეებზე სიხარული, თავის თავზე მინდობა და ეშმაკეული გონება
ჩვენში ქრისტეს შემოსვლას ჩვენი ამპარტავნული გულისსიტყვების, სიტყვებისა და საქმეების ბორცვები და მთები ეწინააღმდეგება, რამეთუ ქრისტე არ მიდის იქ სადაც ამპარტავნება აღმართულა, წმიდა წერილის თანახმად: "არაწმინდა არს წინაშე უფლისა ყოვ...
იხილეთ სრულად
ჩვენში ქრისტეს შემოსვლას ჩვენი ამპარტავნული გულისსიტყვების, სიტყვებისა და საქმეების ბორცვები და მთები ეწინააღმდეგება, რამეთუ ქრისტე არ მიდის იქ სადაც ამპარტავნება აღმართულა, წმიდა წერილის თანახმად: "არაწმინდა არს წინაშე უფლისა ყოველი მაღალი გულითა" (იგავ. 16,6)"
როდესაც ეშმაკი თავის მსახურთა შორის ადგილს დაიმკვიდრებს, ძილში გამოეცხადება მათ, ან მღვიძარეთაც - ანგელოზის ან მოწამეთა სახით, დაფარულს ამცნობს და თითქოსდა მადლს მიანიჭებს, რათა შეაცდინოს ეს უბადრუკნი და სრულიად დააკარგინოს გონება