ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) - ციტატები, გამონათქვამები
ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) - ციტატები, გამონათქვამები ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი
ყოველთვის უნდა ვცდილობდეთ, ჩვენს გვერდით გონიერი ადამიანები იყვნენ, რათა მათთან ურთიერთობით ანალიტიკური აზროვნების უნარი გავიღრმავოთ, რაც უხეში შეცდომებისაგან დაგვიცავს.
ცოდვით დაცემამ დააშორა ადამიანი ღმერთს. თუ გვსურს უფალთან დაახლოება, ცოდვებისაგან თანდათანობითი განშორებითა და ჩვენი თავის შეცნობით უნდა დავიწყოთ.
მხოლოდ ღმერთს შეუძლია ზოგად-ყოფითი და ჩვენი პირადი პრობლემების მოგვარება და დახმარება, თუ, რა თქმა უნდა, გავხდებით ღირსნი მისი მოწყალებისა.
სიტყვით თუ საქმით, ყველგან და ყოველთვის, შესაძლებლობისამებრ აკეთეთ სიკეთე და იგი თქვენვე დაგიბრუნდებათ.
როდესაც სულს სიკვდილი ახსოვს, იგი ხდება მორჩილი და სრულიად მიეცემა ღვთის ნებას. მას ყველასთან მშვიდობა სურს, ყველას სიყვარულს ესწრაფის...
მორჩილის სული მსგავსია ზღვისა, რომლის ზედაპირსაც ჩაგდებული ქვა წუთიერად ოდნავ თუ ააღელვებს და მის სიღრმეში დაინთქმება. ასე იძირება მწუხარებაც მორჩილის გულში, რადგან მასთანაა ძალი ღვთისა.
სასწავლებელი, როგორც ხალხის მიერ დაქირავებული დაწესებულება, ვალდებულია, თავისი საქმიანობა საზოგადოების ინტერესების შესაბამისად წარმართოს და რადგანაც საზოგადოებას ფაქტობრივად ოჯახთა ერთობლიობა და ეკლესია (რომლის წევრია ჩვენი მოსახლ... იხილეთ სრულად