ბერი პაისი მთაწმინდელი - ციტატები, გამონათქვამები
ბერი პაისი მთაწმინდელი - ციტატები, გამონათქვამები ბერი პაისი მთაწმინდელი | გამონათქვამები
მოსაგრეობას შევრდომილი და მეცნიერმყოფელი თავისი ცოდვიანობისა და ღვთის მოწყალებისა, და აგრეთვე მის უდიდეს კეთილშემწყნარებლობას სასოებით მინდობილი, უშიშრად და ნაკლებ სხეულებრივი შრომით აღიყვანს საკუთარ სულს სამოთხეში, თუკი მას კეთილ... იხილეთ სრულად
როცა კაცი თავის გულს უფალს უძღვნის, მაშინ მისი გონებაც ღვთის სიყვარულით ტყვევდება, და იმდენად, რომ მასში ყველაფერ ამქვეყნიურისადმი გულგრილობა ისადგურებს. ის განუწყვეტლივ თავის ზეციურ მამაზე იზრახვის და ღვთაებრივი სიყვარულით შეპყრო... იხილეთ სრულად
ღმერთი ტოვებს იმათ, ვინც გაჭირვებული თანამოძმეების ადგილზე არ დგება; მაშინ ისინი ეცემიან, იჟეჟებიან და თანაგრძნობას ამგვარად სწავლობენ. ხოლო ვინც მუდმივად თანაუგრძნობს და სხვის მდგომარეობას იზიარებს, საკუთარ თავს კი არად აგდებს, დ... იხილეთ სრულად
ისინი, რომლებსაც უნდათ, რომ სხვები მისთვის ირჯებოდნენ, თვითონ კი არავის არაფერს აძლევენ და ღმერთს მუდამდღე სთხოვენ, მისთვის კი ცოდვებსაც ვერ იმეტებენ (მონანიებით), ღვთისათვის სრულიად უცხოვდებიან და თვითონვე ებარებიან კაცისმკვლელს ... იხილეთ სრულად
მათ, ვისაც სიყვარული გააჩნიათ და სწორად მოღვაწეობენ, ყველა სიმძიმე სიყვარულით გადააქვთ; მოყვასის სიყვარულის გამო ყველაფერს იკლებენ და მათ სიმშვიდეს თვითონვე ეწირებიან, რადგან მოყვასი თვით ქრისტეა.
ვინც გვემულსა და დამაშვრალს არ თანაუგრძნობს, მომაკვდინებელი სენით არის დაავადებული – შეუბრალებლობით; ხოლო ვისაც ავადმყოფის კვნესა აღიზიანებს და დრტვინავს, რომ მის გამო აზრები ეფანტება – მრავალი სულიერი სენით.
ვინც უმიზეზოდ იტანჯება, იგი ქრისტეს ემსაგავსება. ასევე ნეტარია ის, ვინც თავისი ცოდვისათვის იტანჯება: იგი განკუთვნილ სასჯელს უკვე ამ ცხოვრებაშივე იხდის.
ვინც იმ მძიმე ჯვრებზე ფიქრობს, რომლებსაც მართლები ატარებენ, თავისი მცირე განსაცდელების გამო გულს არასოდეს გაიტეხს, რადგან შეგნებული აქვს, რომ თუმცა მართლებზე მეტი ფეხდაცდენა ჰქონია ცხოვრებაში, მაგრამ იმათზე ნაკლებად იტანჯება.
ღმერთი, თავის ერთგულ შვილებს, რომლებიც ჯვრების ტარებაში თავის თანამოძმეებს ეხმარებიან, სულიერად აძლიერებს და საკუთარი ჯვრებისაგან (განსაცდელებისაგან) ათავისუფლებს.