ღმერთთან მიახლების საიდუმლო - ციტატები, გამონათქვამები
ღმერთთან მიახლების საიდუმლო - ციტატები, გამონათქვამები ღმერთთან მიახლების საიდუმლო, წიგნი, ციტატები
ლოცვა შეიძლება მოულოდნელად იშვას, როდესაც უბედურება ისე აფხიზლებს ადამიანს, თითქოს ღრმა ძილში ჩაძირულს ვიღაცამ ხელი ჰკრაო. მწუხარება აღებს მისი გულის კარს ლოცვისათვის, ჩაქუჩის დარტყმებით ამსხვრევს ქვის კუბოდ ქცეულ მის გულს. კაცი ხედავს, რომ ამქვეყნად ყველაფერი არარაობაა და მხოლოდ ღმერთშია ცხონება და სიცოცხლე; რომ წარმავალ და გაქრობის გზაზე შემდგარ სამყაროში ჭეშმარიტად მყოფობს ერთადერთი ღმერთი; ხოლო ამა სოფლის მირაჟებს, აჩრდილებსა და ზმანებებს შორის ჩაუმქრალი და მარადიული მხოლოდ საღმრთო ნათელია.
თემა: ლოცვა, უბედურება, მწუხარებაავტორი: არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
წყარო: ღმერთთან მიახლების საიდუმლო
ყველაზე მტანჯველ განსაცდელს, ყველაზე მძიმე დანაკარგს სული მაშინ გრძნობს, როდესაც ჯერ მოიპოვებს ღვთის მადლს, მერე კი კარგავს მას. ჩვენმა წინაპრებმა ცოდვით დაცემის შემდეგ ნათლის შესამოსელი დაკარგეს და საკუთარი სიშიშვლე დაინახეს. ღვთის მადლის მოკლების შემდეგ ადამიანი საკუთარ სულში გრძნობს დამთრგუნველ სიცარიელეს, როგორც წინკარს სიკვდილისა.
თემა: განსაცდელები, მადლის დაკარგვაავტორი: არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
წყარო: ღმერთთან მიახლების საიდუმლო
მართალნი ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ ლოცვა ყველაზე ძნელი საქმეა;
მართალნი ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ ლოცვა ყველაზე დიდი სიხარულის მომტანია;
მართალნი ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ ლოცვისას ადამიანი ჯოჯოხეთს ჩადის;
მართალნი ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ ლოცვისას ადამიანი ცამდე მაღლდება;
მართალნი ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ ლოცვისას ვნებები ურჩხულებივით გვესხმიან თავს;
მართალნი ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ ლოცვა სულის ღმერთთან შეხვედრაა;
მართალნი ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ ლოცვა განუწყვეტელი ბრძოლაა;
მართალნი ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ ლოცვა ზეციური მშვიდობაა;
ლოცვა არის სულის გასვლა სულიერ სამყაროში, სადაც ბნელი და ნათელი, სიკეთე და ბოროტება არა მარტო უფრო პოლარიზებულია, ვიდრე მატერიალურ სამყაროში, არამედ სულიერ არსებებად განსახიერდებიან და განხორციელდებიან. ამ სამყაროსთან შეხებისას სულს ძრწოლა იპყრობს - თითქოს რაღაც მისთვის უცნობი ცხოვრების კარს აღებდეს, სადაც ყველაფერი ახალი, უცნაური და საკვირველია. ამიტომაცაა ლოცვა საიდუმლო.
ვინც გულმოდგინედ ლოცულობს, ვინც არ ინდობს თავის თავს, უფრო სწორად, თავის "ძველ კაცს", ჩვენში რომ ცხოვრობს, ის ომში იწვევს უხილავ გველებს - ჯოჯოხეთის სულებს, შხამიანი ნესტარივით რომ გესლავენ მას ვნებებითა და ცოდვილი გულისსიტყვებით. მაგრამ თუ ლოცვისას კაცი მტკიცედ დგას და უკან არ იხევს, იგი ამ ბრძოლაში ღვთის შეწევნას გრძნობს, გრძნობს თითქოს ჩუმი სიხარულის გამონათებებს - ასე ჩანს ხოლმე, ალაგ-ალაგ საწვიმარ ღრუბლებს შორის ცის ლაჟვარდი. ამის შემდეგ სულს ლოცვა ეხსნება, როგორც ქრისტესთან ერთად გამარჯვების ანუ ქრისტეს მიერ ეშმაკის დათრგუნვის სიხარული. შეუძლებელია ამ მდგომარეობის სიტყვით გადმოცემა.
თემა: ლოცვა, სულიერი ბრძოლაავტორი: არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
წყარო: ღმერთთან მიახლების საიდუმლო
მართალნი ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ ლოცვა ყველაზე ძნელი საქმეა;
მართალნი ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ ლოცვა ყველაზე დიდი სიხარულის მომტანია;
მართალნი ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ ლოცვისას ადამიანი ჯოჯოხეთს ჩადის;
მართალნი ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ ლოცვისას ადამიანი ცამდე მაღლდება;
მართალნი ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ ლოცვისას ვნებები ურჩხულებივით გვესხმიან თავს;
მართალნი ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ ლოცვა სულის ღმერთთან შეხვედრაა;
მართალნი ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ ლოცვა განუწყვეტელი ბრძოლაა;
მართალნი ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ ლოცვა ზეციური მშვიდობაა;
სინანული სულის მიწისქვეშა წყლებია, ლოცვას რომ ასაზრდოებენ, უმისოდ ლოცვა უდაბნოს ქვიშასავით მშრალი და უსიცოცხლო იქნება. სინანული არა მარტო გარეგანი, შინაგანი ცრემლებიცაა - როგორც გულის ტკივილი: დაძაბული ლოცვის დროს გული უხილავად ღვრის სისხლს.
ლოცვაში მარტო სული კი არა, სხეულიც მონაწილეობს. ადამიანის მთელი არსება, როგორც ორბუნებოვანი ერთიანობის მქონე პიროვნება, ღვთის სადიდებლადაა მოწოდებული. თუ ლოცვისას კაცს თავი დაუდევრად უჭირავს, სული ყურადღების მოკრებას ვერ შეძლებს. მხოლოდ წარმართული ტიპის დუალიზმი (25) განყოფს სულს სხეულისაგან და მიიჩნევს, რომ სხეული სულისათვის წამოსასხამია, რომელიც ადამმა მხრებზე მოიგდო.
რაც უფრო დამდაბლდება კაცი ღვთის წინაშე, მით უფრო მეტ ადგილს უთმობს თავის სულში ღვთის მადლის მოქმედებას.
თემა: თავმდაბლობა, მადლის მოქმედებაავტორი: არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
წყარო: ღმერთთან მიახლების საიდუმლო
თემა: ლოცვა, ავადმყოფობა, სნეულებაავტორი: არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
წყარო: ღმერთთან მიახლების საიდუმლო
თემა: განუწყვეტელი ლოცვა, იესოს ლოცვა, ლოცვაავტორი: არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
წყარო: ღმერთთან მიახლების საიდუმლო