ხშირი ლოცვა ჩვევაში გადაიზრდება. ამის შემდეგ იგი დაუყოვნებლივ იქცევა მეორე ბუნებად და ხშირად გული და გონება უმაღლეს სულიერ მდგომარეობამდე მიჰყავს. წმინდა და ჭეშმარიტი ლოცვითი სიმაღლეების მისაღწევად ხშირი ლოცვა ერთადერთი საშუალებაა...
იხილეთ სრულად
ხშირი ლოცვა ჩვევაში გადაიზრდება. ამის შემდეგ იგი დაუყოვნებლივ იქცევა მეორე ბუნებად და ხშირად გული და გონება უმაღლეს სულიერ მდგომარეობამდე მიჰყავს. წმინდა და ჭეშმარიტი ლოცვითი სიმაღლეების მისაღწევად ხშირი ლოცვა ერთადერთი საშუალებაა და აგრეთვე საუკეთესო მეთოდია ლოცვაში მოსამზადებლად. ამასთან, ლოცვაში სრულყოფილების მიღწევის და შენი გადარჩენის ყველაზე უსაფრთხო გზაა
link
ჩვენი ზნეობრივი ძალები, თუ მათ ლოცვა მართავს, ყველა განსაცდელზე ძლიერი ხდება და მათზე იმარჯვებს.
შინაგანი ლოცვით ქმედება ესაა აიძულო თავი განუწყვეტლივ წარმოთქვა ლოცვა ბაგეებით, შეუსვენებლად. თავიდან სწრაფად, ისე, რომ გონებამ გაფანტვა ვერ მოასწროს, არამედ მხოლოდ ლოცვის სიტყვებს უგდოს ყური: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“. რო...
იხილეთ სრულად
შინაგანი ლოცვით ქმედება ესაა აიძულო თავი განუწყვეტლივ წარმოთქვა ლოცვა ბაგეებით, შეუსვენებლად. თავიდან სწრაფად, ისე, რომ გონებამ გაფანტვა ვერ მოასწროს, არამედ მხოლოდ ლოცვის სიტყვებს უგდოს ყური: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“. როცა ეს საკმაოდ დიდხანს გაგრძელდება, გონება ეჩვევა მას და უკვე თავად წარმოთქვამს. და ისე ტკბები, თითქოს ბაგეზე თაფლი გეცხოს. და სულ ამის წარმოთქმა გსურს და თუ შეწყვეტ, გული გწყდება.
link
შვილო ჩემო, იპყარ ხელთ ლოცვის საჭურველი და დაიცავი საღმრთო ციხესიმაგრე, რამეთუ მოღვაწეს ზეციურ იერუსალიმში ზეთისხილის რტოთი კი არა, მარადიული დიდების უჭკნობი გვირგვინით შეამკობენ.
ასეთი ღვაწლი ღირს, რადგან მისი წყალობით მოგე...
იხილეთ სრულად
შვილო ჩემო, იპყარ ხელთ ლოცვის საჭურველი და დაიცავი საღმრთო ციხესიმაგრე, რამეთუ მოღვაწეს ზეციურ იერუსალიმში ზეთისხილის რტოთი კი არა, მარადიული დიდების უჭკნობი გვირგვინით შეამკობენ.
ასეთი ღვაწლი ღირს, რადგან მისი წყალობით მოგებული დიდება უჭკნობია და მარადიული, ხოლო წარმავალისთვის მებრძოლი ათლეტების დიდება დროებითია და ამაო! ამიტომ, რაღაც გავიღოთ მსხვერპლად, რაღაცით გავიჭირვოთ, ვიღვაწოთ, რათა ჩვენც, უბადრუკებმა, განგვადიდოთ ღვთის წმიდა სახელი.
link
შვილნო ჩემნო, ღვთისადმი სიყვარულის გამო გთხოვთ, წამითაც არ შეწყვიტოთ ლოცვა, დაე, ბაგენი თქვენნი გამუდმებით ჩურჩულებდნენ იესოს სახელს – იგია ეშმაკის დამთრგუნველი და მისი ყველა ხრიკის დამარღვეველი. მოუკლებლად უხმობდეთ შემწეობისთვის ...
იხილეთ სრულად
შვილნო ჩემნო, ღვთისადმი სიყვარულის გამო გთხოვთ, წამითაც არ შეწყვიტოთ ლოცვა, დაე, ბაგენი თქვენნი გამუდმებით ჩურჩულებდნენ იესოს სახელს – იგია ეშმაკის დამთრგუნველი და მისი ყველა ხრიკის დამარღვეველი. მოუკლებლად უხმობდეთ შემწეობისთვის ქრისტეს და ისიც მეყსეულად, მთელი გულმოდგინებით გამოეშურება თქვენს დასახმარებლად.
როგორც გავარვარებულ რკინას ვერ მიუახლოვდები და შეეხები, ასევე ვერ გაეკარებიან დემონები სულს, რომელიც იესო ქრისტეს ლოცვით არის გამთბარი. მას...
link
როცა გონება ამას მიეჩვევა და გაძღება, კარგად ისწავლის, მაშინ აგზავნის მას გულში. რადგანაც გონება სულის მკვებავია და თუ რაიმე კარგს ან ცუდს შეიტყობს ან მოისმენს, მისი საქმეა ამისი გულში ჩაშვება, რომელიც ადამიანის სულიერი და ხორციელ...
იხილეთ სრულად
როცა გონება ამას მიეჩვევა და გაძღება, კარგად ისწავლის, მაშინ აგზავნის მას გულში. რადგანაც გონება სულის მკვებავია და თუ რაიმე კარგს ან ცუდს შეიტყობს ან მოისმენს, მისი საქმეა ამისი გულში ჩაშვება, რომელიც ადამიანის სულიერი და ხორციელი ცხოვრების ცენტრია და გონების ტახტი. მაშ ასე, როცა მლოცველი გონებას არ აძლევს იმის ნებას, რომ რაიმე წარმოიდგინოს, არამედ მხოლოდ ლოცვის სიტყვებს უგდოს ყური, მაშინ ის მსუბუქად სუნთქავს და გარკვეული ძალისმევითა და საკუთარი...
link
მხედველობიდან არ გამოგვრჩეს, რომ გონებით ლოცვას დემონები უმხედრდებიან და წინ ეღობებიან. ისინი ცდილობენ, ადამიანს გონება გაუფანტონ, რომ ამაოდ ილოცონ; საბრალო ადამიანის გონებას მრავალ სხვადასხვა აზრს ახვევენ, რათა წარიტაცონ ნაყოფი ლ...
იხილეთ სრულად
მხედველობიდან არ გამოგვრჩეს, რომ გონებით ლოცვას დემონები უმხედრდებიან და წინ ეღობებიან. ისინი ცდილობენ, ადამიანს გონება გაუფანტონ, რომ ამაოდ ილოცონ; საბრალო ადამიანის გონებას მრავალ სხვადასხვა აზრს ახვევენ, რათა წარიტაცონ ნაყოფი ლოცვისა და მლოცველს მხოლოდ ფოთლები – ხორციელი შრომა და ძალისხმევა მიუგდონ.
ამიტომ კეთილად ლოცვის მსურველს მართებს ლოცვის აღვლენამდე განაგდოს ყოველი საზრუნავი და გულისსიტყვა. დაე, გონება ზედამხედველად დააყენოს, რომ მან თვა...
link
ლოცვის მიზანია ადამიანი ღმერთთან შეაერთოს და მის გულში ქრისტე დაამკვიდროს.
ლოცვა უმთავრესი და უდიდესი ძალაა, რომელიც მლოცველს ააღორძინებს და მას სულიერ და ხორციელ სიჯანსაღეს ანიჭებს.
ლოცვა სუნთქვაა. თუ ადამიანი სუნთქავს, იგი ცოცხლობს, თავის ცხოვრებაზე ზრუნავს. ახალბედა მლოცველი მთელი თავისი ცხოვრების გამოსწორებას სულიერი მამის წინამძღვრობით იწყებს. როგორც ამომავალი მზე აღვიძებს, ანათებს და აცოცხლებს ქმნილებებს...
იხილეთ სრულად
ლოცვა სუნთქვაა. თუ ადამიანი სუნთქავს, იგი ცოცხლობს, თავის ცხოვრებაზე ზრუნავს. ახალბედა მლოცველი მთელი თავისი ცხოვრების გამოსწორებას სულიერი მამის წინამძღვრობით იწყებს. როგორც ამომავალი მზე აღვიძებს, ანათებს და აცოცხლებს ქმნილებებს, ისე მზე ნათლისა – ქრისტე – ლოცვის საშუალებით ადამიანის გონებასა და გულში ამობრწყინდება, აღვიძებს მას ნათელი და დაუღამებელი დღის (უფლის) საქმეთა საკეთებლად.
link