ადამიანი სადაც არ უნდა მოხვდეს, სადაც არ უნდა იყოს, როგორი ცხოვრებაც არ უნდა ჰქონდეს, როცა ამ სასწაულთმოქმედი ლოცვით აღიჭურვება, ღვთის მადლს მოიპოვებს.
შესაბამისი სიმყუდროვის გარეშე ლოცვა ვერ მიიღებს იმ უფრო დიდ და უხვ, უცილობელ სხვადასხვა ნიჭს, რომლებიც მისგან მომდინარეობს. ერშიც და მთების სიმყუდროვეშიც ლოცვით ბევრის მიღწევა შეიძლება.
თავის იძულების გარდა სხვა არაფერი დაგვრჩენია. მუდმივად ვაიძულოთ თავი. როგორც დღევანდელმა გაკვეთილმა გვასწავლა, მთავარია, განუწყვეტლივ გულმოდგინედ ვილოცოთ: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“.
ადამიანი იქამდე მიდის, რომ რწმუნდება – ღვთის გარეშე არაფერი გამოვა. ეს სწამს და ამბობს: „საკუთარი სისხლით მოვაწერ ხელს, რომ არარაობა ვარ და სიკეთის კეთება არ შემიძლია“. ჯერ ხელის მოწერაც კი არ აქვს დამთავრებული, რომ არარაობაა და მ...
იხილეთ სრულად
ადამიანი იქამდე მიდის, რომ რწმუნდება – ღვთის გარეშე არაფერი გამოვა. ეს სწამს და ამბობს: „საკუთარი სისხლით მოვაწერ ხელს, რომ არარაობა ვარ და სიკეთის კეთება არ შემიძლია“. ჯერ ხელის მოწერაც კი არ აქვს დამთავრებული, რომ არარაობაა და მაშინვე თავმოწონების გულისსიტყვებს ხედავს! და ფიქრობს: „ახლა, აი, ახლახან საკუთარი სისხლით ვამოწმებდი, რომ არარაობა ვარ და თავმოწონების გულისსიტყვამ როგორ შემომიტია?"ამგვარად, ცხადია, რომ სიმდაბლეც კი ღმერთმა უნდა მიჰმადლ...