ღვთის მადლის მიერ გონების აღტაცების დროს სასწაული სასწაულს მოსდევს, გონება კი განკვირვებითაა მოცული იმ თვალისმომჭრელი ნათლის წინაშე, რომელიც ღვთის შემეცნებას ახლავს თან.
გონება აღამაღლე ზეცად, იქ, სადაც ჩვენი ცხოვრება და სიხარულია, როგორც პავლე მოციქული ამბობს: „ჩუენი მოქალაქობაი ცათა შინა არს" (ფილიპ. 3, 20). მთელი არსებით ისწრაფე ზეციურისკენ. ეს წმინდა წადილი მონაზვნობას შენთვის მსუბუქსა და ტკბი...
იხილეთ სრულად
გონება აღამაღლე ზეცად, იქ, სადაც ჩვენი ცხოვრება და სიხარულია, როგორც პავლე მოციქული ამბობს: „ჩუენი მოქალაქობაი ცათა შინა არს" (ფილიპ. 3, 20). მთელი არსებით ისწრაფე ზეციურისკენ. ეს წმინდა წადილი მონაზვნობას შენთვის მსუბუქსა და ტკბილს გახდის.
რაც უფრო მეტ სიმდაბლეს შეაზავებ უწყვეტ ლოცვასთან, მით მეტი მხურვალებით შეიგრძნობ იესოს და ისეთი განცდა გექნება, თითქოს შენი გული მეორე
იხილეთ სრულად
რაც უფრო მეტ სიმდაბლეს შეაზავებ უწყვეტ ლოცვასთან, მით მეტი მხურვალებით შეიგრძნობ იესოს და ისეთი განცდა გექნება, თითქოს შენი გული მეორე „მაყვალი შეუწველია“.
შვილო, რაც უფრო ღრმად ჩასწვდები ღვთის მოწყალებას, მით მეტი სიყვარულით გაერთიანდები მასთან. და რაც უფრო მეტად ჩაუღრმავდები ღვთაებრივი დიდებულების მშვენიერებას, იმდენად შეიცნობ საკუთარ არარაობას, რაც შესაბამისად აღგამაღლებს სულიერ შ...
იხილეთ სრულად
შვილო, რაც უფრო ღრმად ჩასწვდები ღვთის მოწყალებას, მით მეტი სიყვარულით გაერთიანდები მასთან. და რაც უფრო მეტად ჩაუღრმავდები ღვთაებრივი დიდებულების მშვენიერებას, იმდენად შეიცნობ საკუთარ არარაობას, რაც შესაბამისად აღგამაღლებს სულიერ შემეცნებაში.
ჩემო შვილებო, ჩემო სიხარულო და ნუგეშო, იღვაწეთ, რომ მორჩილებაში, სიყვარულში, ლოცვასა და სიწმინდეში ანგელოზებრივ საზომს მიაღწიოთ და სიკვდილის შემდეგ ანგელოზებთან ცხოვრების ღირსნი გახდეთ! ამინ. იყავნ.
მონაზვნურ მოქალაქეობას წმინდა მამები ანგელოზებრივს უწოდებენ. ეს იმიტომ, რომ მონაზვნებმა ანგელოზთა მსგავსად უნდა იცხოვრონ, მაგრამ თუ ისინი ასე არ ცხოვრობენ, მაშინ ბოროტ ანგელოზთა შორის აღირაცხებიან.
წმინდა ანგელოზებს ღვთის ბრძანების სრული მორჩილება აქვთ, ნაბრძანებს ყოველგვარი შეპასუხების გარეშე ასრულებენ. ისინი ღვთისა და ადამიანების მიმართ სრული სიყვარულით, უმწიკვლო სიწმინდით და უძლეველი სიმდაბლით გამოირჩევიან, მათი უმანკოება...
იხილეთ სრულად
წმინდა ანგელოზებს ღვთის ბრძანების სრული მორჩილება აქვთ, ნაბრძანებს ყოველგვარი შეპასუხების გარეშე ასრულებენ. ისინი ღვთისა და ადამიანების მიმართ სრული სიყვარულით, უმწიკვლო სიწმინდით და უძლეველი სიმდაბლით გამოირჩევიან, მათი უმანკოება კი ენით გამოუთქმელია.ანგელოზებს სხვა სათნოებებიც ამკობთ. თუ ისინი გულწრფელად გვიყვარს, თუ გვსურს, ჩვენც იქ დავემკვიდროთ, სადაც ანგელოზები იმყოფებიან, უნდა ვაიძულოთ თავი, რომ მათ მივემსგავსოთ.