წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |...
სტომაქი თავშეკავებით დაიოკე და შეძლებ, რომ საკუთარი ბაგეც მოზღუდო; რადგან საკვების სიმრავლე ენას განამტკიცებს.
როცა მუცელს შევავიწროვებთ, გულიც დამდაბლდება; მაგრამ თუ სტომაქი საჭმლითაა სავსე, გულისთქმები ამაღლდებიან.
ნაყროვანს გულში საჭმელი და ხორაგი ეზმანება, გლოვიარეთა გულებს კი მარად საშინელი სამსჯავრო და სატანჯველი ეჩვენებათ სიზმრად.
იბატონე შენს სტომაქზე, სანამ თვითონ გაგიბატონდება და მაშინ იძულებული გახდები სირცხვილით მარხულობდე.
წამალი გულისწყრომისა არს სიყვარული გინებისა და კდემისა, ხოლო გალობა და მოწყალება და უპოვარება მომაშთობელ არიან მწუხარებისა.
მრისხანებაში მყოფი ადამიანი თავიდან ნებით ეძლევა ამ ვნებას, შემდეგ უკვე ჩვევაში გადაეზრდება. და ბოლოს უნებურად სრულიად დამარცხდება და შეიმუსრება მის მიერ.
ზოგჯერ მრისხანებისას ცბიერი ეშმაკები მალე გვშორდებიან, რათა ჩვენ დაუდევრად მოვეპყროთ ამ დიდ ვნებას და ამით ჩვენი დაავადება უკურნებელი გავხადოთ.
როდესაც განზრახვა მიგიზიდავს, რომ გამოსცადო, ან განსაჯო შენი წინამძღვარი, როგორც სიძვას, ისე განეშორე მას; ამ გველს არ შეუდრკე, ნუ მისცემ ადგილს, ნურც კარს გაუღებ, არამედ უთხარ მას: - "ჰოი, მაცდურო! მე კი არ უნდა განვსაჯო წინამძღვ... იხილეთ სრულად
მორჩილი, როგორც მკვდარი, არაფერს ეწინააღმდეგება და განსჯის, არც კეთილსა და არც თითქოსდა ბოროტს, რადგან ყველაფრისთვის პასუხს აგებს იგი, ვინც ღვთისმოსაობით მოაკვდინა მისი სული.