ჩვენ მუდამ ველით, რომ შეგვაქებენ და კეთილად მოგვიხსენიებენ და როდესაც ეს ჩვენი მოლოდინი არ მართლდება, ვღიზიანდებით, გვწყინს, სიმშვიდე გვეკარგება, თავის ამაღლების წყურვილით აღვსილნი შურით შევსცქერით სხვა ადამიანების ღირსებებსა და ს...
იხილეთ სრულად
ჩვენ მუდამ ველით, რომ შეგვაქებენ და კეთილად მოგვიხსენიებენ და როდესაც ეს ჩვენი მოლოდინი არ მართლდება, ვღიზიანდებით, გვწყინს, სიმშვიდე გვეკარგება, თავის ამაღლების წყურვილით აღვსილნი შურით შევსცქერით სხვა ადამიანების ღირსებებსა და სრულყოფილებას. შეგვინდე უფალო.
როცა ღვთის ნებით მრავალი შეგაქებს, შენთან დაკავშირებულ ღვთის განგებას არაფერი სატრაბახო შეურიო, რათა ცვლილების შედეგად კვლავ საწინააღმდეგო არ დაგეუფლოს.
მოწყალების გაღების სიხარული უნდა ვისწავლოთ. ადამიანი სწორ პოზიციას იკავებს, თუ ის გაცემისას გახარებულია. მაშინ ის ქრისტეს „ქსელზეა გადართული“ და საღვთო სიხარულს ფლობს. სიხარული, რომელსაც იგი განიცდის, სულ ერთია, გასცემს რამეს თუ ე...
იხილეთ სრულად
მოწყალების გაღების სიხარული უნდა ვისწავლოთ. ადამიანი სწორ პოზიციას იკავებს, თუ ის გაცემისას გახარებულია. მაშინ ის ქრისტეს „ქსელზეა გადართული“ და საღვთო სიხარულს ფლობს. სიხარული, რომელსაც იგი განიცდის, სულ ერთია, გასცემს რამეს თუ ეხმარება ვინმეს, თავის თავში საღვთო ჟანგბადს შეიცავს, მაგრამ როდესაც ადამიანს ახარებს ის, რომ რაიმეს იღებს, ან და ის, რომ სხვები მისთვის მსხვერპლს იღებენ, მისი სიხარული მყრალი და სულის შემხუთველია. ადამიანები, რომლებიც სა...
ის, ვინც რაიმეს იღებს, ადამიანურ სიხარულს განიცდის, ხოლო ის, ვინც გასცემს, საღვთო სიხარულს მიიღებს. ჩვენ საღვთო სიხარულს გაცემა გვანიჭებს. მაგალითად, როდესაც ვინმე რაიმე წიგნს მაძლევს და ის ამ დროს სულიერად საღვთოდ ხარობს, მე კი, ...
იხილეთ სრულად
ის, ვინც რაიმეს იღებს, ადამიანურ სიხარულს განიცდის, ხოლო ის, ვინც გასცემს, საღვთო სიხარულს მიიღებს. ჩვენ საღვთო სიხარულს გაცემა გვანიჭებს. მაგალითად, როდესაც ვინმე რაიმე წიგნს მაძლევს და ის ამ დროს სულიერად საღვთოდ ხარობს, მე კი, წიგნის მიღეიბისას, ადამიანურ სიხარულს ვგრძნობ. ამ წიგნს თუ სხვას გადავცემ ჩემთან საღვთო სიხარული მოვა, ხოლო იგი, ვინც მას მიიღებს, ადამიანურად გაიხარებს. თავის მხრივ, სხვისთვის გადაცემისას საღვთო სიხარულს ისიც იგრძნობს, ...
თუკი ვინმე უბედურზე გული შეგტკივა და ეხმარები მას, იფიქრე თუ რა მსხვერპლს გაიღებდი, მის ადგილას თავად ქრისტე რომ ყოფილიყო. ამგვარად აბარებს ადამიანი გამოცდებს. მოყვასის სახეში მორწმუნე ქრისტეს ხედავს, ხოლო ქრისტე თვითონვე ამბობს, ...
იხილეთ სრულად
თუკი ვინმე უბედურზე გული შეგტკივა და ეხმარები მას, იფიქრე თუ რა მსხვერპლს გაიღებდი, მის ადგილას თავად ქრისტე რომ ყოფილიყო. ამგვარად აბარებს ადამიანი გამოცდებს. მოყვასის სახეში მორწმუნე ქრისტეს ხედავს, ხოლო ქრისტე თვითონვე ამბობს, რომ როდესაც რაიმეს აკეთებთ უბედურებისათვის, ამას აკეთებთ ჩემთვის. რა თქმა უნდა, თითოეულს მისთვის განკუთვნილი პატივი უნდა მივაგოთ, მაგრამ სიყვარული ყველასადმი ერთი და იგივე უნდა იყოს, მინისტრი და ღატაკი, გენერალი და ჯარის...
სიმდიდრეს, რომელიც ღარიბებზე არ გაიცემა, ჩვენი სულების ცხონებისათვის, სნეულთა ჯანმრთელობისათვის და მიცვალებულთა განსვენებისათვის, ადამიანისათვის დამანგრეველია. მოწყალება, რომელსაც ქვრივებს, ავადმყოფებს, ობლებს და სხვა საბრალოებს ვ...
იხილეთ სრულად
სიმდიდრეს, რომელიც ღარიბებზე არ გაიცემა, ჩვენი სულების ცხონებისათვის, სნეულთა ჯანმრთელობისათვის და მიცვალებულთა განსვენებისათვის, ადამიანისათვის დამანგრეველია. მოწყალება, რომელსაც ქვრივებს, ავადმყოფებს, ობლებს და სხვა საბრალოებს ვაძლევთ, ძალიან წაადგება ჩვენი გარდაცვლილი ახლობლების სულებს იმიტომ, რომ როდესაც მიცვალებულების სახელზე მოწყალებას გავცემთ, მისი მიმღები ამბობს: „ღმერთმა შეუნდოს, ღმერთმა აკურთხოს მისი სული“. თუკი ვინმე სნეულებისაგან იტან...
მოწყალების გაცემა აუცილებლად უნდა ხდებოდეს საიდუმლოდ. უნდა დავეხმაროთ არა პატივმოყვარეობის ან თავმოყვარეობის გამო, არც მადლიერების, ან უფლისაგან დაჯილდოვების მოლოდინში, არამედ მოყვასისადმი გულწრფელი სიყვარულის გამო. თუკი გავახმაურ...
იხილეთ სრულად
მოწყალების გაცემა აუცილებლად უნდა ხდებოდეს საიდუმლოდ. უნდა დავეხმაროთ არა პატივმოყვარეობის ან თავმოყვარეობის გამო, არც მადლიერების, ან უფლისაგან დაჯილდოვების მოლოდინში, არამედ მოყვასისადმი გულწრფელი სიყვარულის გამო. თუკი გავახმაურებთ ჩვენს კეთილ საქმეებს, ამით პატივმოყვარეობას კიდევ თვალთმაქცობასაც დავუმატებთ და მაშინ ეს მადლი ბოროტებად გადაგვექცევა.