ვიფხიზლოთ და ვუდარაჯოთ გულისსიტყვებს, რამეთუ დაცემა მათგან იწყება; საწყისშივე მხნედ შევებრძოლოთ და ნუ მივცემთ ნებას, რომ ჩვენი უდებების გამო ჩვენში დამკვიდრდნენ. ოცნებები გამოჩენისთანავე განვაგდოთ, შევრისხოთ ისინი, ხელთ ვიპყრათ სუ...
იხილეთ სრულად
ვიფხიზლოთ და ვუდარაჯოთ გულისსიტყვებს, რამეთუ დაცემა მათგან იწყება; საწყისშივე მხნედ შევებრძოლოთ და ნუ მივცემთ ნებას, რომ ჩვენი უდებების გამო ჩვენში დამკვიდრდნენ. ოცნებები გამოჩენისთანავე განვაგდოთ, შევრისხოთ ისინი, ხელთ ვიპყრათ სულიერი მახვილი - სახელი ღვთისა: "უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე". და იესო ტკბილიც, მოხმობისთანავე ჩვენს შემწედ მოდის და დემონებიც მაშინვე უკუიქცევიან. ვილოცოთ არა უდებებით, არამედ მხურვალედ და სულის სიღრმიდან შევღაღადოთ...
დრო ცოტა გვაქვს და არ ვიცით, თუ როდის განილევა იგი. ამიტომ ვიღვაწოთ, თავს ჩავუკვირდეთ და გულისწყრომითა და ძლიერი ლოცვით განვაგდოთ ყოველგვარი უკეთური გულისსიტყვა. დიდ სარგებელს შეგვძენს ცრემლთა დენაც - ის განწმედს და "უფროის თოვლის...
იხილეთ სრულად
დრო ცოტა გვაქვს და არ ვიცით, თუ როდის განილევა იგი. ამიტომ ვიღვაწოთ, თავს ჩავუკვირდეთ და გულისწყრომითა და ძლიერი ლოცვით განვაგდოთ ყოველგვარი უკეთური გულისსიტყვა. დიდ სარგებელს შეგვძენს ცრემლთა დენაც - ის განწმედს და "უფროის თოვლისა" განასპეტაკებს სულს. მხნედ ვიდგეთ, რამეთუ ჩვენი ბრძოლა მიმართულია ბნელეთის ძალთა წინააღმდეგ, რომლებიც არასდროს გადმოვლენ ჩვენს მხარეს და არც თავიანთ შემოტევებს შეასუსტებენ. ამიტომაც განვეწყოთ ბრძოლისთვის და ნუ მივეცემი...
ჩვენი ბრძოლა ადამიანის წინააღმდეგ როდია, რომელიც მრავალი ხერხით შეიძლება მოკლა, არამედ წყვდიადის მთავრობათა და ხელმწიფებათა მიმართ. მათთან იბრძვიან არა ნამცხვრებითა და მარმელადით, არამედ ცრემლისნ ნიაღვრებით, სულის ტკივილით, ვიდრე ...
იხილეთ სრულად
ჩვენი ბრძოლა ადამიანის წინააღმდეგ როდია, რომელიც მრავალი ხერხით შეიძლება მოკლა, არამედ წყვდიადის მთავრობათა და ხელმწიფებათა მიმართ. მათთან იბრძვიან არა ნამცხვრებითა და მარმელადით, არამედ ცრემლისნ ნიაღვრებით, სულის ტკივილით, ვიდრე სიკვდილამდე, უკიდურესი სიმდაბლითა და უდიდესი მოთმინებით, რომ სისხლი გდიოდეს ლოცვაში მომეტებული ღვაწლისაგან, რომ გამოფიტული ეცემოდე და კვირაობით ეგდო მძიმე ავადმყოფივით. და უარს ნუ იტყვი ბრძოლაზე, ვიდრე არ დაამარცხებ და ა...
სიკეთენი და მოწყალებანი და ყოველგვარი გარეგნული სათნოება როდი არბილებს გულის სიზვიადეს, არამედ გონებრივი ქმედება, სინანულის ტკივილი, შემუსვრილება და სიმდაბლე, ყოველივე ეს ამდაბლებს აზრთა უწესო მდინარებას.
სათნოებას ეჟვანი როდი აბია, რომ შემოჰკრა და შეიტყო მასზე. სათნოების ეჟანი შემწყნარებლობა, სულგრძელობა და მოთმინებაა. ყოველივე ეს მონაზვნისა და ყოველი ქრისტიანის სამკაულია.
როცა მრავალი გამოცდის შემდეგ რწმენა გაიმარჯვებს, მაშინ ცოდნა ფერს იცვლის და შობს, უფრო სწორად, მას ეძლევა სულიერი ცოდნის ნიჭი, რომელიც რწმენას არ უპირსპირდება, არამედ მისი ფრთებით მიფრინავს და საიდუმლოებათა სიღრმეებს იკვლევს. და ა...
იხილეთ სრულად
როცა მრავალი გამოცდის შემდეგ რწმენა გაიმარჯვებს, მაშინ ცოდნა ფერს იცვლის და შობს, უფრო სწორად, მას ეძლევა სულიერი ცოდნის ნიჭი, რომელიც რწმენას არ უპირსპირდება, არამედ მისი ფრთებით მიფრინავს და საიდუმლოებათა სიღრმეებს იკვლევს. და ამიერიდან ისინი - ცოდნა და რწმენა - განუყრელი დები არიან.
რისხვა თავისთავად ბუნებრივია. როგორც ნერვები სხეულში, ისე რისხვა - სულის ნერვია და მისით თითოეული ადამიანი უნდა სარგებლობდეს დემონების, ერეტიკოსთა და იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რაც დამარკოლებელია ღმრთის გზაზე. მაგრამ, თუკი ერთსულოვა...
იხილეთ სრულად
რისხვა თავისთავად ბუნებრივია. როგორც ნერვები სხეულში, ისე რისხვა - სულის ნერვია და მისით თითოეული ადამიანი უნდა სარგებლობდეს დემონების, ერეტიკოსთა და იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რაც დამარკოლებელია ღმრთის გზაზე. მაგრამ, თუკი ერთსულოვან ძმებზე მრიხსხანებ და წონასწორობადაკარგული შენსავე ნახელავს ანგრევ, იცოდე, რომ ცუდმედიდობით ხარ ავად და სულის ნერვს ბოროტად იყენებ. ხოლო მისგან განთავისუფლება შესაძლებელია ყველას მიმართ სიყვარულითა და ჭეშმარიტი სიმდაბლი...
არასდროს მინახავს, რომ რაიმე მრისხანებით გამოსწორებულიყო, არამედ ყოველთვის - სიყვარულით. მაშინ ისიც კი, ვისაც განსწავლი, მსხვერპლს იღებს. ამიტომ ასეც მოიქეცით. საკუთარი თავისგან აიღე მაგალითი; როდის ხდები თვინიერი? შეურაცხყოფისა თ...
იხილეთ სრულად
არასდროს მინახავს, რომ რაიმე მრისხანებით გამოსწორებულიყო, არამედ ყოველთვის - სიყვარულით. მაშინ ისიც კი, ვისაც განსწავლი, მსხვერპლს იღებს. ამიტომ ასეც მოიქეცით. საკუთარი თავისგან აიღე მაგალითი; როდის ხდები თვინიერი? შეურაცხყოფისა თუ სიყვარულისაგან?
მორჩილება სულის ბრძნობის დამორჩილებაა, რათა საკუთარ სიცუდეს დააღწიო თავი.
მორჩილებაა გახდე მონა, რათა იყო თავისუფალი. მცირე სასყიდლით იყიდე საკუთარი თავისუფლება. გახდი უზრუნველი და მხიარული.
და ნუ უსმენ იმ გულისსიტყვას...
იხილეთ სრულად
მორჩილება სულის ბრძნობის დამორჩილებაა, რათა საკუთარ სიცუდეს დააღწიო თავი.
მორჩილებაა გახდე მონა, რათა იყო თავისუფალი. მცირე სასყიდლით იყიდე საკუთარი თავისუფლება. გახდი უზრუნველი და მხიარული.
და ნუ უსმენ იმ გულისსიტყვას, რომელიც მძიმე ჟამს მონასტრიდან წასვლას გირჩევს.
ვინაიდან ვაღიარებ გულწრფელად, მთელი სიმტკიცით, სრული შეგნებით, რომ არ არსებობს ხსნის სხვა გზა, თავისუფალი ყოველგვარი ხიბლისა თუ მტრის მოქმედებისაგან, გარდა ამისა და თუკი ვინმეს სურს ცხონება და ტკბილი იესოს სწრაფი მოპოვება, მორჩილე...
იხილეთ სრულად
ვინაიდან ვაღიარებ გულწრფელად, მთელი სიმტკიცით, სრული შეგნებით, რომ არ არსებობს ხსნის სხვა გზა, თავისუფალი ყოველგვარი ხიბლისა თუ მტრის მოქმედებისაგან, გარდა ამისა და თუკი ვინმეს სურს ცხონება და ტკბილი იესოს სწრაფი მოპოვება, მორჩილება უნდა აღასრულოს. და ისეთი სიყვარულით უნდა შესცქეროდეს თავის ბერს, თითქოს ქრისტეს ხატს უმზერსო.