ღმერთთან მიახლების საიდუმლო - ციტატები, გამონათქვამები
ღმერთთან მიახლების საიდუმლო - ციტატები, გამონათქვამები ღმერთთან მიახლების საიდუმლო, წიგნი, ციტატები
ლოცვა ყოფიერების საიდუმლოთა ამოხსნაა - იმ კვანძების გახსნა, კაცის გონებას რომ არ ძალუძს; ცოდვის ტყვეობისა და სოფლის ბორკილებისგან განთავისუფლება, საკუთარ გულში ჩაბუდებულ დემონთან ბრძოლა, იმ ბნელი ძალის შეკვრა, რომელიც სულს გულისსიტყვებისა და ვნებების მეშვეობით გარემოიცავს; სულის საუბარი მასთან, ვინც სიტყვაზე მაღლა დგას.
ლოცვა ყოველი სათნოების წყაროა, ლოცვა ფრთებია, კაცის ცად აღმყვანებელი, ლოცვა სულის მიერ შიშის ძლევა და მოწყინებისაგან განთავისუფლებაა, მარადიული სიხარულის წინასწარგანცდა და ზეციური იერუსალიმის დიდების აჩრდილია. ლოცვა იმ საიდუმლო გალობის ექოა, რომლითაც ანგელოზები ადიდებენ ღმერთს დღედაღამ; ლოცვა მიწის შვილთა კავშირია ზეცის მკვიდრებთან, ესაა მამისეული სახლის ფანჯრიდან გამომავალი სინათლე, შორი გზიდან დაბრუნებულს რომ ეგებება.
ლოცვა ყოფიერების საიდუმლოთა ამოხსნაა - იმ კვანძების გახსნა, კაცის გონებას რომ არ ძალუძს; ცოდვის ტყვეობისა და სოფლის ბორკილებისგან განთავისუფლება, საკუთარ გულში ჩაბუდებულ დემონთან ბრძოლა, იმ ბნელი ძალის შეკვრა, რომელიც სულს გულისსიტყვებისა და ვნებების მეშვეობით გარემოიცავს; სულის საუბარი მასთან, ვინც სიტყვაზე მაღლა დგას.
ლოცვა ყოველი სათნოების წყაროა, ლოცვა ფრთებია, კაცის ცად აღმყვანებელი, ლოცვა სულის მიერ შიშის ძლევა და მოწყინებისაგან განთავისუფლებაა, მარადიული სიხარულის წინასწარგანცდა და ზეციური იერუსალიმის დიდების აჩრდილია. ლოცვა იმ საიდუმლო გალობის ექოა, რომლითაც ანგელოზები ადიდებენ ღმერთს დღედაღამ; ლოცვა მიწის შვილთა კავშირია ზეცის მკვიდრებთან, ესაა მამისეული სახლის ფანჯრიდან გამომავალი სინათლე, შორი გზიდან დაბრუნებულს რომ ეგებება.
ლოცვისას ადამიანი ფერს იცვლის, ფერს იცვლის სამყაროც მის გარშემო. ლოცვა არის დედა და ასული სიყვარულისა, სიყვარულში კი მყოფობის სავსებაა მოქცეული.
უფალმა იტვირთა შენი ცოდვები, შენ კი მისი მცნებების შესრულება უნდა იტვირთო, რომლებსაც ღვთის მადლი მსუბუქ ტვირთად და ტკბილ უღლად აქცევს.
თემა: ცოდვა, მცნებები, მცნებათა დაცვა, მადლიავტორი: არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
წყარო: ღმერთთან მიახლების საიდუმლო
ცოდვებისა და ვნებების გამო ჩვენ ღმერთი უარვყავით; მაგრამ მან, თავად სიყვარულმა, კი არ უარგვყო ჩვენ, არამედ აიღო ჩვენი ცოდვები, ცხონების გზა გვიჩვენა და დაკარგული სამოთხე დაგვიბრუნა.
მადლობა უთხარი ღმერთს სიტყვის ნიჭისთვის და ლოცვის ნიჭისთვის, რომლებიც ყოველ არსს შორის ერთადერთს - ადამიანს მიეცა.
იფიქრე იმაზე, რომ ღმერთი, რომელიც ყოველივეშია და ყოველივეს განაგებს, ისმენს შენს ლოცვას, უფრო სწორად, შენი სულის ხმას; რომ ის, ვინც შექმნა მთელი სამყარო, შენ ისე გიგდებს ყურს, თითქოს ამქვეყნად მხოლოდ თქვენ ორნი არსებობდეთ.
უფალმა იტვირთა შენი ცოდვები, შენ კი მისი მცნებების შესრულება უნდა იტვირთო, რომლებსაც ღვთის მადლი მსუბუქ ტვირთად და ტკბილ უღლად აქცევს. უფალი განიჭებს ცხონებას, გაძლევს რა ცხონების საშუალებას, მაგრამ არ გართმევს თავისუფალ ნებას, შენ კი ამ ნებას ცოდვების გასამრავლებლად იყენებ! დღევანდელი დღე და დღევანდელი ლოცვა უფალმა ცხონებისათვის მოგცა, ეს დღე იქნება უკანასკნელიც აღმოჩნდეს შენთვის, ეს ლოცვა კი - შენი ცხოვრების დასასრული - წიგნის ბოლო გვერდივით... და თუ დღეს უგულებელყოფ ლოცვას, ღვთის მადლი მიგატოვებს და მაშინ ლოცვა აღარ მოგინდება: მისი არსებობაც კი დაგავიწყდება.
წარმოიდგინე, რომ შენ ხარ სასიკვდილოდ მსჯავრდადებული ტუსაღი, რომელიც დილეგშია ჩაგდებული და სასჯელს მოელის. სიკვდილი გარდაუვალი ჩანს. და ამ დროს ერთ-ერთი შენი მეგობარი ჩუმად მოუახლოვდა შენს ხაროს, თოკი ჩამოგიგდო და ჩაგჩურჩულა: "სასწრაფოდ ჩაეჭიდე ამ თოკს, ხელი არ გაუშვა და მე ამოგიყვანო".
ცოდვილი უხილავად უკვე ამ ცხოვრებაში იმყოფება დილეგში, რომელშიც თვითონ ჩაიგდო თავი ცოდვების გამო. ლოცვა ის მხსნელი თოკია, რომელსაც მას შეუძლია ჩაეჭიდოს და თავისუფლება მოიპოვოს. ადამიანი ისე უნდა ლოცულობდეს, თითქოს დაძაბული ყურადღებით ებღაუჭებაო არა თოკს, არამედ ლოცვის სიტყვებს; ხელით კი არა, გულით უნდა იჭერდეს ამ სიტყვებს. იგი გონებით უნდა შეუერთდეს ლოცვას, მისმა სულმა უნდა მოიცვას ლოცვა და, იმავე დროს, ლოცვის მეშვეობით იპოვოს თავისი სული.
თემა: ლოცვა, ლოცვისთვის მომზადება, ცოდვაავტორი: არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
წყარო: ღმერთთან მიახლების საიდუმლო
გონებისათვის მოწიწება იმის გაცნობიერებაა, თუ ვის მიმართავს კაცი: სასრული - უსასრულოს, ქმნილი - შემოქმედს, განსულიერებული თიხა - მას, ვინც შექმნა სამყარო და ვინც თვითონ განუზომლად მაღლა დგას ამ ქმნილებაზე.
გრძნობისათვის ღმერთისკენ მიქცევა არის სურვილი - ჭვრეტით შეეხოს სრულ, მარადიულ, უმაღლეს, გამოუთქმელ მშვენიერებას.
ნებისათვის ყურადღება ლოცვის სიტყვებზე შეჩერებაა, სულის დაცვა მიწიერი სახეებისა და გულისსიტყვებისაკენ, რომელთა მეშვეობითაც ეშმაკი, მყეფავი ძაღლის მსგავსად, ნიადაგ ცდილობს სულის გატყუებას ლოცვისგან.
ღვთის მადლის გარეშე კაცს არაფერი შეუძლია, ცოდვის გარდა; მეტიც, მას რაიმე კეთილის, ცხონების მომნიჭებელის მოფიქრებაც კი არ ძალუძს.
თემა: ცოდვა, მადლი, კეთილი საქმეები, სიკეთეავტორი: არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
წყარო: ღმერთთან მიახლების საიდუმლო
ყველაზე მტანჯველ განსაცდელს, ყველაზე მძიმე დანაკარგს სული მაშინ გრძნობს, როდესაც ჯერ მოიპოვებს ღვთის მადლს, მერე კი კარგავს მას. ჩვენმა წინაპრებმა ცოდვით დაცემის შემდეგ ნათლის შესამოსელი დაკარგეს და საკუთარი სიშიშვლე დაინახეს. ღვთის მადლის მოკლების შემდეგ ადამიანი საკუთარ სულში გრძნობს დამთრგუნველ სიცარიელეს, როგორც წინკარს სიკვდილისა.
თემა: განსაცდელები, მადლის დაკარგვაავტორი: არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
წყარო: ღმერთთან მიახლების საიდუმლო