შეინანეთ! და რას ნიშნავს სინანული? ეს ნიშნავს შევინანოთ ჩვენი ცოდვები და მეტად აღარ ვცოდოთ – ასე უპასუხა ამ კითხვას პიმენ დიდმა. ამ გზით მრავალი ცოდვილი წმინდანად იქცა და მრავალმა უსჯულომ მართალის სახელი დაიმკვიდრა.
შეინანეთ! მოიკვეთეთ არა მარტო აშკარა ცოდვა – კაცისკვლა, პარვა, მრუშობა, ცილისწამება, ტყუილი, არამედ განაგდეთ დამღუპველი შექცევა, ხორციელი ტკბობა, არაწმინდა ოცნებები, უსჯულო ზრახვები: შეინანეთ ყველაფერი, უკლებლივ ყველაფერი, რასაც ს...
იხილეთ სრულად
შეინანეთ! მოიკვეთეთ არა მარტო აშკარა ცოდვა – კაცისკვლა, პარვა, მრუშობა, ცილისწამება, ტყუილი, არამედ განაგდეთ დამღუპველი შექცევა, ხორციელი ტკბობა, არაწმინდა ოცნებები, უსჯულო ზრახვები: შეინანეთ ყველაფერი, უკლებლივ ყველაფერი, რასაც სახარება გვიკრძალავს, გულწრფელი სინანულის ცრემლში განბანეთ უწინდელი ცოდვილი ცხოვრება.
link
სასოწარკვეთილი და სულიერ დახსნილებას მიცემული ნუ იტყვი: "მძიმე ცოდვებში ჩავვარდი, ამდენი ხნის ცოდვილი ცხოვრებით ბოროტი ჩვევები შევიძინე, ისინი თითქოს ბუნებრივ თვისებებად მექცნენ, ამიტომ ჩემთვის უკვე აღარ არსებობს სინანული" (მაკარი...
იხილეთ სრულად
სასოწარკვეთილი და სულიერ დახსნილებას მიცემული ნუ იტყვი: "მძიმე ცოდვებში ჩავვარდი, ამდენი ხნის ცოდვილი ცხოვრებით ბოროტი ჩვევები შევიძინე, ისინი თითქოს ბუნებრივ თვისებებად მექცნენ, ამიტომ ჩემთვის უკვე აღარ არსებობს სინანული" (მაკარი დიდი, საუბარი მე-7, თავი მე-2). ამ უიმედო გულისსიტყვებს ჩაგძახის შენი ცხონების მტერი, რომელსაც შენ ჯერ კიდევ ვერ ხედავ და არ იცნობ. ეშმაკმა იცის სინანულის ძალა, შიშობს, იმან არ გამოსტაცოს შენი თავი კლანჭებიდან და ცდილობ...
link
სინანულის დამწესებელი შენი შემოქმედია, რომელმაც არაფრისაგან შეგქმნა. მით უფრო ძალუძს კვალვ აღგაშენოს, ძალუძს შეცვალოს შენი გული: ცოდვის მოყვარე გული ღმერთის მოყვარედ აქციოს; გრძნობადი, ხორციელი, ბოროტი ზრახვებით სავსე, ვნებებს დამ...
იხილეთ სრულად
სინანულის დამწესებელი შენი შემოქმედია, რომელმაც არაფრისაგან შეგქმნა. მით უფრო ძალუძს კვალვ აღგაშენოს, ძალუძს შეცვალოს შენი გული: ცოდვის მოყვარე გული ღმერთის მოყვარედ აქციოს; გრძნობადი, ხორციელი, ბოროტი ზრახვებით სავსე, ვნებებს დამონებული გული კი განწმინდოს და განასპეტაკოს.
link
ძმებო, გულისხმავყოთ ღმრთის გამოუთქმელი სიყვარული კაცთა დაცემული მოდგმისადმი! უფალი განკაცდა, რათა თავს ედო კაცთა წილხვედრი სასჯელი და თავისი ჯვარცმით გამოეხსნა დამნაშავენი. რამ მოიყვანა იგი აქ, მიწაზე, ჩვენი დევნულების მხარეში? ჩვ...
იხილეთ სრულად
ძმებო, გულისხმავყოთ ღმრთის გამოუთქმელი სიყვარული კაცთა დაცემული მოდგმისადმი! უფალი განკაცდა, რათა თავს ედო კაცთა წილხვედრი სასჯელი და თავისი ჯვარცმით გამოეხსნა დამნაშავენი. რამ მოიყვანა იგი აქ, მიწაზე, ჩვენი დევნულების მხარეში? ჩვენმა სიმართლემ? არა! იმ უბადრუკმა ყოფამ, ჩვენი ცოდვილი ცხოვრების გამო რომ ჩავცვივდით.
link
ჩვენი სუსტი ძალების შესაბამისად მივემსგავსოთ უფლის დიდ სიყვარულს ჩვენდამი, რამდენადაც ეს ძალუძს მისი ხელით შექმნილ, დაცემულ ადამიანს: შევინანოთ! შევინანოთ არა მარტო სიტყვით, არა მარტო ხანმოკლე, უმნიშვნელო ცრემლით, არა მარტო გარეგნ...
იხილეთ სრულად
ჩვენი სუსტი ძალების შესაბამისად მივემსგავსოთ უფლის დიდ სიყვარულს ჩვენდამი, რამდენადაც ეს ძალუძს მისი ხელით შექმნილ, დაცემულ ადამიანს: შევინანოთ! შევინანოთ არა მარტო სიტყვით, არა მარტო ხანმოკლე, უმნიშვნელო ცრემლით, არა მარტო გარეგნული მონაწილეობით საეკლესიო ღმრთის მსახურებაში და საეკლესიო წესების შესრულებით, რასაც ფარისევლები სჯერდებოდნენ, არამედ ცრემლსა და გარეგნულ ღმრთისმოსაობასთან ერთად ვყოთ ნაყოფი, ღირსი სინანულისა: ცოდვილი ცხოვრება დავუტეოთ დ...
link
"რაისათვის მოსწყდებით, სახლო ისრაელისაო" (ეზეკ. 18, 33)? რისთვის მოსწყდებით მარადიული სიკვდილით, ქრისტიანებო, თქვენი ცოდვების გამო? რისთვის ავსებთ ჯოჯოხეთის ჯურღმულს, თითქოს ქრისტეს ეკლესიაში არც კი არსებობდეს ყოვლისშემძლე სინანულ...
იხილეთ სრულად
"რაისათვის მოსწყდებით, სახლო ისრაელისაო" (ეზეკ. 18, 33)? რისთვის მოსწყდებით მარადიული სიკვდილით, ქრისტიანებო, თქვენი ცოდვების გამო? რისთვის ავსებთ ჯოჯოხეთის ჯურღმულს, თითქოს ქრისტეს ეკლესიაში არც კი არსებობდეს ყოვლისშემძლე სინანული? ეს უსასრულოდ კეთილი ნიჭი მიეცა "სახლსა ისრაელისასა" – ქრისტიანებს, და ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ცოდვის მიუხედავად ერთნაირი ძალით მოქმედებს: განწმენდს ყველა ცოდვას, აცხოვნებს ყოველს, ვინც ღმერთს შეუვრდება, თუნდაც ეს მ...
link
იცოდა ღმერთმა კაცთა უძლურება, იცოდა, რომ ისინი ნათლისღების შემდეგაც განაგრძობდნენ ცოდვილ ცხოვრებას, და ამიტომ დააწესა თავის ეკლესიაში სინანულის საიდუმლო, რომელიც აღხოცს ნათლისღების შემდეგ ჩადენილ ცოდვებს. სინანული თან უნდა ახლდეს ...
იხილეთ სრულად
იცოდა ღმერთმა კაცთა უძლურება, იცოდა, რომ ისინი ნათლისღების შემდეგაც განაგრძობდნენ ცოდვილ ცხოვრებას, და ამიტომ დააწესა თავის ეკლესიაში სინანულის საიდუმლო, რომელიც აღხოცს ნათლისღების შემდეგ ჩადენილ ცოდვებს. სინანული თან უნდა ახლდეს ქრისტეს რწმენას, წინ უნდა უძღოდეს ნათლისღებას, ხოლო მის შემდეგ უნდა განაქარვოს ქრისტეს რწმენას შედგომილი და ნათელღებული კაცის ცოდვები.
link
როდესაც ადამიანები იერუსალიმიდან და მთელი იუდეიდან მოდიოდნენ იოანესთან, რათა იორდანეში ნათელ-ეღოთ, ისინი თავიანთ ცოდვებსაც აღიარებდნენ მის წინაშე. იოანე კიბისაღმწერელი (თავი მე-4) ამბობს, ეს იმიტომ კი არ ხდებოდა, რომ იოანე ნათლისმ...
იხილეთ სრულად
როდესაც ადამიანები იერუსალიმიდან და მთელი იუდეიდან მოდიოდნენ იოანესთან, რათა იორდანეში ნათელ-ეღოთ, ისინი თავიანთ ცოდვებსაც აღიარებდნენ მის წინაშე. იოანე კიბისაღმწერელი (თავი მე-4) ამბობს, ეს იმიტომ კი არ ხდებოდა, რომ იოანე ნათლისმცემელს მათი ცოდვების ცოდნა რამეში სჭირდებოდა, არამედ იმიტომ, რომ სინანულის სიმტკიცისათვის ცოდვების მონანიებასთან ერთად მათი აღიარებაც საჭირო იყოო.იმავე წმ. მამის თქმით, - რომელმაც იცის, რომ მოვალეა აღიაროს თავისი ცოდვები...
link
ცოდვების აღიარებით ირღვევა მათთან კავშირი. ცოდვების მოძულება ჭეშმარიტი სინანულის ნიშანია, ღმრთის სათნო ცხოვრების წესის არჩევის ნიშანი. თუ ცოდვების ჩადენას მიეჩვიე, მათ აღიარებასაც მოუხშირე და მალე გათავისუფლდები ცოდვათა ტყვეობისგა...
იხილეთ სრულად
ცოდვების აღიარებით ირღვევა მათთან კავშირი. ცოდვების მოძულება ჭეშმარიტი სინანულის ნიშანია, ღმრთის სათნო ცხოვრების წესის არჩევის ნიშანი. თუ ცოდვების ჩადენას მიეჩვიე, მათ აღიარებასაც მოუხშირე და მალე გათავისუფლდები ცოდვათა ტყვეობისგან, მაშინ კი მსუბუქად და სიხარულით შეუდგები უფალ იესო ქრისტეს.
link