მლოცველი ყოველმხრივ უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ ლოცვა იპოვოს, მაგრამ დარწმუნებული არ უნდა იყოს, რომ ამგვარი ძალისხმევა უსათუოდ აპოვნინებს მას. უნდა სწამდეს, რომ თუ ღმერთი ინებებს, მიჰმადლებს ლოცვას, სხვაგვარად კი ადამიანი ვერაფერ...
იხილეთ სრულად
მლოცველი ყოველმხრივ უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ ლოცვა იპოვოს, მაგრამ დარწმუნებული არ უნდა იყოს, რომ ამგვარი ძალისხმევა უსათუოდ აპოვნინებს მას. უნდა სწამდეს, რომ თუ ღმერთი ინებებს, მიჰმადლებს ლოცვას, სხვაგვარად კი ადამიანი ვერაფერს შეძლებს.
ადამიანი იქამდე მიდის, რომ რწმუნდება – ღვთის გარეშე არაფერი გამოვა. ეს სწამს და ამბობს: „საკუთარი სისხლით მოვაწერ ხელს, რომ არარაობა ვარ და სიკეთის კეთება არ შემიძლია“. ჯერ ხელის მოწერაც კი არ აქვს დამთავრებული, რომ არარაობაა და მ...
იხილეთ სრულად
ადამიანი იქამდე მიდის, რომ რწმუნდება – ღვთის გარეშე არაფერი გამოვა. ეს სწამს და ამბობს: „საკუთარი სისხლით მოვაწერ ხელს, რომ არარაობა ვარ და სიკეთის კეთება არ შემიძლია“. ჯერ ხელის მოწერაც კი არ აქვს დამთავრებული, რომ არარაობაა და მაშინვე თავმოწონების გულისსიტყვებს ხედავს! და ფიქრობს: „ახლა, აი, ახლახან საკუთარი სისხლით ვამოწმებდი, რომ არარაობა ვარ და თავმოწონების გულისსიტყვამ როგორ შემომიტია?"ამგვარად, ცხადია, რომ სიმდაბლეც კი ღმერთმა უნდა მიჰმადლ...
სიმდაბლეც კი ღმერთმა უნდა მიჰმადლოს ადამიანს. მიუხედავად საკუთარი არარაობის შემეცნებისთვის გაწეული შრომისა, ისევ უფალმა უნდა მოგვცეს ამ არარაობის განცდა.
ნუ ვიტყვით: „არაფერი გამოგვივა“, თორემ მაშინ ვერ შევიძენთ ამ ლოცვას, რომელიც თავისი ტევადობით იმდენად დიდია, რომ ზეციურ საგნებს მოიცავს! მოდით, განვმარტოთ ეს: როცა ლოცვა ამოქმედდება, გონება ისეთი სუფთა, ნათელი, მოქნილი, ფრთაშეს...
იხილეთ სრულად
ნუ ვიტყვით: „არაფერი გამოგვივა“, თორემ მაშინ ვერ შევიძენთ ამ ლოცვას, რომელიც თავისი ტევადობით იმდენად დიდია, რომ ზეციურ საგნებს მოიცავს! მოდით, განვმარტოთ ეს:როცა ლოცვა ამოქმედდება, გონება ისეთი სუფთა, ნათელი, მოქნილი, ფრთაშესხმული ხდება, რომ ძალიან მაღლა ადის და ხვდება ღმერთს მთელი მისი მადლით! მაშინ გონებას სულიერ სახილველთა ჭვრეტის უნარი ეძლევა და ამბობს: „რომელი მათგანი ავირჩიო?!“და პირიქით, როცა გონება ლოცვით განათლებული არ არის, ძალზე მოუქნ...