ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

უსაფუძვლოდ არ მიაკუთვნებენ თვითმოხიბლვის და სულიერი ხიბლის მდგომარეობას იმ მონაზვნების განწყობას, რომლებიც საერთოდ უარყოფენ გონებრივ ღვაწლს, ზურგს აქცევენ იესოს ლოცვას და კმაყოფილდებიან მხოლოდ გარეგნული ლოცვებით. ისინი არასოდეს აკლდებიან საეკლესიო მსახურებებს და ყოველთვის აღასრულებენ სასენაკო კანონებს, რომლებიც შედგება მხოლოდდამხოლოდ ფსალმუნთგალობებისა და ზეპირი, ხმამაღალი ლოცვითმეტყველებისაგან. ისინი ვერ შეძლებენ გაექცნენ "თვითშეფასებას", როგორც გვიხსნის ამას ბერი ვასილი წმ. გრიგორი სინელის წიგნის წინასიტყვაობაში, სადაც იშველიებს წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის სწავლებას. შემოპარული "თვითშეფასების" ნიშანი იმით მჟღავნდება, რომ მათ უჩნდებათ აზრი, თითქოს ისინი ყურადღებიან ცხოვრებას ეწევიან და სიამაყის გამო ზემოდან დაჰყურებენ სხვებს... ზეპირი და ხმამაღალი ლოცვები მაშინაა ნაყოფიერი, როცა ისინი ყურადღებასთანაა შერწმული, რაც ძალზე იშვიათად გვხვდება. ყურადღებას უპირატესად მხოლოდ იესოს ლოცვაში ვარჯიში აყალიბებს. უსაფუძვლოდ არ მიაკუთვნებენ თვითმოხიბლვის და


ქალწულება თვალისჩინივით დაიცავით

ქალწულებასა და უბიწოებას ღვთის წინაშე დიდი კადნიერება აქვს. ამიტომ სიცოცხლის მსხვერპლად გაღებაც რომ გახდეს საჭირო, ქალწულება თვალისჩინივით დაიცავით. მის შესანარჩუნებლად მუდმივად იმეორეთ იესოს ლოცვა და მოერიდეთ ცოდვის მიზეზებს, თვალს გაუფრთხილდით. ქალწულებასა და უბიწოებას ღვთის წინაშე დიდი

რა სარგებლობა მოაქვს იესოს ლოცვას?
ლოცვა - უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე, ცოდვილი, - რომელსაც გულში მუდამ წარმოვთქვამთ, აშთობს სიძვას, აოკებს მძვინვარებას, განდევნის მრისხანებას, განაქარვებს სევდას, განაშორებს კადნიერებას, სპობს სასოწარკვეთას, განდევნის უდებებას, განანათლებს გონებას, მოგვრის ცრემლებს...
ლოცვა - უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო

ასეთი გილისმიერი ლოცვა ორგვარად მოქმედებს: ზოგჯერ გონება ასწრებს და მარადი ხსოვნით მიეკვრება ღმერთს გულში: ზოგჯერ სიხარულის ცეცხლით აღრული ლოცვის განწყობა თავისთავად მიიზიდავს გონებას გულში და აიძულებს მას, უფალ იესოს მოუხმოს და მოკრძალებით დადგეს მის წინაშე (პირევლი ლოცვა გარჯას გულისხმობს, მეორე თავად მოქმედებს).
პირველ შეთხვევაში ლოცვის მოქმედება მჟღავნდება ვნებების ჩაცხრომით, მცნებების აღსრულების და გულის სითბოს მიხედვით, როდესაც გაძლიერებულად მოვუწოდებთ უფალ იესოს; მეორეში - სული გონებას გულში წარიტაცებს, დაიმეგობრებს მას იქ, სიღრმეში და ჩვეული ხეტიალისაგან განაშორებს. მაშინ გონება აღარ ჰგავს იერუსალიმიდან ასურეთში წარტყვენილ პყრობილს, პირიქით, ბაბილონიდან სიონში ბრუნდება და წინასარმეტყველთან ერთად ღაღადებს: "შენ გშუენის გალობაი ღმერთო, სიონს, და შენ მიგეცეს ლოცვაი იერუსალემს" (ფსალ. 64, 1). ლოცვის ამ ორი სახეობის მიხედვით, გონება ან მოქმედებს, ან ჭვრეტს: ქმედებისას ის ღვთის შეწევნით ვნებებს ამარცხებს, ხოლო ჭვრეტისას ღმერთს ხედავს, რამდენადაც ეს ადამიანს ძალუძს. ასეთი გილისმიერი ლოცვა ორგვარად მოქმედებს:

დროდადრო, როცა სულის წინააღმდეგ აღმდგარი ვნებები მხედრის, გონების ჩამოდგებას ლომობენ, როცა ყოველი ვნება თავს იღერებს, მაშინ პაროლს ეუბნები მათ: "გაჩუმდი, ენა ჩაიგდე! თუ არა, ჯოხს ავამუშავებ!"
მაგალითად, ეკლესიაში გულისსიტყვა მოგდის გახრჩობს: "რატომ გალობს შენი ძმა და არა შენ, ახლა ხომ შენი ჯერია?" შენ მას ეუბნები: "სჯობს ჩემმა ძმამ გაიხაროს და არა მე". გულისსიტყვას კი დაუჩემებია: "კი მაგრამ, რატომ, ასე ხომ სამართლიანი და სწორი იქნებოდა?" შენ უპასუხე: "ეშმაკო, დამეხსენი!" და გონებით იესოს ლოცვას ჩაუღრმავდი. მაცთური აღმდგარია, შენი გათანგვა უნდა "არა, მაინც რატომ?" კეთილი, - უთხარი - კეთილი!, გეტყვი რატომაც!"
და მყისვე ნებართვა აიღე, ეკლესიიდან გამოდი და შენს კელიას მიაშურე. იქ აიღე ჯოხი და რისხვით უთხარი: "აი, შენ "რატომ", ეშმაკო! აი, რატომ. ეს ის "სამართლიანობაა", რომელსაც შენ ითხოვდი. ჰოდა, მიიღე!" და როცა დაკოდავ მას შენსავე სხეულში, ამით ქრისტესთან უჩივი, როგორც შენი ტკივილის მიზეზს. აცახცახებული ეშმაკი გარბის; მოდის ქრისტე, აღგავსებს ნუგეშით, შეგიმსუბუქებს ვნებას, და შენ გამარჯვების ხელოვნებას სწავლობ დროდადრო, როცა სულის წინააღმდეგ აღმდგარი


რა არ ძალუძს იესოს სახელს!

წმინდა გრიგოლ პალამა ამბობს: როცა ლოცვას ჩასუნთქვითა და ამოსუნთქვით ვამბობთ, დროთა განმავლობაში ამოსუნთქვისას ნესტოებიდან სულიერი კეთილსურნელება იფრქვევა. ნამდვილად ასეა. ლოცვით წარმოიქმნება სურნელოვანი ჰაერი, რაც სხვა არაფერია, თუ არა ლოცვის ნაყოფი. ეს ქრისტეს სახელის წყალობით ხდება. რა არ ძალუძს იესოს სახელს! ქრისტეს სახელი განწმენდს პატიოსან ძღვენს. ქრისტეს სახელით გარდამოვა სულიწმიდა. ქრისტეს სახელით წმინდანები მკვდრებს აღადგენენ. ყველაფერი ქრისტეს სახელით აღესრულება. წმინდა გრიგოლ პალამა ამბობს: როცა ლოცვას

უფალი მოითხოვს წმინდა და სათნო გულს. ეს ხომ თქვენი მიზანიცაა! ამისკენ მიმართეთ მთელი თქვენი შრომა.
გულს, ვნებიანი აზრები, გრძნობები და სურვილები აუწმინდურებს. მაშ, ყურადღება მიაპყარით თქვენს გულს და როგორც კი შეამჩნევთ მასში რაიმე ვნებიან მოძრაობას, მყის აღკვეთეთ იგი. ამის საუკეთესო საშუალებაა იესოს ლოცვა. ასეთ შრომას შინაგანი ბრძოლა ეწოდება. მის გარეშე ვერ განიწმინდებით და ვერ გახდებით უფლისათვის სათნო.
გარეგნული მოღვაწეობის - განმარტოების, მარხვის, მღვიძარების, ლოცვის, სულიერი კითხვის გარეშე შინაგან ბრძოლაში წარმატების იმედი ნუ გექნებათ. თავდაუზოგავად მისდიეთ ამასაც. ძალა, რომლითაც გაწევთ ამ შრომას, სულის ცხონების ძლიერი წადილია. ეს წადილი ყველაფერში, რასაც ჯეროვნად მივიჩნევთ, ცოცხალ, ენერგიულ მოქმედებას მოითხოვს იმ იმედით, რომ ღვთის მადლი მუდამ შეგვეწევა. შრომა დიდია, მაგრამ ძალაც არანაკლები.
მოშურნეობა ჩვენგან, ხოლო მადლიანი შემწეობა კი ღვთისაგან. ესაა მთელი განწყობილება, რომელსაც ესწრაფვით. შედეგი რა იქნება?
თავგანწირული სიყვარული ღვთისა და და ღვთის გულისათვის ყველა ცოცხალი არსებისა. [გვ. 80] უფალი მოითხოვს წმინდა და სათნო გულს. ეს ხომ


განუწყვეტლივ ვუხმოთ საშველად ქრისტეს

ჩემო შვილებო, ღვთის სიყვარულისთვის გთხოვთ, ჩვენი იესოს ლოცვას სულ მცირე ხნითაც ნუ შეწყვეტთ. თქვენმა ბაგეებმა მუდმივად იჩურჩულოს ეშმაკისა და მისი მანქანების განმაქარვებელი იესოს სახელი. განუწყვეტლივ ვუხმოთ საშველად ქრისტეს და ის მთელი გულით მსწრაფლ შეგვეწევა. ჩემო შვილებო, ღვთის სიყვარულისთვის გთხოვთ

20. მართებს იმას, ვინც შინაგანად მორკინალობს, რომ ეს ოთხი ჰქონდეს წამსვე: სიმდაბლე, უკიდურესი ყურადღება, სიტყვისმგელბობა (ე.ი. სათანადო პასუხის გამცემლობა უკეთური გულისზრახვებისადმი ანუ ეშმაკის აზრისმიერი შემოტევებისადმი) და ლოცვა. კერძოდ, სიმდაბლე – იმიტომ, რომ, რადგან ამპარტავანი მეტოქეების – ეშმაკების წინააღმდეგ არის მისი ბრძოლა, ქრისტეს შეწევნა ჰქონდეს მას გულის ხელში, არის რა უფალი მოძულე ამპარტავნებისა; ყურადღება – იმიტომ, რომ თავისი გული მარადის უქონელი გახადოს მან ყოველგვარი გულისზრახვისა, თუნდაც რომ კარგი ჩანდეს იგი. სიტყვისმგებლობა – იმიტომ, რომ რაწამსაც ზუსტად შეიცნობს იგი მომსვლელს, მყისვე რისხვით შეეპასუხოს უკეთურს. „და პასუხს გავცემ, – ამბობს, – ჩემს ბოროტად შეურაცხმყოფლებს. განა ღმერთს არ დაემორჩილება ჩემი სული?“ (ფს. 61. 2). ლოცვა კი – იმიტომ, რომ სიტყისგების შემდეგ მყისვე უსიტყვო ამოკვნესით ღაღადყოს ქრისტეს მიმართ, და მაშინ იგი, მორკინალი, ნახავს მტერს დარღვეულს ანდა განდევნილს თაყვანსაცემი სახელის – იესოს – მიერ, როგორც ქარის მიერ – მტვერს ანდა კვამლს, მოსპობილს თავისი წარმოსახვითურთ (ე.ი. გაუჩინარებულს). მართებს იმას, ვინც შინაგანად მორკინალობს, რომ


ეშმაკი განსაკუთრებით ამ ლოცვას ესხმის თავს!

ეშმაკი ყველანაირ ლოცვას ებრძვის, განსაკუთრებით კი ასეთ ლოცვას ესხმის თავს. ადამიანი ნებისმიერ ლოცვას თავისუფლად ამბობს შინაგანი მეტყველებით, მაგრამ როცა იესოს ლოცვას იწყებს, ყველა ეშმაკი იქ იყრის თავს. ეშმაკი ყველანაირ ლოცვას ებრძვის

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3