სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) - ციტატები, ამონარიდები
139. ვინც უბადრუკია და არ ძალუძს, რომ ავნოს ვინმეს, კეთილმსახურთა შორის არ ჩაითვლება, მაგრამ ვისაც ზიანის მოტანა შეუძლია და თავის ძალას ბოროტებისთვის არ იყენებს, არამედ ინდობს მასზე უფრო მდაბალთ, რადგან კეთილმსახურებს იგი ღმერთს, ... იხილეთ სრულად
138. მოკვდავნი უკვდავთ ექვემდებარებიან, უკვდავნი კი მოკვდავთ მსახურებენ, ესე იგი სტიქიონები - ადამიანს. ეს კი ხდება შემოქმედი ღმერთის კაცთმოყვარეობისა და ბუნებითი სიკეთის შედეგად.
140. ჩვენი შემოქმედი ღვთის კაცთმოყვარეობის გამო ადამიანებს უამრავი გზა აქვთ ცხონებისა, რაც სულებს მოაქცევს და ზეაიყვანს ცათაკენ, რადგან ადამიანთა სულები სათნოების წილ სანაცვლო საზღაურს მოიპოვებენ, შეცოდებათა წილ კი - სატანჯველთ.
147. ისინი, რომლებმაც სამოსელი ტალახში ამოსვარეს, მათთან შემხებთა პერანგსაც აჭუჭყიანებენ. ამგვარადვე ისინიც, რომლებიც არჩევანით უკეთურნი არიან და საქმიანობით მრუდენი, თანამყოფობენ რა მარტივთა გვერდით და ესაუბრებიან რა არაჯეროვანთა... იხილეთ სრულად
148. ცოდვის სათავე გულისთქმაა, რითაც იღუპება მოაზროვნე სული, ხოლო ცხონებისა და ცათა სასუფევლის სათავე სულისთვის სიყვარულია.
146. მოაზროვნე სული, ნივთიერი შესაქმისა და სწრაფწარმავალი ცხოვრების მომძაგებელი, ზეციურ შვებასა და საუკუნო ცხოვრებას ირჩევს და ღირსეული მოღვაწეობის შედეგად იღებს მას ღვთისგან.
143. მოაზროვნე სული, კარგ არჩევანზე შეუძრავად დამყარებული, ცხენისებრ მართავს თავის უგუნურ ვნებებს: მრისხანებასა და სიამეთმოსურნეობას, იმარჯვებს რა მათზე, თოკავს და სძლევს მათ, რის გამოც გვირგვინს იდგამს და ცათა შინა დამკვიდრების ღ... იხილეთ სრულად
145. სხეულის სიცოცხლე და ამა ყოფის მეტისმეტ სიმდიდრესა და ძალაუფლებაში განცხრომა სიკვდილი ხდება სულისთვის. ხოლო მადლიერებითი დამაშვრალობა, მოთმინება, შეჭირვება და სხეულის სიკვდილი სულის სიცოცხლეა და საუკუნო შვება.
144. ჭეშმარიტად მოაზროვნე სული, ხედავს რა უკეთურთა კეთილდღეობას და უღირსთა ბედნიერ ყოფას, არ მშფოთვარებს მათი ამცხოვრებისეული განცხრომის წარმოდგენისას, როგორც ეს ემართებათ განსჯის უნარს მოკლებულ ადამიანებს, რადგან ნათლად უწყის მან... იხილეთ სრულად
150. ღმერთი კეთილია, უვნებო და უცვალებელი, ხოლო თუ ვინმე, ერთი მხრივ, კეთილგონივრულად და ჭეშმარიტად სჯის, რომ უცვალებელია ღმერთი, მაგრამ, მეორე მხრივ, ვერ არკვევს იმას, თუ როგორღა ხარობს მაშინ იგი კეთილთა გამო და როგორ განელტვის უ... იხილეთ სრულად