სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) - ციტატები, ამონარიდები
126. განჩინებაა ღვთისა, რომ ხორცის გაზრდის შემდეგ სული გონებით აღივსოს, რათა ადამიანმა კარგისა და ცუდისგან ღვთისთვის სათნო გამოირჩიოს, ხოლო ის სული, რომელიც კარგს არ აირჩევს, გონების არმქონეა. ასე რომ, ყველა სხეულს აქვს სული, მაგ... იხილეთ სრულად
131. ისევე როგორც მკვდარია სხეული სულის გარეშე, ასევე სულიც გონითობის გარეშე უმოქმედოა და არ ძალუძს მას, რომ ღმერთი დაიმკვიდროს (ე.ი. ღმერთი იწილხვედროს).
137. მიწაზე შეიქმნა ღვთის მიერ შობადობა და სიკვდილი, ცაში კი - წინაგანგება და კანონზომიერება, ყველაფერი კი ადამიანისა და მისი ცხონებისთვის დაიბადა. ღმერთმა, რომელიც უნაკლულოა ყოველგვარი სიკეთით, ადამიანთა გამო შექმნა ცა, მიწა და ს... იხილეთ სრულად
136. სული სოფელშია როგორც შობილი, გონება კი ზესოფლისაა როგორც უშობელი (იგულისხმება, რომ სული ამ სოფელში მოქმედებს და ამ სოფლისთვისაა "შობილი", ზრახავს რა ამსოფლისას, გონება კი ზეციურს იზრახავს და არ შეემსჭვალვის ამ სოფელს, ანუ არ ... იხილეთ სრულად
135. გონება სულში ჩნდება და ბუნება სხეულში. გონება სულის განღმრთობაა, ბუნება კი სხეულის წარდინებაა (იგულისხმება, რომ მატერიალური ბუნება ანუ ნივთიერი შედგენილობა - ბუნება განაპირობებს სხეულის დაშლადობას, ანუ საეკლესიო ტერმინოლოგიით... იხილეთ სრულად
133. ღმერთმა ადამიანს შეუქმნა მთელი ცა და ამკობენ მას ვარსკვლავები. ადამიანის გამო შექმნა მან მიწა, რასაც თავისთვის ამუშავებენ კაცნი. ისინი, რომლებიც ვერ გრძნობენ ღვთის ესოდენ წინაგანგებას, სულით უგუნურნი არიან.
132. მხოლოდ ადამიანისას ისმენს ღმერთი; მხოლოდ ადამიანს უჩნდება ღმერთი. კაცთმოყვარეა ღმერთი; სადაც არ უნდა იყოს ადამიანი, ღმერთიც იქვეა. მხოლოდ ადამიანია ღვთის ღირსეული თაყვანისმცემელი. ადამიანის გამო ფერისმცვალებლობს ღმერთი (აქ მი... იხილეთ სრულად
134. მშვენიერება უჩინარია ზეციერთაებრ. ბოროტება ცხადლივია მიწიერთაებრ. მშვენიერება ბადალის არმქონეა. გონების მქონე ადამიანი უმშვენიერესს ირჩევს, რადგან მხოლოდ ადამიანისთვისაა შესაცნობი ღმერთი და მისი ქმნილებები.
142. ისევე, როგორც ის ადამიანები, რომლებიც რაღაც საჭირობისა თუ ვითარების გამო იძულებული გახდნენ ჩავარდნილიყვნენ ძალიან დიდ მდინარეში, თავს დააღწევენ მას, იფხიზლებენ რა, რადგან თუნდაც მძლავრი იყოს დინება, ისინი, მცირედით დაბნეულები... იხილეთ სრულად
141. ძე მამაშია, სულიწმინდა ძეშია, მამა კი ორივე მათგანშია; ადამიანმა რწმენით იცის ყოველივე ის, რაც უხილავია და გონებით აღსაქმელი, ხოლო რწმენა ესაა სულის ნებაყოფლობითი დათანხმებულობა (იგულისხმება, რომ მორწმუნე სული ნებსით ეთანხმებ... იხილეთ სრულად