იოსებ ათონელი (ისიხასტი) - ციტატები, გამონათქვამები
იოსებ ათონელი (ისიხასტი) - ციტატები, გამონათქვამები იოსებ ათონელი (ისიხასტი) | გამონათქვამები
ყოველი გასაჭირი, რომელიც გვაქვს, ადამიანთაგან იქნება იგი, დემონთა თუ ჩვენივე ბუნებისაგან, ფარულად ყოველთვის შეიცავს შესაბამის შენაძენს. და ვინც სულგრძელებით ითმენს, იღებს საზღაურს - აქ დაწინდვას, იქ კი აღსრულებას.
როდის ესმის ადამიანს სხვისი ტკივილი? როცა თავადაც ავად ხდება. როცა იმავეს განიცდის, მაშინ შეიცნობს და იგებს სხვის ტკივილს. სხვაგვარად სასტიკი რჩება და თუ ბუნებით კეთილი არ აღმოჩნდა, არავინ ეცოდება. მაგრამ ყველაფერი ის, რაც ბუნებით... იხილეთ სრულად
არ არსებობს უფრო მეტად კეთილსურნელოვანი მსხვერპლი ღმერთის წინაშე, ვიდრე სხეულის სიწმინდეა, რომელიც სისხლითა და სასტიკი ბრძოლით მოიპოვება.
ამ უბადრუკ და ვნებიან სხეულსაც, რომლითაც შემოსილნი ვართ და რომელსაც არ სურს ღმრთის მცნებებით ცხოვრება, აქ, მის მშობელ მიწაში დავტოვებთ. თავად კი, თავისუფალი ქროლვით, როგორც მაღლადმოლივლივე არწივები, დავეუფლებით წმინდა სავანეებს.
სულიწმიდის მადლი გვევლინება მრავალი სახით და სხვადასხვა გრძნობით გამოიხატება. სულიწმიდა წარმატებული ლოცვისა და სიფხიზლის ხელოვნების მეშვეობით მლოცველს ანიჭებს ცრემლს, სიხარულს, წინათმცნობელობის, წინამძღვრობისა და სამოციქულო ნიჭის ... იხილეთ სრულად
სულიც, რომელიც ღმერთმა იმგვარად შექმნა, რომ თუ ხშირად არ ისმენს ამაღლებულისა და საკვირველის შესახებ, ძილქუშსა და მცონარებას ეძლევა. და მხოლოდ ამგვარად: კითხვითა და ღირსეულ ამბავთა თხრობით განაგდებს დავიწყებას და ძველ შენობას განაა... იხილეთ სრულად
დაე, იფხიზლოს შენმა სულიერმა თვალმა და დაიცვას მიმოფანტვისგან, როგორც ხორციელი საგრძნობელი, უმთავრესად კი თვალი, ასევე სულიერიც, განსაკუთრებით კი გონება დაიცვას გაღიზიანებისგან. რადგანაც გრძნობების საშუალებით შემოდის ადამიანში სულ... იხილეთ სრულად
სიკეთეთა შორის უდიდესის - ნამდვილი სიწმინდის მისაღწევად საჭიროა გონების განწმენდა ცოდვის ოცნებებისა და აზრებისაგან. მხოლოდ ამგვარად შეძენილ სისპეტაკეს ექნება მყარი საძირკველი. თუ გვსურს, შევწყვიტოთ ურიგო საქმენი, მაგრამ შინა... იხილეთ სრულად
რასაც ღმერთს არ ვაძლევთ გამოსაყენებლად, იმას იყენებს სხვა. ამიტომაც მოგვცა უფალმა მცნება, - გიყვარდეს იგი მთელი სულით და გულით, რათა ეშმაკმა ვერ ჰპოვოს შენში ვერც ადგილი, ვერც მოსვენება.